უკრაინის ეკლესიამ, როგორც იქნა, მიიღო ტომოსი მსოფლიო პატრიარქისგან, რითაც ავტოკეფალია მიენიჭა, თუმცა ტომოსის ტექსტი საკმაოდ საინტერესოა, რადგან, ჯერ ერთი, უკრაინის ეკლესიამ უარი თქვა უკრაინის საზღვრებს გარეთ არსებულ ეპარქიებზე (უკრაინის ავტოკეფალურად წოდებული ეკლესია, რომელიც გასული საუკუნის 20-ან წლებში შეიქმნა, საბჭოთა დროს დევნილობას ემსხვერპლა და უცხოეთში მოქმედებდა) და ფაქტობრივად, უკრაინის ეკლესიისთვის უპირველესი სასულიერო იერარქი მსოფლიო პატრიარქია. ცხადია, უკრაინელების გადასაწყვეტია, რას დათანხმდებოდნენ, თუმცა ჩვენთან ისევ არ წყდება პოლარიზაცია: ერთნი ამბობენ, რომ ქართულმა ეკლესიამ ახლავე და უპირობოდ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინის ავტოკეფალიას, მეორენი კი განგაშის ზარებს არისხებენ, რომ, როგორც კი ვაღიარებთ, მოსკოვის საპატრიარქოც მაშინვე აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის ეპარქიებს. მამუკა გიორგაძესთან ერთად ვიმსჯელებთ მოსალოდნელ საფრთხეებსა და მართლმადიდებელ სამყაროში შექმნილ ახლებურ რეალობაზე.
მამუკა გიორგაძე: უპირველესად უნდა აღვნიშნოთ, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის თემა ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ, მაგრამ მაინც დამოუკიდებელ პროცესს მოიცავს. ერთია უშუალოდ უკრაინის ავტოკეფალიის თემა და მისი პოლიტიკური და რელიგიური შემადგენელი და ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, რა მოჰყვება ამას უკრაინისთვის და მეორე თემაა, აი, ამ ტომოსის შემდგომ მართლმადიდებელ სამყაროში წარმოქმნილი ახალი გამოწვევები, რომლებიც ჩვენც გვეხება. ვრცლად »