25 წელი გახდება, რაც ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავჯდომარე გია ჭანტურია მოკლეს და აღმაშფოთებელი ფაქტია, რომ ძალიან მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები დღემდე არ არსებობს, დღემდე არ ვიცით რატომ, რა პროცესების ეშინოდათ საქართველოს მტრებს და რა მიზნებს ემსახურებოდა მისი მკვლელობა, რა მოვლენებს შეუწყო და რა მოვლენების განვითარებას შეუშალა ხელი მისმა მკვლელობამ. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი ისევე, როგორც [...]
Archive for April 1st, 2020
ფსიქოლოგიის განვითარების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ბესიკ ბოგველი – გია ჭანტურიას მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვს
რატომ არის საქართველოს საზღვრის მიმდებარე მიწები გაყიდული კერძო პირებზე და რატომ შემცირდა 25 კილომეტრიდან 500 მეტრამდე საზღვრის პერიმეტრზე მიწაზე არსებული საგანგებო რეჟიმი
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ შესაბამის კანონში შედის ცვლილება, რის თანახმადაც ეკლესია-მონასტრებს ზოგ ადგილას
სახალხო პარტია
✅ პარტიის ლიდერი ივანე (მამუკა) გიორგაძე ✅ პარტიის საბჭო: გოგი ლორთქიფანიძე, ზაზა მგალობლიშვილი, ბათუ ჭუმბურიძე, შალვა ჩხაიძე, ზაზა პატარიძე, ბესიკ ბოგველი, ირაკლი მერებაშვილი, ჯემალ გუნდიშვილი, თემურ გაგუა, თემური კუპატაძე
მძიმე წუთებმა უნდა გაგვაერთიანოს
ადამიანის, ერის, სახელმწიფოს ცხოვრებაში მომხდარი ნებისმიერი კონკრეტული შემთხვევა თუ განსაკუთრებული მოვლენა და მათზე რეაგირება ნათელ წარმოდგენას ქმნის ამ სუბიექტის რეალური მდგომარეობის შესახებ. გამოწვევებზე პასუხი სრულად ასახავს მის შესაძლებლობებს, სურვილებს და მისწრაფებებს. არა ლამაზ ან „სწორ“ ფრაზეოლოგიაში, არამედ მის საფარქვეშ მიმდინარე ქმედებებში იკვეთება სახელმწიფო, პირადი თუ ჯგუფური ინტერესები. დღევანდელ ეტაპზე გლობალურ მოვლენად და მსოფლიო გამოწვევად იქცა [...]
ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა წმინდა სინოდის სხდომის მეორე დღეს!
საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვათა ჩამონათვალი იგივეა, რაც ამ მდგომარეობის გამოცხადებამდე იყო განხორციელებული, გარდა ერთისა – დახურულ სივრცეში აიკრძალა 10 -ზე მეტი ადამიანის შეკრება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რადგანაც საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა გაუძლო გარკვეული ძალების მხრიდან მომდინარე შეტევას და არ შეცვალა საუკუნეების განმავლობაში მღვდელმსახურების დამკვიდრებული წესი (უფრო რთული ეპიდემიების დროსაც არ შეუცვლია), ხელისუფლებამ კანონით აუკრძალა მორწმუნეებს [...]
კორონავირუსმა მარნეულში, წლების განმავლობაში მიჩქმალული, პოლიტიკური პრობლემები გააქტიურა.
❗️სახალხო პარტია შეშფოთებას გამოთქვამს მარნეულში, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ გამოხატულ აგრესიულ პრეტენზიებზე. ✅ შევეხებით პრეტენზიების იმ ნაწილს, რომელიც ეხება მათი მხრიდან სახელმწიფო ენის არცოდნას. „სახალხო პარტიის“, ერთ-ერთი პროგრამული დებულებაა: „ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე” და წლების განმავლობაში, ჩვენი არაქართული მოსახლეობისთვის (დიასპორებისთვის) ითხოვს ჩვენს საერთო სახელმწიფოში მათი უფლებებისა და ვალდებულებების მკაფიოდ ჩამოყალიბებასადა რეალიზაციას.
სახალხო პარტიის პოზიცია მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით
სახალხო პარტიის პოზიცია მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ✅ჩვენთვის ყოვლად გაუგებარია, ერთიანი საერო ამოცანის – ,,დარჩი სახლში” მოწოდების მიღმა, რატომაა უსაფრთხო, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა. ✅უფრო მეტიც, ზოგ პროექტზე მუშაობა, საერთოდ ამოვარდნილია საგანგებო მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის შესაბამისი მორალიდან. ✅დღეს, საერთო ამოცანა უნდა აერთიანებდეს ყველას. სახელმწიფოს ვალდებულებაა თითოეული მოქალაქის ბედსა და ყოფაზე ზრუნვა და ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
გამოწვევა – სასურსათო უსაფრთხოება
სახელმწიფოს მდგრადობის და მოსახლეობის კეთილდღეობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის უსაფრთხოება, რომლის არსიც დეტალურად უნდა იყოს გაწერილი – განმარტავდეს ინტერესებს, აყალიბებდეს ხედვას, განსაზღვრავდეს საფრთხეებს და ამ საფრთხეების რანგირებას, ადგენდეს უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებებსა და პრიორიტეტებს. სამწუხაროდ, კორონაისტერიამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ წარმოაჩინა პრობლემები სახელმწიფო უსაფრთხოებაში, მათ შორის მისი ერთ-ერთი მთავარი მდგენელის – სასურსათო უსაფრთხოების კუთხით,
ნაკლები ხარჯით მეტი პიარი
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე რთული საბჭოური აზროვნების შეცვლა აღმოჩნდა. ეს განსაუთრებით კრიზისულ სიტუაციებში იჩენს თავს. საქართველოს ყველა ხელისუფლებამ თავისი ქმედებებით აჩვენა, რომ ისინი „ხალხზე ზრუნვის“ ლამაზი რიტორიკის მიღმა, ნახევარ ნაბიჯების გადადგმასა და პოპულისტურ მიდგომებს ვერ გასცდა. ამის კიდევ ერთი გამოვლინებაა მთავრობის გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადის დაფინანსებასთან დაკავშირებით - ვინც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე [...]