qartuli-mica-780x405

მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს: – მიწის მართვა სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა

მიწის მართვა სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

გვინდა თქვენი ყურადღება მივაპყროთ ქვეყნისათვის იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემას, რომელიც ეხება საქართველოში მიწის მართვისა და აღრიცხვის საკითხს. მისული ვართ იმ სავალალო შედეგამდე, რომელსაც ჰქვია მიწის რესურსებზე სახელმწიფოს მიერ ერთიანი კონტროლის დაკარგვა. პრობლემის გადაუწყვეტელობა არარეალურს გახდის ეროვნული ეკონომიკის წინსვლას, გააღრმავებს უნდობლობას ხალხსა და მთავრობას შორის და დიდ დაძაბულობას გამოიწვევს. ვრცლად »

germanuli_modeli_

„ეროვნული მოძრაობის დროს პარტიის ლიდერმა მიტინგზე გამოაცხადა, ხვალ ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიქმნება პარტია და, ვისაც გინდათ, მოდითო“

აბიტურიენტთა კასტინგის შემდეგ პოლიტიკოსთა კასტინგმა ჩვენი საზოგადოება გაახალისა. გაჩნდა სხვადასხვანაირი ვერსიები, მათ შორის, ისეთიც, რომ პოლიტიკურ ლიდერად შექმნას პოლიტიკური ქარტეხილი სჭირდება და არა მიმინოშვილის ტრენინგები. ცალკეულმა ექსპერტებმა მაია მიმინოშვილის ჩართვა ამ საქმეში იმით ახსნეს, რომ „ქართული ოცნება“ შვიდ წელიწადში დაბერდა და მას მომავალი აღარ აქვს. ამიტომაც ახალი სახეების მოზიდვას მიმინოშვილის მეშვეობით ცდილობენ, თუმცა პარტიაში მხოლოდ მედროვეები და ფულზე დახარბებულები თუ მივლენ. ვრცლად »

giorgadze-1

„რუსული პიარმანქანა მუშაობს იქ, სადაც მას წინააღმდეგობა არ ხვდება“

რუსული არხის – „როსია 1“-ის სიუჟეტს საქართველოში აღშფოთება მოჰყვა. ჟურნალისტი მაქსიმ კისილიოვი ორი ქვეყნის ისტორიულ, რელიგიურ, კულტურულ კავშირს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ რუსული ენა საქართველოსთვის 10 წლის წინ მოკვდა, თუმცა ეკონომიკამ ის კვლავ გამოაცოცხლა. კერძოდ, საქართველოში სულ უფრო იზრდება რუსულად მოლაპარაკეთა რაოდენობა, რუსი ინვესტორები კი საქართველოში ქონების შესაძენად უფრო მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე თურქები ან არაბები. მოკლედ, სიუჟეტის მიხედვით, ვინც რუსული იცის, მისთვის საქართველოში სამსახურის შოვნა უფრო ადვილია. ვრცლად »

gareji

ღია წერილი აზერბაიჯანელ მეგობრებს

ქრისტიანობამდელი, ადრეული შუა საუკუნეების, შუა საუკუნეებისა და ყქ|-ყქ|| საუკუნეების ქართული კულტურის ძეგლი გარეჯის უდაბნო დღეს ქართველი მლოცველებისთვის, ტურისტებისა და დიპლომატებისთვის მიუღწევადია. მას დარაჯობს აზერბაიჯანის მესაზღვრეთა შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც, აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, გზას გაათავისუფლებს 5 მაისამდე (თამარ მეფის სულ 4 ფრესკული პორტრეტი არსებობს: ვარძიაში, ყინწვისში, ბეთანიასა და გარეჯის უდაბნოში – ბერთუბნის ლავრაში. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩვენ გვიკეტავენ გზას ჩვენი მეფის პორტრეტისაკენ ჩვენს ისტორიულ ტერიტორიაზე). ამგვარად, მომავლისათვის ეს მხარე და კულტურის ეს ძეგლი ქართული საზოგადოებისა და მკვლევარებისთვის მიუწვდომელი ხდება. ამ კონტექსტში იძულებულნი ვართ, შემდეგი სამწუხარო კონსტატაცია მოვახდინოთ.

საქართველოს ტერიტორიის მრავალათასობით კვ.კმ ამიერკავკასიის მთლიანი დაპყრობის შემდეგ დამპყრობელმა ბოლშევიკურმა რუსეთმა გადასცა აზერბაიჯანს, როგორც სახელმწიფო ტერიტორია. რუსეთის რეალური მოტივები იყო შემდეგი: ვრცლად »

1554845826-მამუკა-გიორგაძე

მამუკა გიორგაძე – 9 აპრილის შემდეგ ჩვენ არ წავსულვართ სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის გზით და ამიტომ ვართ ამ მდგომარეობაში

9 აპრილს დაღუპული ადამიანები მებრძოლები, მეომრები იყვნენ და როცა მათ მსხვერპლს ვუწოდებთ, ამით შეურაცხყოფას ვაყენებთ, – ამის შესახებ ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, მამუკა გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ჩვენთვის ეს არის მარაბდა, ხრესილი, დიდგორი… ჩვენ არ ვსაუბრობთ ბიძინა, შალვა და ელიზბარზე, როგორც მსხვერპლზე; ქეთევან დედოფლის წამებას ერთმანეთს ვულოვავთ, ქეთევანობასგილოცავთო, ამ დღეს რომ ვამბობთ; წმინდა გიორგის წამებას ვულოცავთ ერთმანეთს, მივდივართ და ვქეიფობთ. აქ არ არის მსხვერპლი. 9 აპრილს დაღუპული ხალხი მებრძოლები იყვნენ, მეომრები და როცა მათ მსხვერპლს ვუწოდებთ, ამით შეურაცხყოფას ვაყენებთ. თითოეულ მათგანს ეს გაცნობიერებულად ჰქონდა გადაწყვეტილი“, – განაცხადა გიორგაძემ. ვრცლად »

SONY DSC

კიდევ ერთხელ, აფხაზეთისათვის ელექტრონერგიის მიწოდების შესახებ

,,სახალხო პარტიამ“ 25 წლის განმავლობაში არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, გაესაჯაროებინა გასაიდუმლოებული კაბალური შეთანხმება აფხაზეთის ელქტრომომარაგების შესახებ და შეეცვალა არსებული დანაშაულებრივი პრაქტიკა, რომელიც, ფაქტობრივად, ომში დამარცხებულის ხარკს წარმოადგენს. ვრცლად »

germanuli_modeli_

აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას არ დათანხმდება არც ერთი ეკლესია, თუ ჩვენი ხელისუფლება თვითონვე არ შეუშლის ხელს საქართველოს ეკლესიას ქართული ინტერესების დაცვაში.

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებამ აფხაზებსაც ფრთები შეასხა. ამ მიზნით აფხაზური დაპირისპირებული ბანაკები ახალი ათონის მონასტერში შეხვდნენ ერთმანეთს და ე.წ. აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიის მისაღწევად ბრძოლა დაისახეს მიზნად.

საუბარია „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიაზე“, რომელსაც დოროთეი  დბარი ხელმძღვანელობს და „სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიაზე“, ბესარიონ აპლიას მეთაურობით. მათ ერთობლივი კომისიის ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს, რამაც ავტოკეფალიის მისაღწევად უნდა იმუშაოს.

აღსანიშნავია, რომ აფხაზები ავტოკეფალიის, ან ავტონომიის მინიჭებას კონსტანტინოპოლისგან ადრეც ითხოვდნენ, მაგრამ მათ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია.

დღეს რა პერსპექტივა აქვს აფხაზების ჩანაფიქრს ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე?! ვრცლად »

bagrationi

მამუკა გიორგაძე – „რა გამოდის? – დედა ეუბნება შვილს: მამაშენი თაღლითია, მამა ეუბნება – დედაშენის შთამომავლობა საეჭვოა”

ვინ შეიძლება იწოდებოდეს ბაგრატიონთა სახლის უფროსად და ვინ არის ნამდვილი ბაგრატიონი? ამ საკითხმა არა მარტო ქართველ ხალხს გაუჩინა კითხვები, არამედ მოსვენება დაუკარგა ბაგრატიონებსაც. ისტორიკოსთა ნაწილი ნამდვილ ბაგრატიონებად იმერელ ბაგრატიონებს მოიაზრებს, მაგრამ, რადგან პატრიარქის ძალისხმევით ბაგრატიონ-გრუზინსკები ბაგრატიონ-მუხრანელებს დაუნათესავდნენ, წინა პლანზე სწორედ ამ ისტორიულმა ქორწინებამ წამოიწია. დღეს მამა-შვილი ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონს სამეფო ორდენით ვაჭრობაში ადანაშაულებენ, დავით ბაგრატიონის ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონი, სინამდვილეში, გვარად სიხარულიძეა და არა ბაგრატიონი, რაც თურმე საპატრიარქოს მიერ ჩატარებულმა დნმ-ანალიზმაც ვრცლად »

mamuk

ჩამოვყალიბდეთ – საბჭოთა პროდუქტი ვართ თუ ისტორიულ მემკვიდრეობას ვეყრდნობით

დღეს საქართველო კვლავ დგას დამღუპველი  მოცემულობის წინაშე: – ქვეყანაში არსებული მონოპოლიზირებული პოლიტიკური სივრცე  და მისი უზრუნველყოფა მძაფრი (მონაწილეთათვის დრამატული) ხელოვნური პოლიტიკური სპექტაკლებითა და ფსევდობრძოლის  იმიტაცია „შუას გაკრეფის“ ფილოსოფიის თეორიულ ბაზისზე დაყრდნობით.   ჩვენს მიერ,  დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ უკვე არაერთხელ დამდგარა დღის წესრიგში,  სახელმწიფოსთვის ამ საშიში სივრცის ჯანსაღი  და კონკურენტული გარემოთი  შეცვლის აუცილებლობა. ვრცლად »

SONY DSC

ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ტრაგი-კომიკური სპექტაკლის საფარქვეშ

      გრძელდება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული აღვირახსნილი კამპანია, რომლის მიზანია საქართველოს საპატრიარქოს დისკრედიტაცია, სამღვდელოებასა და მრევლს შორის ბზარის გაჩენა, საზოგადოებისა და ეკლესიის დაპირისპირება. რაც დრო გადის კიდევ უფრო ხშირდება ტყუილი, ლანძღვა, ბეზღობა, შანტაჟის მცდელობები. სიტუაცია გამოდის რეალისტური ჩარჩოებიდან და სულ უფრო ემსგავსება ერთიანი ანტისახელმწიფოებრივი  სპეც- ოპერაციის მრავალმოქმედებიან აბსურდის თეატრს, სადაც, ბოლო პერიოდში, „უკრაინის ავტოკეფალიის სასწრაფო და უპირობო აღიარების“ უნიჭო და უაზრო პერფომანსი  „ციანიდის საქმის“ ახალმა აქტმა ვრცლად »

Powered by WordPress