- 11 ივნისი NEWS.GE
სახალხო პარტია საარჩევნო კამპანიის საფინალო ეტაპის წინ მიმართავს ყველა ამომრჩეველს და მოუწოდებს თითოეულ მათგანს, ყურადღებით გადაავლონ თვალი, პარტიის განვლილ პოლიტიკურ გზას.
“გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს საპროგრამო თეზისებს – მიიღოთ გადაწყვეტილება სახალხო პარტიის სასარგებლოდ და შემოხაზოთ ყველა საარჩევნო ბიულეტენში N26”
ჩვენ არ ვაპირებთ ფუჭი და ილუზორული დაპირებებით ამომრჩევლთა მოტყუებას.
ჩვენ სიტყვას ვაძლევთ ყველა ამომრჩეველს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ყველა თვითთმართველ სუბიექტში შეიქმნას ისეთი საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზა, რომელიც შემდგომ ავტომატურ რეჟიმში აიძულებს აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაჭრას ყველა მოქალაქისთვის საჭირბოროტო სოციალური თუ ეკონომიკური საკითხები.
ჩვენ სიტყვას ვაძლევთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ სახალხო პარტიის ყველა დეპუტატი იქნება თითოეული მათგანის მეგობარი საკრებულოში და ყველაფერს გააკეთებს მათი დავალებების შესასრულებლად.” – აცხადებენ სახალხო პარტიაში.