მამუკა აააა

როგორ დაკარგა თურქეთმა თავისი ისტორიული ფუნქცია, რის გამოც დამეგობრდა რუსეთთან და ირანთან და რატომ ცდილობს რუსეთი, გამოთიშოს საქართველო გლობალური თამაშიდან

ჟურნალი “თბილისელები” ნინო ხაჩიძე   04/10/2019
ანკარაში უკვე მერამდენედ შეხვდნენ ერთმანეთს თურქეთის, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტები, კვლავ სირიაზე ისაუბრეს და ერთობლივი დოკუმენტიც მიიღეს, რომლის პათოსიც შემდეგნაირია: მხარი დაუჭირონ სირიის ტერიტორიულ მთლიანობას, არ დაუშვან სეპარატიზმის ზეობა, გაეროს პრინციპების თანახმად და ხელი შეუწყონ მშვიდობის დამყარებას ახლო აღმოსავლეთში. თუ  გავითვალისწინებთ, რომ რუსეთმა თავადაც აღიარა ჩვენი ორი სეპარატისტული რეგიონი, აღიარების პოლიტიკის სხვა ქვეყნებზე გავრცელებასაც ცდილობს და თვით სირიასაც კი ააღიარებინა, მეტად უცნაურია სირიის ტერიტორიული მთლიანობისთვის ღვწა. ასევე, გასაგებია, რა იზიდავთ თურქეთსა და ირანს რუსეთის ხელისუფალში, ოღონდ ისიც საგულისხმოა, რომ ეს ერთობა როგორც ამ ორთა, ისე, ზოგადად, სამთა სიტუაციურია. მამუკა გიორგაძესთან ერთად ვიმსჯელებთ ამ თემაზე და საქართველოს როლსა და პერსპექტივაზე ამ სამეულის ურთიერთობის ფონზე. ვრცლად »
gerbi

სახალხო პარტიის განცხადება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თემა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაწყებული დღემდე აქტუალობას არ კარგავს და სხვადასხვა დროს ჩვენი საზოგადოების მიერ მეტ-ნაკლები პოლიტიკური სიმწვავით განხილვის საგანი ხდება.

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აშკარად დაგვანახა, რომ ანაკლიის პორტის ირგვლივ, ხელოვნურად შექმნილმა  აჟიოტაჟმა, ის ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირების მთავარ ხაზად აქცია, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოების  მთელ რიგ ასპექტებს. ვრცლად »

gerbi

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ქ-ნ ანგელა მერკელს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბ-ნ ჰუბერტ კნირშს

—08/01—                                                                        ”-27-” აგვისტო 2019

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს

ქ-ნ ანგელა მერკელს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან

ელჩს საქართველოში ბ-ნ ჰუბერტ კნირშს

საქართველოში, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ რეგიონში, კერძოდ – აფხაზეთში, 2019 წ. 25 აგვისტოს არალეგიტიმური „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი უკანონო და პროვოკაციული ქმედებაა, რომლის შემოქმედიც ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებაა. ვრცლად »

მამუკააა

როგორ დაუპირისპირდნენ მსოფლიო და რუსეთის პატრიარქების მომხრე სასულიერო ჯგუფები ერთმანეთს აფხაზეთში ათონის მონასტრის გამო

 ნინო ხაჩიძე – “თბილისელები” 19/07/2019 13:09

აფხაზეთში ორ სასულიერო დაჯგუფებას შორის (დოროთეი დბარი მსოფლიო საპატრიარქოში გაერთიანებას ლამობს, ბესარიონ აპლია კი რუსეთის საპატრიარქოში ეძებს თავშესაფარს) ლამისაა, ხელჩართული ბრძოლა გაიმართოს ათონის მონასტრის გამო და დაპირისპირება იქამდეც კი მივიდა, რომ „პრ.“-მა ხაჯიმბამ თვით რუსეთის პატრიარქს სთხოვა დახმარება. მეორე მხრივ, რუსეთის პატრიარქს არაფერი ესაქმება საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ აფხაზეთის ეპარქიაში (შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეკლესია საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებზე ცნობს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას), თუმცა რეალობა საპირისპიროა. ეს უკანასკნელი ჟესტი კი აჩენს ეჭვს – ხომ არ აპირებს რუსეთის ეკლესია, ოფიციალურად მიჰბაძოს რუსეთის სახელმწიფოს, ფარისევლობას გაეშვას და აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული ეპარქიები, უბრალოდ, მიიერთოს? – ამ თემას მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავთ. ვრცლად »

mamuk

პუტინმა ქართველთმოძულე ანდრეი სახაროვის სიტყვები აიტაცა

For.ge 12.07.2019  მანანა ნოზაძე

ვლადიმერ პუტინმა სანქციები არ დაგვიწესა, მაგრამ ოკუპანტად გამოგვაცხადა. მცირემიწიანი საქართველო ვერასდროს იტყვის სიტყვებს „შირაკა სტრანა მაია რადნაია“, მაგრამ ამის მიუხედავადაც, რაც გვაქვს, ესეც ეზედმეტებათ რუს ოკუპანტებს საქართველოსთვის. ვრცლად »

mamuka-giorgadze

„ოცნება“ ისე „ებრძვის“ „ნაცმოძრაობას“, რომ მათ უტოვებს საბაბს ხელისუფლების წინააღმდეგ გალაშქრებისთვის

ვარდების რევოლუციიდან საშვების რევოლუციამდე - For.Ge  12.07.2019  მანანა ნოზაძე

ხელისუფლება ცდილობს, ვარდების რევოლუციასა და 20 ივნისის მოვლენებს შორის პარალელები გაავლოს და პარლამენტში შეჭრასა თუ გადატრიალების მცდელობაზე ისაუბროს.

„ნაცები“ და „ევრონაცები“ კი აღნიშნულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ე.წ. საშვების რევოლუციაზე საუბარი ცინიკურია. მათი აზრით, ხელისუფლების არგუმენტაცია უსუსურია, რადგან ანალიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ გიორგი გახარიას ერთ-ერთი მთავარი „მტკიცებულება“ გაათმაგებული საშვების რაოდენობაა, რომლებიც გარეშე ხალხის პარლამენტში შესაყვანად მოითხოვეს „ნაციონალებმა“. სხვა მტკიცებულებები კი არ არსებობს.

იყო თუ არა 20 ივნისის ღამე არშემდგარი რევოლუცია, რომელსაც მეორენაირად საშვების რევოლუციასაც უწოდებენ?!

„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ გადატრიალებები ხდება მაშინ, როდესაც ვრცლად »

მამუკა-გიორგაძე-2

მამუკა გიორგაძე – შორს ვარ აზრისგან, რომ პროპორციული არჩევნების მოთხოვნის დაკმაყოფილება აქციების შედეგია

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პროპორციული არჩევნების მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ აქციების შედეგია, – ამის შესახებ „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ, მამუკა გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს შედის „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში. რა თქმა უნდა, მას თავისი გათვლები აქვს და ამას ამისთვისაც იყენებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დღეს ეს სახელმწიფო ინტერესს დაემთხვა. სახელმწიფო ინტერესია, შეიქმნას მდგრადი პოლიტიკური სისტემა, მდგრადი პოლიტიკური ინფრასტრუქტურა. ანუ, პროცესები უმართავად, ქაოსურად, ქუჩაში და ხელოვნური დაპირისპირების მიმართულებით კი არ მიდიოდეს, არამედ პრინციპების, პროგრამების, დისკუსიის მიმართულებით. არჩევნებიდან ქვეყანა გამარჯვებული უნდა გამოვიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის შეთანხმდეს – ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ამ კუთხით მივდივართ“, – განაცხადა მამუკა გიორგაძემ. ვრცლად »

gerbi

ცოდვას ადამიანის ჩვეულებრივ მდგომარეობად ვერ ვაღიარებთ!

ნოდარ ნათაძე, მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი

ჩვენს მოვალეობად ვრაცხთ, საქართველოს საზოგადოებას მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება ქვეყანაში შექმნილი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ერთი ასპექტის შესახებ და იმ საშვილიშვილო უბედურების შესახებ, რომელსაც ჩვენი  ქვეყნის შეგნებული ან შეუგნებელი მტრები გვიმზადებენ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოს განვითარების ჰუმანისტური პროცესი, რომლის რიგითი მონაწილენი ჩვენც, ქართველი პატრიოტები და ადამიანის ადამიანურ უფლებათა (Human Rights) დამცველნი ვართ, არ არის დაზღვეული შეცდომებისგან, სახელდობრ, იმგვარი შემთხვევებისგან, როცა დემოკრატიული ახალი ლოზუნგი, მისი შექმნის პროცესშია, ან არასწორად გაიგება ხოლმე ან რეალურად უპირისპირდება ხალხის ფართო მასის ტრადიციულ ზნეობრივ რწმენებს და მოთხოვნილებებს. დღეს ჩვენის აზრით, საქართველოში ამგვარი სახის შეცდომის საშიშროება არსებობს, რომელმაც შესაძლებებლია მძიმე შედეგი მოიტანოს არა მხოლოდ სადღეისოდ, არამედ მომავალ თაობებშიც. ვრცლად »

mamuk

ხელისუფალთა ერთი და იგივე შეცდომები თუ განზრახ დანაშაული?

ფრაქცია “სახალხო”-ს თავმჯდომარის  მამუკა გიორგაძის  მიმართვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ ზურაბ ჟვანიას

6 დეკემბერი 1996

საქართველო-რუსეთის ურთიერთობების, მათი წარსულის, აწმყოსა და მომავალი პერსპექტივების შესახებ შეიძლება სხვადასხვა აზრი არსებობდეს. შესაძლოა რუსეთის რამოდენიმე სახე ვეძიოთ. შეიძლება ვიკამათოთ სტრატეგიული ინტერესების არსებობა-არარსებობის შესახებ, მაგრამ არსებობს ქმედებები, რომელთა შესახებაც ქვეყნისა და საკუთარი თავის ოდნავ მაინც პატივისმცემელ ადამიანს ერთი შეფასება უნდა გააჩნდეს. ვრცლად »

gerbi

სამყაროში ყველაფერი მეორდება!

საინტერესო ისიცაა, რომ 23 წლის შემდეგ ხელისუფლება იგივეს იმეორებს და ,,სახალხო პარტიას” სხვებისგან განსხვავებით ღირებულებები არ შეუცვლია. ინტერნეტმა 23 წლის წინანდელი მოვლენა გაგვახსენა.
სახელმწიფო ვართ თუ გუბერნია?

გაზეთი შანსი #33 დეკემბერი 1996 ჟურნალისტი – ეკა გაგუა.
`მსგავსი შეურაცხყოფა, ასე პირდაპირ კარგა ხანია ჩვენთვის არავის მოუყენებია. ვრცლად »

Powered by WordPress