გოგი ლორთქიფანიძე – “სახალხო პარტიის” საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე ზეწოლა გახშირდა

gogi

interpressnews.ge            12:24 31-05-2014

“სახალხო პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, გოგი ლორთქიფანიძის განცხადებით, უკანასკნელ დღეებში ქვეყნის მასშტაბით , სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისა და მათ შორის, “სახალხო პარტიის” საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე ზეწოლა გახშირდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “სახალხო პარტიიდან” აცნობეს.
გოგი ლორთქიფანიძის მოსაზრებით, ზეწოლა ძალოვანი სტრუქტურების, “ოცნების” საპარლამენტო დეპუტაციისა და აქტივისტების მხრიდან მომდინარეობს, რათა მათ დაწერონ განცხადება და უარი თქვან არჩევნებში შემდგომ მონაწილეობაზე, რაც ავტომატურად იწვევს ამა თუ იმ საარჩევნო ოლქში პარტიული სიის გაუქმებას.
“სიის გაუქმების შემთხვევაში კი ეს პარტიები ვეღარ მიიღებენ იმ კონკრეტულ ოლქებში არჩევნებში მონაწილეობას. ეს კი ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები არ ტარდება დემოკრატიულ გარემოში და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მანკიერი პოლიტიკური სისტემა არ შეცვლილა და ახალი ხელისუფალი კატასტროფული სისწრაფით ემსგავსება ძველს, ქვეყნისთვის საზიანო საქმეების კეთებაში. ჩვენდა სამწუხაროდ, ხელისუფლების ასეთი ქმედებები მიმართულია ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვისკენ და არჩევნების ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ”, – აღნიშნა გოგი ლორთქიფანიძემ.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress