სამყაროში ყველაფერი მეორდება!

gerbi

საინტერესო ისიცაა, რომ 23 წლის შემდეგ ხელისუფლება იგივეს იმეორებს და ,,სახალხო პარტიას” სხვებისგან განსხვავებით ღირებულებები არ შეუცვლია. ინტერნეტმა 23 წლის წინანდელი მოვლენა გაგვახსენა.
სახელმწიფო ვართ თუ გუბერნია?

გაზეთი შანსი #33 დეკემბერი 1996 ჟურნალისტი – ეკა გაგუა.
`მსგავსი შეურაცხყოფა, ასე პირდაპირ კარგა ხანია ჩვენთვის არავის მოუყენებია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავტოვეთ დარბაზი, შეურაცხყოფას პირდაპირ ვიღებთ ჩვენს თავზე. გული გვტკივა, ეს არის საქართველოს სირცხვილი და ეს დემარშიც ვერანაირი შეღავათია ჩვენთვის~
`. . .ყველანაირად ფეხქვეშ ვეგებით რუსეთს, რომ მან შეინარჩუნოს დღეს არსებული საქართველოს ხელისუფლება. ეს კი პრაქტიკულად საკუთარი სკამის შენარჩუნებაა და სხვა არაფერი~.
Gგეორგია. საპარლამენტო ფრაქცია `სახალხო~ თავის ოფისში გამართა ბრიფინგი, რომელიც შეეხებოდა რუსეთის დუმის თავმჯდომარის გენადი სელეზნიოვის ვიზიტს საქართველოს პარლამენტში. ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა გიორგაძემ ეს ვიზიტიც და დუმის თავმჯდომარის გამოსვლაც, პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს ეროვნულ სირცხვილად მიიღო და პარლამენტარებიც პატივაყრილებად მოიხსენია. `დღეს ჩვენ მოვისმინეთ ის რასაც რუსული პოლიტიკა ჰქვია და რაც არის ძირითადი კრედო რუსული პოლიტიკისა. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ამას ამბობდა საპარლამენტო ხელმძღვანელი, ადამიანი, რომელიც ეკუთვნის დღეს არსებული ხელისუფლების ოპოზიციას, ნათელი ხდება, რომ ეს არის მთლიანად რუსეთის პოლიტიკური სპექტრის აზრი~.
მამუკა გიორგაძის აზრით, რუსეთი დაუფარავად თვლის საქართველოს არა სუვერენულ სახელმწიფოდ, არამედ თავის გუბერნიად, `თავისი~ კავკასიის შემადგენელ ნაწილად. ამიტომაც თვლის ფრაქციის თავმჯდომარე, რომ სავაჭრო გახდა მეგობრული ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხი რუსეთის მხრიდან იქამდე, ვიდრე მათი სამხედრო ბაზები 25 წლით არ დაკანონდება ჩვენს მიწაზე, ამიტომაც, მისი ვიზიტის დროს არ დადგა აფხაზეთის დაბრუნების საკითხი.
`მსგავსი შეურაცხყოფა, ასე პირდაპირ კარგა ხანია არავის მოუყენებია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავტოვეთ დარბაზი, შეურაცხყოფას პირდაპირ ვიღებთ ჩვენს თავზე. გული გვტკივა ეს არის საქართვე-ლოს სირცხვილი და ეს დემარშიც ვერავითარი შეღავათია ჩვენთვის~… შემდეგ მამუკა გიორგაძემ განაგრძო, რომ ხელისუფლება თავისი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ყველაფერზე მიდის. `სწორედ ამიტომ ყოველნაირად ფეხქვეშ ვეგებით რუსეთს, რომ მან შეინარჩუნოს დღეს არსებული საქართველოს ხელისუფლება. ეს კი პრაქტიკულად საკუთარი სკამის შენარჩუნებაა და მეტი არაფერი~. ამასთან დაკავშირებით თავმჯდომარემ მთელი ფრაქციის სახელით მტკიცე პროტესტი განაცხადა, `ჩვენი უბედურებაა ის, რომ ვეძებთ ორ რუსეთს, სამ რუსეთს, ათ რუსეთს, საბოლოო ჯამში კი ის მივიღეთ, რომ დღეს სელეზნიოვმა რამოდენიმე საქართველო აღმოაჩინა, აღმოაჩინა ანტირუსული საქართველო, აღმოაჩინა, რომ რუსულენოვანი მოსახლეობა იჩაგრება საქართველოში. არ არსებობს საქართველოში ძალა, როგორი ულტრამემარჯვენეც არ უნდა იყოს, ან რეაქციული შეხედულებების, რომ ფაშიზმში ან შოვინიზმში გადადიოდეს. სამწუხარო კი ის არის, რომ ჩვენი მთავრობა, მზად არის ეს შეურაცხყოფა მიიღოს, ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნოს~. მამუკა გიორგაძემ მოუწოდა ყველა პოლიტიკოსს თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პრესას, რომ ყველამ გულდასმით განიხილოს ბატონი სელეზნიოვის მიერ წამოყენებული დოკუმენტი. `ახლა მაინც ვიმუშაოთ იმისათვის, რომ განვსაზღვროთ ჩვენი ინტერესები, საქართველოს ინტერესები, მისი მომავალი ვითარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივი-ღებთ ისეთ საქართველოს, როგორიც სურს რუსეთს და ეს გეგმა დამალული არ არის, ეს თუნდაც სელეზნიოვის გამოსვლაში ითქვა~.
შემდეგ შეკრებილ ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა პარლამენტის ვიცე სპიკერმა გიორგი კობახიძემ.
`აქამდე, შეჩვეული ვიყავით უფროსი ძმის პოზიციას და მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ეს ურთიერთობა გადავიდა მამა-შვილურში~, _ განაცხადა გიორგი კობახიძემ. იგი თვლის, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ მკვეთრად გამოხატული პოზიცია აქვს და სელეზნიოვიც რუსული პოლიტიკის გამტარებელია, სხვაგვარად იგი დუმის სათავეში ვერ მოვიდოდა. `მას ჰქონდა გარანტია იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში არ აღმოჩნდებოდა ერთი შეურაცხყოფილი ადამიანიც კი, რომელიც ამაზე პასუხს გასცემდა~. ჩვენც იმიტომ დავტოვეთ დარბაზი, რომ არ მოგვცეს უფლება მისი გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოვსულიყავით~.
რუსეთთან დაკავშირებით ფრაქცია `სახალხო~-ს პოზიცია სრულიად გარკვეულია, რუსეთთან უნდა ვისაუბროთ როგორც ოკუპანტთან და არა როგორც მეგობართან. უნდა შეფასდეს ყველაფერი, რაც მოხდა საქართველოში და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი~, _ დასძინა გიორგი კობახიძემ.
ჟურნალისტი ეკა გაგუა.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress