“პრინციპი, რის მიხედვითაც დღეს პარტიები ფინანსდებიან აბსოლუტურად მიუღებელია”

gerbebi_Page_6
  • 03 ივნისი 18:11  news.ge

სახალხო პარტია ეხმიანება დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, “სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის” პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი 2013 წლის სახელფასო დეკლარაციების შესახებ.

“ჩვენ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პოლიტიკური სისტემის განვითარებისათვის და კანონის შესაბამისად ახდენდეს პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსებას, მაგრამ თვითონ პრინციპი, რის მიხედვითაც დღეს ფინანსდებიან პარტიები აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. მათმა უმრავლესობამ ეს პრივილეგია დაუმსახურებლად და რაც მთავარია სხვისი პოლიტიკური ინტერესების მომსახურებაში, რომელიც ქვეყნის საზიანოდ იყო მიმართული და არა საკუთარი შრომის და ბრძოლის ფასად მოიპოვეს.

ჩვენ არ ვეხებით თანხების ოდენობას, მაგრამ როდესაც სახელმწიფოს ანუ ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოყოფილი თანხები პირდაპირ პარტიული ფუნქციონერების ხელფასების და მივლინებების ხარჯებს ხმარდება და ამ თანხებით უზრუნველყოფილი პარტიების ლიდერები საქართველოს სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებების ლობირებაში შეიმჩნევიან, არ შეიძლება არ დაისვას სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მანკიერი ფორმის შეცვლის აუცილებლობის საკითხი, რათა ამ დაფინანსების მიღება შეეძლოს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარ და კონკურენტუნარიან ბრძოლაში.

ამასთან საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ამ ლიდერების საქმიანობა და აიძულონ პოლიტიკოსები შექმნან ქვეყანაში ჯანსაღი, სახელმწიფოს განვითარებისკენ მიმართული პოლიტიკური ინფრასტრუქტურა.” – ნათქვამია განცხადებაში.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress