gerbebi_Page_6

თინა ხიდაშელის BBC -ის გადაცემაში მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით

“რესპუბლიკურ პარტიად” წოდებული ანტიქართული სულისკვეთების სექტა თავდაუზოგავად აგრძელებს რუსული გეგმის _ აფხაზეთისა და  ცხინვალის  რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობის _ რეალიზებას სხვადასხვა “არგუმენტაციისა” და “საბაბის” მოშველიებით.

მორიგი მცდელობა თინა ხიდაშელის BBC – თვის მიცემული ინტერვიუა. როგორც ქალბატონმა მინისტრმა განაცხადა, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქვეყანა გერმანიის მსგავსად მოიქცევა.  ნაწილი გაწევრიანდება ალიანსში, ნაწილი-აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კი დარჩება ოკუპაციის ქვეშ და საქართველოს მთავრობის პოლიტიკა იქნება სტრატეგიული მოთმინება. ვრცლად »

gerbebi_Page_6

პოლიტპატიმრები ხელისუფლებისგან იდევნებიან

პოლიტპატიმრები ხელისუფლებისგან იდევნებიან

„სახალხო პარტია“ მხარს უჭერს პოლიტპატიმართა სამართლიან მოთხოვნას

ჩვენ, პოლიტპატიმრები, ვადანაშაულებთ ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნასა და ჩვენი უფლებების პერმანენტულ დარღვევაში. ჩვენი საქმეების არგანხილვა და დაუსრულებელი გამოძიებები, უფლებას აძლევს ნებისმიერ პროვოკატორსა თუ ავანტურისტს,  პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულები მუდმივად მოგვიხსენიონ უარყოფით კონტექსტში. ეს ხდება მიზანმიმართულად, სწორედ რომ დღევანდელი ხელისუფლების მიერ. ვრცლად »

gerbebi_Page_6

,,სახალხო პარტიის” განცხადება

ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დადგა ფაქტის წინაშე, რომ არც ერთ სფეროში არ ჩატარებულა ის რეფორმები, რომელიც უზრუნველყოფდა  საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებას, ჯანსაღ კონკურეტულ გარემოს და ყველასათვის თანაბარ  საწყის პირობებს.

სოფლის მეურნეობაში, ჯანდაცვაში, საბანკო სფეროში, ენერგეტიკაში თუ სხვა დარგებში ყველასთვის დასანახად ცვლიან რა მხოლოდ ფასადურ მხარეს, ტოვებენ ბოლშევიკურ-საბჭოურ  მონოპოლისტურ გარემოს. მონოპოლისტური მდგომარეობა შექმნილი აქვთ სხვადასხვა კლანებისათვის, რომლებსაც ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებლობა გადაკისრებული აქვთ ხალხზე. ვრცლად »

rustavi 2

სახალხო პარტიის განცხადება

იმედგაცრუებისთვის განწირული საზოგადოება და ფსევდოკრიზისი

რამოდენიმე დღეა საინფორმაციო საშუალებების მიერ ფორსირებულად ხდება საზოგადოების მიზანმიმართული აჟიტირება რუსთავი 2-ის და მისი მფლობელის, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ სხვადასხვა საეჭვო სუბიექტის მიერ წაყენებული ქონებრივი პრეტენზიის გამო.

თავს ვალდებულად ვთვლით, ქართულ საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი მოსაზრება ამ ფსევდოპრობლემის შესახებ.

შეინიშნება ინტერესების კვეთა: პროცესიდან გამომდინარე, ამ საქმიდან მოგებული, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, რჩება ხელისუფლებაც და ნაციონალური მოძრაობაც, ისევ საზოგადოების ხარჯზე.

ხელისუფლება გვევლინება თითქოსდა ნეიტრალურ დამკვირვებლად აფიშირებული სამართლიანობის აღდგენისათვის ბრძოლაში. ვრცლად »

gerbebi_Page_6

ოპერაცია “მავთულხლართები”-ს გამო

მოსაზრება (22.07.2015)
გაურკვეველი პროფლის მინისტრი ბ-ნი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც მშვიდად დასთანხმდა თავისი სამინისტროს დასახელებიდან სიტყვის “ინტეგრაცია” ამოღებას, რადგან ეს ცნება საქართველში რუსების ხელმძღვანელობით მოქმედი სეპარატისტებისათვის მიუღებელია, დღეს ეკრანიდან აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მავთულხლართების პერიოდული გადმოწევის პრაქტიკისათვის წინააღდეგობის გასაწევად საქართველოს იურიდიული საფუძველი არა აქვს. ვრცლად »

gerbebi_Page_6

სახალხო პარტიის განცხადება

ცივილიზებულ მსოფლიოში ყველა ქვეყნის მთავრობა მიისწრაფვის მაქსიმალურად  დაიცვას  როგორც მოსახლეობის, ასევე კერძო ბიზნესის ინტერესები და უზრუნველყოს ამ ინტერესთა შორის ოპტიმალური ბალანსი, რაც სახელმწიფოს მდგრადობის ერთ-ერთი უმთავრესი პარამეტრია. ხელისუფლება ვალდებულია წინასწარ განსაზღვროს მოსალოდნელი საფრთხეები და დასახოს მისი განეიტრალების მექანიზმები.

ცივილიზებული მსოფლიოსგან განსხვავებით საქართველოს ხელისუფლება კი თავის ენერგიას მხოლოდ იმაზე ხარჯავს, თუ როგორ გაამართლოს ხალხის ყვლეფა.  პირადი ინტერესების დაკმაყოფილებისთვის   არ  ერიდება დემაგოგიას, ხელოვნური კრიზისის დაპირისპირებისა და  დაძაბულობის ინსპირაციას. ვრცლად »

SONY DSC

ყველაზე საშიში პოლიტიკური მამათმავლობაა

შორენა კოწოწაშვილი  ”ახალი თაობა”  #159  10.07.2015       

რა ანტისახელმწიფოებრივი ნიშნებია სახალხო დამცველის განცხადებებში, იკვეთება თუ არა ხელისუფლების ნაბიჯებში ქვეყნის გაერთიანების ინტერესები, რატომ არის მთავარი თემა ქართული პოლიტიკისთვის ფაღარათი, კაცობა და რა ფული `გაიჭრება~ ბაქოში? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, დღეს ყველა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება-არდაკანონებაზე საუბროიბს და მთავარი თემა _ ტერიტორიული მთლიანობა, ჩრდილში მოექცა. ამ ფონზე პატრიარქის კომენტარი გავრცელდა, ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან, საქართველო გამთლიანებული არ ვნახოვო. იდგმევა ამ მხრივ პოზიტიური ნაბიჯები?
_ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაცულია მის საეკლესიო საზღვრებში. საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს ყველა ეკლესია, მათ შორის რუსეთის ეკლესია საქართველოს სრულ ტერიტორიაზე. ჩვენი ეკლესიის და მისი საჭეთმპყრობლის დამსახურებაა, რომ ჩვენი საეკლესიო საზღვრები ხელშეუხებელია, თუმცა მასზეც ბევრს უჭირავს თვალი, მაგრამ ამის ღიად გამოხატვას ვერ ბედავენ; მეორე _ საქართველოს ეკლესია გარდა, რელიგიური დაწესებულებისა, უხეშად რომ ვთქვათ, არის ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და გამაერთიანებელი ინსტიტუტი. ეკლესია ამ ფუნქციას ასრულებს მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მხრიდან არის შემოტევა; და მესამე _ უფლის მადლი, რომლის გარეშეც შეუძლებელია რაიმე საქმის კეთება. უფლის გარეშე არც ქართული სახელმწიფო ჩამოყალიბებულა და არც გაერთიანება მოხდება. სწორედ ამაზეა საუბარი. ღრმად ვარ დარწმენებული, პატრიარქის პატრიარქობის მრავალი ათეული წელი, მისი ღვაწლი და შრომა იმდენად დიდია, რომ იმედი უნდა ვიქონიოთ, უფალი ისე არ გაიყვანს მის უწმინდესობას ამ ქვეყნიდან, რომ მისი მთავარი ოცნება და საზრუბნავი არ იყოს რეალიზებული. ვრცლად »

giorgadze-1

როგორ იქცა ეკლესიისა და პატრიარქის ლანძღვა პროგრესულობის მაჩვენებლად და რატომ არის წარმატებული საზოგადოებრივი საქმიანობის გარანტი

2015-03-07    ”თბილისელები” 29.06.2015                                                                         
ნინო ხაჩიძე

– სიახლე არ არის ეკლესიის კრიტიკა, რაც უკვე დოგმების კრიტიკაშიც გადადის, შესაძლოა, 13 ივნისის სტიქიით გამოწვეული სტრესის გავლენით, უკვე პერმანენტული ხასიათი მიიღო ეკლესიისა და პატრიარქის პირდაპირმა ლანძღვამ, რაც განვითარებულობის მანიშნებლად იქცა. რა კავშირი აქვს ლანძღვას პროგრესთან?

–   პირდაპირი კავშირი აქვს იმ ადამიანების ტვინში, რომლებიც ამას გეგმავენ. ეკლესიის ლანძღვა ყოველთვის მოდაში იყო და  ეკლესიის ლანძღვა ყოველთვის მიიჩნეოდა წარმატებული საზოგადოებრივი საქმიანობის გარანტად, იმ უბრალო მიზეზით, რომ ეს ლანძღვა, ფაქტობრივად, არის გზავნილი გარკვეული წრეებისადმი, რომ მზად ვარ ანტიქართულ პროექტებში მივიღო მონაწილეობა. შესაბამისად, იქ, სადაც მივა ეს სიგნალი, მოინიშნავენ ამ ადამიანებს და შემდეგ ისინი ხდებიან წარმატებულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ვრცლად »

SONY DSC

ადამიანურად ქართველები მაგრები ვართ, მაგრამ სახელმწიფოს ვერ ვაშენებთ

რა დაგვანახა 13-14 ივნისის სტიქიამ
შორენა კოწოწაშვილი
ვისთან ცდება ბიძინა ივანიშვილი, რატომ არის მართალია ალასანია ივანიშვილთან, რა შეცდომებს უშვებს მთავრობა და რამ გამოკვეთა სახელმწიფოებრიობის პრობლემა? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, 13-14 ივნისის სტიქიამ საზოგადოების კონსოლიდაცია მოახდინა, თუმცა პოლიტიკურ კინკლაობებს ვერ ავცდით. რამდენად ადექვატურია ხელისუფლება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისას და საერთოდ, რას იტყვით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე?
_ პირველ რიგში, მინდა დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო. დიდი ტრაგედია დატრიალდა. ღმერთმა გაანათლოს დაღუპულთა სულები; მეორე – კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ადამიანურად ქართველები კარგი ხალხი ვართ, შეგვიძლია ერთმანეთი გვიყვარდეს, გაჭირვებაში გვერდით დავუდგეთ, გვაქვს დამოუკიდებელი ინიციატივის გამოჩენის შესაძლებლობა. გვაქვს ყოველგვარი პოტენციალი იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესად მოვაწყოთ; და მესამე _ სისტემური თვალსაზრისით სრული სახელმწიფოებრივი კრახი. ფაქტობრივად, მთავრობამა ვერ იმუშავა. ვერ მოხერხდა ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში ჩვენ დაგვენახა, რომ გვყავს მთავრობა, რომელსაც შეუძლია აგვარიდოს ან მინიმუმამდე დაიყვანოს ჩვენ წინაშე წარმოქმნილი პრობლემები, ანუ ის პრობლემები, რომელიც ჩვენ ხალხს ინდივიდუალურად არ შეგვიძლია მოვაგვაროთ. ვრცლად »

gerbebi_Page_6

,,სახალხო პარტიის“ განცხადება

საქართველოში გრძელდება ძეგლების აღება-აფეთქებების განუკითხავი ეპოქა.    ხელისუფლება  ძეგლების პოლიტიკური, კორპორატიული თუ პირადი მიზნებით აღებაზე  უფრო  ფიქრობს,   ვიდრე  ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემების  მოგვარებაზე.

მთელი საქართველო შეძრულია თბილისში დატრიალებულ ტრაგედიით,    ხელისუფლებამ მოსალოდნელი წყალდიდობით გამოწვეული  მსხვერპლის აცილების პრევენციული ღონისძიებების გატარების ნაცვლად, მოიცალა და   გადადგა მორიგი უგნური ნაბიჯი _ პარტიზანული მეთოდით  აიღო ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის,  ტერორისტული აქტის  დროს  ჩაცხრილული  გიორგი ჭანტურიას ძეგლი.  ვრცლად »

Powered by WordPress