- 04 ივნისი 12:39 news.ge
“სახალხო პარტიის” თბილისის საკრებულოს საარჩევნო სიის პირველი ნომრის გოგი ლორთქიფანიძის განცხადებით, ახლადარჩეულმა თბილისის საკრებულომ სასწრაფო წესით უნდა უზრუნველყოს რამდენიმე საკითხის გადაჭრა, რომელთა ერთობლიობა დედაქალაქის მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს უქმნის პრობლემებს და ასევე ხელს უშლის ქალაქის ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას.
” მათ შორის ერთ-ერთი პირველი რიგის ამოცანა იქნება მტკვრის კონტროლის სპეციალური სამსახურის შექმნა, რომლის საზრუნავი იქნება დედაქალაქის მთავარი წყლის არტერიის მოვლა-პატრონობა.
ასევე მეტად საშური საქმეა ქალაქში ე.წ. “ტაქსაობის” საკითხის დარეგულირება, რისთვისაც შემოღებული უნდა იქნეს ტაქსისტის უფასო ჟეტონი.
ხოლო დედაქალაქში ძველი, ამორტიზირებული ლიფტების პრობლემის მოგვარების და მათი უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად უნდა აღდგეს თბილისის ლიფტების საქალაქო სამსახური” – აცხადებს გოგი ლორთქიფანიძე