“სახალხო პარტია” პარტიების დაფინანსების პრინციპს აკრიტიკებს

favicon

interpressnews.ge     18:27 03-06-2014

“სახალხო პარტია” “სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის” პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი 2013 წლის სახელფასო დეკლარაციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრინციპი, რომლითაც პარტიები ფინანსდებიან, მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
“ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პოლიტიკური სისტემის განვითარებისათვის და კანონის შესაბამისად ახდენდეს პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსებას, მაგრამ თვითონ პრინციპი, რის მიხედვითაც დღეს ფინანსდებიან პარტიები, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მათმა უმრავლესობამ ეს პრივილეგია დაუმსახურებლად და, რაც მთავარია, სხვისი პოლიტიკური ინტერესების მომსახურებაში, რომელიც ქვეყნის საზიანოდ იყო მიმართული და არა საკუთარი შრომის და ბრძოლის ფასად მოიპოვა.
ჩვენ არ ვეხებით თანხების ოდენობას, მაგრამ როდესაც სახელმწიფოს ანუ ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოყოფილი თანხები პირდაპირ პარტიული ფუნქციონერების ხელფასების და მივლინებების ხარჯებს ხმარდება და ამ თანხებით უზრუნველყოფილი პარტიების ლიდერები საქართველოს სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებების ლობირებაში შეიმჩნევიან, არ შეიძლება არ დაისვას სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მანკიერი ფორმის შეცვლის აუცილებლობის საკითხი, რათა ამ დაფინანსების მიღება შეეძლოს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარ და კონკურენტუნარიან ბრძოლაში”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
მათი აზრით, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ამ ლიდერების საქმიანობა და აიძულონ პოლიტიკოსები შექმნან ქვეყანაში ჯანსაღი, სახელმწიფოს განვითარებისკენ მიმართული პოლიტიკური ინფრასტრუქტურა.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress