მიხეილ სააკაშვილი “რუსთავი 2-ის” ხაფანგში

mamuka-giorgadze

პუტინს აწყობდა ქვეყნებს შორის ომის დროს სააკაშვილის პრეზიდენტობა!

რუსთავი 2 კვლავ გაიხლართა თავისივე დაგებულ კაკანათში. ვინაიდან ხელისუფლებამ „ოპოზიციური აზრის“ მონოპოლიზებაზე ლიცენზია მისცა, მიაჩნიათ, რომ მათგან ტირაჟირებულ ნებისმიერ ფაქტს ყველა უაპელაციოდ და ერთმნიშვნელოვნად მიიღებს. ამჟამად, მორიგი ფარული ჩანაწერის გავრცელების დროს მათი ინტერესი რუსეთის მთავრობისადმი  ვანო ჩხარტიშვილის (ანუ დღევანდელი „ოცნების“) მიერ გაკეთებული შეთავაზების გამო საზოგადოების აღშფოთების გამოწვევა  იყო.

ფარული ჩანაწერების პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოყენება ცალკე საუბრის თემაა, ჩხარტიშვილმა თავისი ქმედების მოტივი თავად უნდა განმარტოს, ჩვენ კი საზოგადოების ყურადღება ამ ფაქტის სხვა რაკურსზე გვინდა გავამახვილოთ.

სერგეი ნარიშკინი რუსეთის პრეზიდენტის  პუტინის  ადმინისტრაციის უფროსი  იმ პერიოდში  იყო, როდესაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ომს აწარმოებდა. პუტინ-სააკაშვილს   ძალიან „დაეძაბათ“ ურთიერთობა, პუტინი სააკაშვილს „ერთი ადგილით“ დაკიდებას ჰპირდებოდა,  ხოლო სააკშვილი მას „ლილიპუტინს“ უწოდებდა და ამაყად აცხადებდა: „პუტინი ეცადა და ვერ დამამხო“-ო.

ჩანაწერის მიხედვით ასეთ  კრიტიკულ სიტუაციაში ვანო ჩხარტიშვილი სთხოვს  ნარიშკინს  დახმარებას სააკაშვილის დამხობაში, ნარიშკინმა კი: „მერე მოკლედ გაიარა მაგან ეს საკითხები იქა ლავროვთან (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან) და იმასთან (გასაგებია ვისთანაც!)“ და „ვერაფერი ვერ შემოგვთავაზა“, ანუ პუტინმა  სააკაშვილის „დამხობაში“ მონაწილეობა  მსჯელობის (!) საგნადაც არ აქცია.

“რუსთავი 2-ის” გავრცელებული ფარული ჩანაწერიდან გამოდის,  რომ  ან რუსეთი ისეთი დემოკრატიული სახელმწიფოა, რომ  მასთან ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის  საშინაო საქმეებში არ ერევა (!) და მისი მთავარსარდლის „დამხობის“  შემოთავაზებულ წინადადებაზე უარს ამბობს (!), ან  პუტინს აწყობდა ქვეყნებს შორის ომის დროს სააკაშვილის პრეზიდენტობა!

“რუსთავი 2-მა”, მისდა უნებურად, ამხილა სააკაშვილი და საკუთარი თავი  მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენა: ან ერთი უნდა დაგვიმტკიცოს ან მეორე. თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არც არავინ მოსთხოვს ამაზე თავი შეიწუხოს. მან მშვენივრად იცის, რომ „ქართული ოცნებას“  სახელმწიფო პასუხისმგებლობის თუნდაც მცირე დონე რომ გააჩნდეს, ფარული ჩანაწერების გარეშეც უნდა გაეკეთებინა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და სააკაშვილის რეჟიმის  პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება.

ნიშანდობლივია ჩანაწერის დასკვნითი ფრაზაც: „რუსეთი ეხლა ძალიან კომფორტშია ჩვენთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში კომფორტშია“. დიახ, ასეთი პოლიტიკური კლასის პირობებში რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში მართლაც კომფორტშია!

ჩვენ კი ქვეყნის განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის სახიფათო არსებული  მოცემულობის შეცვლის ნაცვლად არაფრისგადამწყვეტ  მორიგ საარჩევნო ტრგი-კომიკურ სპექტაკლში როლის მოპოვებით ვართ დაკავებული.

12.10.2018     მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი –  სახალხო პარტია

პ.ს. თუ სააკაშვილი თვლის, რომ პუტინმა დანაპირები 2012 წელს „შეუსრულა“, მაშინ უნდა ახსნას „ქართული ოცნების“ მხრიდან  რატომ იყო გაცხადებული „ნაცმოძრაობის გადარჩენა ქართული დემოკრატიის გამარჯვებად!“

www.fact2.ge

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress