“სახალხო პარტია” მდინარე მტკვრის კონტროლის სპეციალური სამსახურის შექმნას ითხოვს

gogi

interpressnews.ge     04-06-2014

“სახალხო პარტიის” თბილისის საკრებულოს საარჩევნო სიის პირველი ნომერი, გოგი ლორთქიფანიძე მდინარე მტკვრის კონტროლის სპეციალური სამსახურის შექმნას ითხოვს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” “სახალხო პარტიიდან” აცნობეს, ახლად არჩეულმა თბილისის საკრებულომ სასწრაფო წესით უნდა უზრუნველყოს რამდენიმე საკითხის გადაჭრა, რომელთა ერთობლიობა დედაქალაქის მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს პრობლემებს უქმნის და ასევე, ხელს უშლის ქალაქის ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას. 
“მათ შორის ერთ-ერთი პირველი რიგის ამოცანა იქნება მდინარე მტკვრის კონტროლის სპეციალური სამსახურის შექმნა, რომლის საზრუნავი დედაქალაქის მთავარი წყლის არტერიის მოვლა-პატრონობა იქნება. ასევე, მეტად საშური საქმეა ქალაქში ე.წ. ტაქსაობის საკითხის დარეგულირება, რისთვისაც შემოღებული უნდა იქნეს ტაქსისტის უფასო ჟეტონი. ხოლო დედაქალაქში ძველი, ამორტიზირებული ლიფტების პრობლემის მოგვარების და მათი უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად თბილისის ლიფტების საქალაქო სამსახური უნდა აღდგეს”, – აცხადებს გოგი ლორთქიფანიძე.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress