gerbebi_Page_6

სიტყვას ვაძლევთ ამომრჩეველს, პარტიის ყველა დეპუტატი იქნება მათი მეგობარი საკრებულოში

  • 11 ივნისი NEWS.GE

სახალხო პარტია საარჩევნო კამპანიის საფინალო ეტაპის წინ მიმართავს ყველა ამომრჩეველს და მოუწოდებს თითოეულ მათგანს, ყურადღებით გადაავლონ თვალი, პარტიის  განვლილ პოლიტიკურ გზას. ვრცლად »

SONY DSC

“მაპს რომ არ გვაძლევენ, ჩვენი ბარალია”

ზაქარეიშვილი რუსულ ინტერესებს ატარებს
შორენა კოწოწაშვილი   “ახალი თაობა” 04.06.2014
რამდენად სწორი დამოკიდებულება აქვს დღევანდელ რეალობაში კოალიციურ ხელისუფლებას აფხაზეთში განვითარებული მოვლენების მიმართ, როგორ აღიქმება დასავლეთში მარგველაშვილ-ღარიბაშვილის დაპირისპირება, დახმარების მოლოდინის პირობებში მყოფი ღარიბაშვილის მთავრობის მიერ 200 ათასიანი ჯიპების შეძენა და კოლოსალური პრემიები? _ ამ საკითხების ირგვლივ “აზალი თაობა” გთავაზობთ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძეს ესაუბრა.
_ ბატონო მამუკა, რატომ მაინცდამაინც ამ ეტაპზე დაიწყო აფხაზეთში გამოსვლები, რომელიც ალექსანდრე ანქვაბის გადადგომით დასრულდა? ვრცლად »

gerbebi_Page_6

ახალი შემოტევა აფხაზეთში

მოსაზრება   (09.06.2014)    რეზონანსი

ნოდარ ნათაძე         მამუკა გიორგაძე                 პაატა კოღუაშვილი

ორიოდე კვირის წინ ევროპის ყველაზე პოპულარულმა არხმა – “ევრონიუსმა” – აფხაზეთში დაწყებული პოლიტიკური აქტივობის კონტექსტში გააჟღერა ცნობა, რომ აფხაზეთი, რომელიც “1925 წლამდე საბჭოთა კავშირში შედიოდა, როგორც ცალკე რესპუბლიკა”, 1925 წელს საქართველოში შევიდა ავტონომიის სახით. მაყურებელს არ მიეწოდა პარალელურად ის ინფორმაცია, რომ აფხაზეთი, როგორც ტერიტორია, ყოველთვის იყო საქართველოს ნაწილი კოლხეთის სამეფოს ეპოქიდან დღემდე, ხოლო 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობიდან 1925 წლამდე, მას რუსეთი ისე განკარგავდა, რომ არაფერს ეკითხებოდა არც აფხაზებს (აფსუებს), მოსახლეობის 17%-ს, არც ქართველებს (მოსახლეობის 40%-ს), და არც ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ რომელსამე სხვა მოდგმასა და ჯილაგს, რომლებიც ჯერ თურქებმა შემოიყვანეს საქართველოს პირველი რუსული ანექსიიდან 1850-იან წლებამდე, ხოლო შემდეგ რუსებმა. ამგვარად, მსოფლიო მაყურებელი დღეს მომზადებულია, რომ ამ უახლოეს დღეებსა და თვეებში მოსალოდნელი მცდელობები: ვრცლად »

gerbebi_Page_6

„სახალხო პარტია” შეშფოთებას გამოხატავს „პრეზიდენტის ადმინისტრაციის უუნარობის გამო“

  • 09 ივნისი 14:00  news.ge

“სახალხო პარტია” 6 ივნისს ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადასხმის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე განცხადებას აქვეყნებს.

„სახალხო პარტიაში” მიიჩნევენ, რომ ამ ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძებას საფრანგეთში აუცილებლად უნდა დასწრებოდა გიორგი მარგველაშვილი.

“6 ივნისს მთელმა მსოფლიომ აღნიშნა ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადასხმის და შესაბამისად, მეორე მსოფლიო ომში მეორე ფრონტის გახსნით ევროპის ფაშიზმისგან განთავისუფლების დღე. ვრცლად »

gerbebi_Page_6

“სახალხო პარტია” საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • 07 ივნისი 13:07  news.ge

„მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ მუდმივად, ყოველდღიურად უნდა იაქტიუროს აფხაზეთთან მიმართებაში, იგი აცხადებს, რომ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ამ ეტაპზე მხოლოდ აკვირდება. ბუნებრივია ასეთი პოზიციის მქონე ქვეყანს “მაპს” არავინ მიანიჭებს. სახალხო პარტია გამოთქვამს ეჭვს, რომ ეს ქმედებები შეგნებულად თუ შეუგნებლად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ხდება“,-ამის შესახებ „სახალხო პარტიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. ვრცლად »

gerbebi_Page_6

“სახალხო პარტია” საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

13:36 07-06-2014              interpressnews.ge

“სახალხო პარტია” საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხზე და ხელისუფლების ქმედებებზე განცხადებას ავრცელებს. “როგორც მოგეხსენებათ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ, ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყნის ხელმძღვანელობამ და მრავალმა ავტორიტეტულმა პოლიტიკოსმა, განსაკუთრებით აშშ-დან განაცხადა ნატო-ს მორიგ სამიტზე საქართველოსთვის MAP -ის მინიჭების შესახებ.  ვრცლად »

gogi

“სახალხო პარტია” მდინარე მტკვრის კონტროლის სპეციალური სამსახურის შექმნას ითხოვს

interpressnews.ge     04-06-2014

“სახალხო პარტიის” თბილისის საკრებულოს საარჩევნო სიის პირველი ნომერი, გოგი ლორთქიფანიძე მდინარე მტკვრის კონტროლის სპეციალური სამსახურის შექმნას ითხოვს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” “სახალხო პარტიიდან” აცნობეს, ახლად არჩეულმა თბილისის საკრებულომ სასწრაფო წესით უნდა უზრუნველყოს რამდენიმე საკითხის გადაჭრა, რომელთა ერთობლიობა დედაქალაქის მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს პრობლემებს უქმნის და ასევე, ხელს უშლის ქალაქის ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას.  ვრცლად »

gogi

გოგი ლორთქიფანიძე: ახლადარჩეულმა თბილისის საკრებულომ სასწრაფო წესით უნდა უზრუნველყოს რამდენიმე საკითხის გადაჭრა

  • 04 ივნისი 12:39  news.ge

“სახალხო პარტიის” თბილისის საკრებულოს საარჩევნო სიის პირველი ნომრის გოგი ლორთქიფანიძის განცხადებით, ახლადარჩეულმა თბილისის საკრებულომ სასწრაფო წესით უნდა უზრუნველყოს რამდენიმე საკითხის გადაჭრა, რომელთა ერთობლიობა დედაქალაქის მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს უქმნის პრობლემებს და ასევე ხელს უშლის ქალაქის ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას. ვრცლად »

favicon

ავთანდილ იმნაძე: ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობის უბნების და ძეგლების მოვლა-პატრონობის კუთხით თბილისში სავალალო მდგომარეობაა

  • 02 ივნისი 11:24  news.ge

“სახალხო პარტიის” თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დიდი დიღმის საარჩევნო ოლქიდან, ავთანდილ იმნაძის განცხადებით, ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობის უბნების და ძეგლების მოვლა-პატრონობის კუთხით თბილისში სავალალო მდგომარეობაა.

„მიმაჩნია, რომ ახალი მოწვევის თბილისის საკრებულოს ინიციატივით უნდა შეიქმნას წარმომადგენლობითი სპეციალური კომისია, ქალაქის ხელისუფლების, პროფესიონალების და საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელმაც უნდა განსაზღვროს თბილისში ისტორიულ-რელიგიური მნიშვნელობის ზონები. მოახდინოს მათი იდენტიფიცირება, რათა მოხდეს პასპორტიზაცია და შემუშავდეს ამ ზონების განვითარების კონცეფცია”, – აცხადებს ავთანდილ იმნაძე.

 

favicon

“სახალხო პარტია” პარტიების დაფინანსების პრინციპს აკრიტიკებს

interpressnews.ge     18:27 03-06-2014

“სახალხო პარტია” “სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის” პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი 2013 წლის სახელფასო დეკლარაციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრინციპი, რომლითაც პარტიები ფინანსდებიან, მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ვრცლად »

Powered by WordPress