ავთანდილ იმნაძე: ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობის უბნების და ძეგლების მოვლა-პატრონობის კუთხით თბილისში სავალალო მდგომარეობაა

favicon
  • 02 ივნისი 11:24  news.ge

“სახალხო პარტიის” თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დიდი დიღმის საარჩევნო ოლქიდან, ავთანდილ იმნაძის განცხადებით, ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობის უბნების და ძეგლების მოვლა-პატრონობის კუთხით თბილისში სავალალო მდგომარეობაა.

„მიმაჩნია, რომ ახალი მოწვევის თბილისის საკრებულოს ინიციატივით უნდა შეიქმნას წარმომადგენლობითი სპეციალური კომისია, ქალაქის ხელისუფლების, პროფესიონალების და საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელმაც უნდა განსაზღვროს თბილისში ისტორიულ-რელიგიური მნიშვნელობის ზონები. მოახდინოს მათი იდენტიფიცირება, რათა მოხდეს პასპორტიზაცია და შემუშავდეს ამ ზონების განვითარების კონცეფცია”, – აცხადებს ავთანდილ იმნაძე.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress