ყველაზე საშიში პოლიტიკური მამათმავლობაა

SONY DSC

შორენა კოწოწაშვილი  ”ახალი თაობა”  #159  10.07.2015       

რა ანტისახელმწიფოებრივი ნიშნებია სახალხო დამცველის განცხადებებში, იკვეთება თუ არა ხელისუფლების ნაბიჯებში ქვეყნის გაერთიანების ინტერესები, რატომ არის მთავარი თემა ქართული პოლიტიკისთვის ფაღარათი, კაცობა და რა ფული `გაიჭრება~ ბაქოში? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, დღეს ყველა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება-არდაკანონებაზე საუბროიბს და მთავარი თემა _ ტერიტორიული მთლიანობა, ჩრდილში მოექცა. ამ ფონზე პატრიარქის კომენტარი გავრცელდა, ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან, საქართველო გამთლიანებული არ ვნახოვო. იდგმევა ამ მხრივ პოზიტიური ნაბიჯები?
_ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაცულია მის საეკლესიო საზღვრებში. საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს ყველა ეკლესია, მათ შორის რუსეთის ეკლესია საქართველოს სრულ ტერიტორიაზე. ჩვენი ეკლესიის და მისი საჭეთმპყრობლის დამსახურებაა, რომ ჩვენი საეკლესიო საზღვრები ხელშეუხებელია, თუმცა მასზეც ბევრს უჭირავს თვალი, მაგრამ ამის ღიად გამოხატვას ვერ ბედავენ; მეორე _ საქართველოს ეკლესია გარდა, რელიგიური დაწესებულებისა, უხეშად რომ ვთქვათ, არის ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და გამაერთიანებელი ინსტიტუტი. ეკლესია ამ ფუნქციას ასრულებს მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მხრიდან არის შემოტევა; და მესამე _ უფლის მადლი, რომლის გარეშეც შეუძლებელია რაიმე საქმის კეთება. უფლის გარეშე არც ქართული სახელმწიფო ჩამოყალიბებულა და არც გაერთიანება მოხდება. სწორედ ამაზეა საუბარი. ღრმად ვარ დარწმენებული, პატრიარქის პატრიარქობის მრავალი ათეული წელი, მისი ღვაწლი და შრომა იმდენად დიდია, რომ იმედი უნდა ვიქონიოთ, უფალი ისე არ გაიყვანს მის უწმინდესობას ამ ქვეყნიდან, რომ მისი მთავარი ოცნება და საზრუბნავი არ იყოს რეალიზებული.
_ თუმცა, ეს ვერ მიიღწევა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე, რომელიც რუსეთ-საქართველოს პირველი პირების დონეზე უნდა იქნეს მიღებული. შესწევს ამ ხელისუფლებას იმის უნარი, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას?
_ სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერაფრით გამოიჩინა ამ კუთხით თავი და ვერ გვაჩვენა, რომ ქმედუნარიანი ხელისუფლებაა არა მარტო პოლიტიკური კუთხით, არამედ თუნდაც ტექნიკური კუთხითაც. არანაირი პოლიტიკა, არანაირი იდეოლოგია არ ჭირდება იმას, რომ სამაშველო სამსახური გამართულად მუშაობდეს და რომ ერთი პატარა მდინარის ადიდებას, არ ეწირებოდეს 22 ადამიანი და ამხელა ზარალი არ იყოს. რა პოლიტიკაზეა საუბარი, როცა ხედავ, რომ სტიქია მძვინვარებს, საპატრულო პოლიციის ორ ეკიპაჟს შეეძლო თავში და ბოლოში გზა გადაეკეტა და გადაერჩინა ადამიანები. შენობის დემონტაჟის დროს 4 კაცი როგორ უნდა მოგვიკვდეს?! როცა ასეთ საკითხებს კი ვერ აგვარებს ხელისუფლება, წარმოუდგენელია დაარეგულიროს ურთიერთობა თუნდაც დასავლეთთან, რუსეთთან ან უბრალოდ, აჩვენოს, რომ ელემენტარულად ის მისაღები პარტნიორია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ კარგად ვიცით, როგორ აღმოჩნდა ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად. ჩვენი მხრიდან დანახული თამარ ბერუჩაშვილის იმიჯი ხომ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არ არის ეს ადამიანი საქართველოს პრობლემების მომგვარებელი. როცა მას ამერიკის, გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები ელაპარაკებიან, ბერუჩაშვილის თვალით რას ხედავენ? როდესაც გყავს მინისტრები, რომლებიც აცხადებენ, რომ პუტინი მტერი არ არის და ავითარებენ თეორიას, ადამიანი როგორ შეიძლება იყოს მტერი; მაშინ როდესაც მეორე წუთში მობრუნდება და რომელიღაც მის ოპონენტზე ობიექტურად თუ არაობიექტუირად, ამბობს, რომ მტერია და რომ მისი მოქმედება დამღუპველია. როდესაც პოლიტიკოსი იტყვის, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, რომ უბრალოდ, მან გააფართოვა თავისი გავლენის არეალი, Aაბა, ოკუპაცია მეტი რა არის?! როდესაც ჩვენ ამას თვითონ ვამბობთ, როდესაც ყოველდღიურად მივტირივართ, რუსეთთან ყოფნისას სოციალური პრობლემები ნაკლები გვქონდაო, ამით ჩვენ ხომ ვაღიარებთ, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ არის ჩვენთვის დღეს ღირებულება?! შესაბამისად, არ გვყავს ის ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს შეახსენებს, რომ ეს უმთავრესი ღირებულებაა და მოიქცევა ისე, რომ თავისუფლებით და დამოუკიდებლობით ვიამაყოთ ქართველმა ხალხმა.
_ რადგან პუტინი ახსენეთ, მისი სიტყვებია, მართლმადიდებელი რუსეთი და საქართველო არ დაუშვებს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასო. დღეს სწორედ ეს თემაა ცხარე კამათის მიზეზი…
_ აბსურდია პუტინის ეს ნათქვემები. არათუ პუტინის, არამედ საბჭოთა კავშირის დროს მამათმავლობა იყო დასჯადი ქმედება და მიუხედავად ამისა, იმ დროს ხელისუფლებაში ძალიან ბევრი მამათმავალი იყო. დასჯადი ქმედება იყო, მაგრამ ხელისუფლებაში იყვნენ. დღესაც ბევრია რუსეთის ხელისუფლებაში ასეთი ადამიანი. ეს დაფარული არ არის. რომელი მართლმადიდებლობის დამცველია პუტინი, რომელიც საკუთარ ეკლესიასაც არ აძლევს დამოუკიდებელი განვითარების საშუალებას. და საერთოდ, რუსული სახელმწიფორბრივი მართლმადიდებლობა ცოტა სულ სხა თემაა. დამისახელეთ რუსეთის, რომელიმე მეფე, რომელმაც მართლა განავრცო რუსეთი, რომ ის რუსეთის ეკლესიის მტერი არ ყოფილიყო. რა მართლმადიდებლურად ცხოვრობს რუსეთის მთავრობა?! მართლმადიდებლურ კანონებზეა ის აგებული? ამიტომ, ჩვენთან არასწორი სტერეოტიპებია დამკვიდრებული…
_ რას გულისხმობთ?
_ იმას, რომ რუსეთში ბევრი მორწმუნეა და, ბევრი ქართველის მსგავსად, მეც თბილისში, ალექსანდრე ნეველის ტაძარში ვარ გაზრდილი და მყავდა ღირსეული რუსი მოძღვრები. ჩემთვის არ არის უცხო რუსი მორწმუნე საზოგადოება. ერთია ერის ინტერესი და მეორე სახელმწიფოსა და ხელისუფლების ქმედება. ის ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვევა (მაგალითად, ქართველი და რუსი ხალხის ცხოვრება ათეისტურ სსრკ-ში). ერთმორწმუნეობა გახდა გარკვეული თემა პოლიტიკური მესიჯების საბაბად, რომ ამით ის წყლული, რაც რუსეთმა მოგვაყენა ამ 300 წლოვანი ისტორიის პერიოდში, ან თუნდაც დღეს თავისი ოკუპაციით, უნდა დაგვიამოს და თურმე, ჩვენთან ერთად დაიცავს ამ პრობლემას. ამიტომ, ეს განცხადებები, ეს ყოველივე რუსეთის იმიჯი ან პუტინი, რომელიც იმიჯს იქმნის _ ძლიერი მაჩო, ძლიერი ხელი, მართლმადიდებლობის დამცველი და ა.შ., ეს შიდა მომსახურებისთვის არის განკუთვნილი და იმ ქართველებისთვის, რომლებსაც თავის მოტყუება უნდათ.
_ კონსტიტუციაში საგანგებო ჩანაწერი აუცილებელია ოჯახის დეფინიციასთან დაკავშირებით?
_ ეს პრობლემა არ არის პოლიტიკური საკითხი და მხოლოდ ჩანაწერებით ამ პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ. ღირებულებათა სისტემა და რწმენა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არ შევაფასოთ ეს მოვლენა როგორც უდიდესი ცოდვა, როგორც მომაკვდინებელი ცოდვა და ჩვენგან, მორწმუნე ადამიანებისგან, ამ ცოდვის ჩვეულებრივ მოვლენად გამოცხადება, ეს არამარტო ერთი კონკრეტული მოვლენის შეფასებაა, არამედ აღმსარებლობის თავისუფლების საკითხი. პრობლემა უნდა მოგვარდეს მაღალი სულიერებით; იმით, რომ ეს თემა არ იყოს პოლიტიკურ ცხოვრებაში სპეკულაციების საგანი. Aამ პარლამენტში არის ძალან ბევრი დეპუტატი, რომელმაც ხელი არ მოკიდა ე.წ. ცისარტყელას დროშას, ამას როგორ ვიკადრებო და ამ დეპუტატს ხელი მოწერილი აქვს ე.წ. ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რომლითაც ამ დროშის დაჭერა არანაირად სამარცხვინო აღარ არის, ეს კანონიერი მოვლენა გახადეს მათ. აი, ასეთი აბსურდი უნდა მოისპოს. ერთის მხრივ, ტელევიზიიდან გვევაჟკაცებიან იმას, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა და ამ დროს, არავინ ხმას არ იღებს, როცა სახალხო დამცველი საუბრობს, გამარტივდეს სქესის გამოცვლა. ნებისმიერი მამკაცი ასე გამარტივებულად სქესს გამოიცვლის და მერე მოითხოვს როგორც ქალი და კაცი, ისე დაქორწინდნენ.
_ ზოგი ასე სვამს საკითხს _ ჰომოსექსუალური დასავლეთი თუ ოკუპანტი რუსეთი. აბა, რომელი გირჩევნიათ?!
_ ეს დილემა არ უნდა დადგეს. ერთ სიბრტყეზე დასაყენებული საკითხები არ არის. ორივე თემაზე შესაბამისი პასუხი უნდა გვქონდეს და ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ ისე, რომ არც ეს მომაკვდინებელი ცოდვები საქართველოში არ იყოს დამკვიდრებული და, არც ოკუპაციას შევეგუოთ.. აქვე მინდა აღვნიშნო, ეს ცოდვა დღეს არ დაწყებულა. პრობლემა რომ არ ყოფილიყო, ბიბლიაში ხომ არ იქნებოდა დაგმობილი. ეს საკაცობრიო პრობლემაა, რომელიც ადამიანს გაჩენის დღიდან შეუჩნდა. შესაბამისად, უნდა ვებრძოლოთ უფრო მეტი რელიგიურობით, ზნეობის, მორალის ნორმების ცხოვრებაში დამკვიდრებით. ისეთი კანონების შემოღებით, რომელიც ზუსტად ასახავს ქართული ცხოვრების წესს, ეროვნულ თვითმყოფადობას. იურიდიულ-სამართლებრივი საკითხების მიღმა უპირველეს ყოვლისა, უნდა შევხედოთ მორალურ საკითხებს. ცხოვრობს ქართული საზოგადოება იმ ღირებულებათა სისტემაში, რომელიც დაგვიცავს ჩვენ გლობალიზაციის დროს რათა არ დავკარგოთ თვითმყოფადობა.
_ ფიქრობთ, რომ ეს მეორეხარისხოვანი თემაა და ხერლისუფლება არა ამ თემაზე, არამედ უფრო პრიორიტეტულ თემებზე უნდა საუბრობდეს?
_ შთაბეჭდილება მრჩება, რომ გარკვეულ ჯგუფებს ამ თემის აქტუალიზაცია აწყობთ იმიტომ, რომ სხვა თემები გადაიფაროს. პრემირმა განაცხადა, რომ ოჯახი ყოფილა კაცის და ქალის თანაცხოვრება და თურმე, რა მაგარი პრემიერი გვყავს. Pპრემიერი მხოლოდ ამით არ ფასდება. ჯერ ერთი, ეს ჩანაწერი არსებობს კონსტიტუციაში და მეორე, ამ ამ ჩანაწერის ინციიატივა მრავალმა პარტიამ უკვე გამოიყენა. გახსოვთ, არჩევნების წინ პარტიებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს, ეს აისახოს კონსტიტუციაშიო. ასეთი მარტივი პოპულიზმი საჭირო არ არის. კეთილი ინებოს, გამოიჩინოს ეს თავისი ღირსებები და პასუხი მოსთხოვოს იმავე სახალხო დამცველს, რომელიც ანტიქართულ ქმედებებს და არაქართული ცხოვრების წესის პროპაგანდას ეწევა. პასუხი მოთხოვოს იმ ადამიანებს, რომლებიც გამოცემენ ათასგვარ ლიტერატურას, რომელიც ქართულ საზოგადოებას უბიძგებს სწორედ ამ სიბილწეებისკენ. პასუხი მოსთხოვოს იმ დეპუტატებს, რომლებიც ქილიკობენ ქართულ ეკლესიაზე. ღირებულებებზე. ყველაზე საშიშია პოლიტიკური მამათმავლობა.
_ პოლიტიკური მამათმავლობა ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელია?
_ კი, დამახასიათებელია პოლიტიკური პროსტიტუცია. ათასპარტია გამოცვლილი, სხვადასხვა დროშით მორბენალი, სხვადასხვა ხელისუფლების თუ კლანების მომსახურე ადამიანთა რაოდენობა პოლიტიკაში უნდა შეამციროს თუ არის პრემიერი, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოს. ასეთ მარტივ, ხალხის ამგდებ გადაწყვეტილებებზე საუბარი არ ღირს.
_ თქვენ პარლამენტის დეპუტაციის მიმართ კრიტიკა არ დაიშურეთ. ფაქტია, ძალიან ბევრი აცდენს სხდომებს. რატომ, ქვეყანა პატივს არ სცემენ?
_ ბევრია უვარგისი დეპუტატი. არ არიან ეს ხალხი პოლიტიკური ფიგურები. ესენი არიან ერთი ადამიანის მომსახურე ჯგუფი. როცა იმ პიროვნებას სჭირდება, მოემსახურებიან და საკუთარ კეთილდღეობას გარანტირებულს გახდიან. როცა ის არ ითხოვს, სხდომაზე არავინ მივა. გახსოვთ, როცა ივანიშვილმა ანტიდისკრიმინაციულ კანონზე მუშტი დაარტყა და თქვა, უნდა მიიღოთო, ყველა დაეწყო და მივიდა პარლამენტში. ეს ხალხი პარლამენტში ქართველ ხალხს არ შეუყვანია, ამიტომ არ აინტერესებთ მათ ხალხის აზრი. ეს ხალხი არ არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ამ ნიშნით შერჩეული. ამიტომ ნუ გვიკვირს, რომ არ დადიან პარლამენტში. ჩვენ არც პრეზიდენტი გვყავს ხალხის მიერ არჩეული და არც პარლამენტი. გვყავს მთავრობა, რომლისთვისაც ხალხის ნდობა არ გამოუცხადებია, ხოლო ვისაც გამოუცხადა, ივანიშვილი, ფორმალურად პოლიტიკიდან გასულია. აი, ეს სურათი გვაქვს.
_ არც ის უნდა გვიკვირდეს, რომ არმისვლის მიზეზად დეპუტატები ფაღარათზე საუბრობენ?
_ რას იტყვიან აბა. პოლიტიკური თემები არ იციან. რა უნდა თქვან? რომელიმე მათგანს კითხეთ, ჩამოაყალიბონ თუ შეძლებენ, 300 წლის განმავლობაში რუსეთის გამოკვეთილი ინტერესები საქართველოს მიმართ. თქვან, თითოეულმა მათგანმა, რას აკეთებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. არ მიუღიათ მათ სახელმწიფოებრივ საკითხებში მონაწილეობა. ესენი ცუდი ადამიანები არ არიან, მაგრამ ეს თემა არ იციან და რა ქნან. ზოგიერთმა გარკვეული სიტყვები ისწავლა და ლამაზ კონფუგურაციებს აწყობს. ყვარყვარე რომ ამბობს, ლამაზ ლაპარაკს ვისწავლიო, იგივე ხდება. ამათ ბუსუსუებიანი პრეზერვატივების თემა უფრო ადარდებთ, ვიდრე ის პრობლემები, რომელიც შეიძლება დაუდგეს ქვეყანას ფუნდამენტური ისლამის გამო. თუმცა თავისუფლად შეუძლიათ ილაპარაკონ, რა ფული შეიძლება `გაჭრან~ ბაქოში. რა შეიძლება გაიტანონ რუსეთში. ამას ღია სხდომაზე ხომ ვერ იტყვიან. შესაბამისად, ურჩევნიათ ფაღარათზე ილაპარაკონ და ბუსუსებიან ინსტრუმენტებზე. მერე აგინონ ერთმანერთს და კაცობა გაიხსენონ. სამწუხაროდ, კაცობად ის არ მიაჩნიათ, რომ როცა შენ ქვეყანას თავზე დააქაქებენ, შენ პროტესტი გამოთქვა. შესაბამისად, დღეს ჩამოყალიბდა ამ “კაცობის” დამცველთა ბანაკი, და მეორე ნაწილი _ რომელიც ბედნიერია იმით, რომ თავს ლიბერალად აცხადებს. ჩვენ კი ვუყურებთ სპექტაკლს, როგორ უბაგუნებს ეს ხალხის ერთმანეთს. ქართული სახელმწიფო კი ხელიდან გვეცლება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress