დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე რთული საბჭოური აზროვნების შეცვლა აღმოჩნდა. ეს განსაუთრებით კრიზისულ სიტუაციებში იჩენს თავს. საქართველოს ყველა ხელისუფლებამ თავისი ქმედებებით აჩვენა, რომ ისინი „ხალხზე ზრუნვის“ ლამაზი რიტორიკის მიღმა, ნახევარ ნაბიჯების გადადგმასა და პოპულისტურ მიდგომებს ვერ გასცდა. ამის კიდევ ერთი გამოვლინებაა მთავრობის გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადის დაფინანსებასთან დაკავშირებით – ვინც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე [...]