,,სახალხო პარტიის” განცხადება

gerbebi_Page_6

ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დადგა ფაქტის წინაშე, რომ არც ერთ სფეროში არ ჩატარებულა ის რეფორმები, რომელიც უზრუნველყოფდა  საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებას, ჯანსაღ კონკურეტულ გარემოს და ყველასათვის თანაბარ  საწყის პირობებს.

სოფლის მეურნეობაში, ჯანდაცვაში, საბანკო სფეროში, ენერგეტიკაში თუ სხვა დარგებში ყველასთვის დასანახად ცვლიან რა მხოლოდ ფასადურ მხარეს, ტოვებენ ბოლშევიკურ-საბჭოურ  მონოპოლისტურ გარემოს. მონოპოლისტური მდგომარეობა შექმნილი აქვთ სხვადასხვა კლანებისათვის, რომლებსაც ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებლობა გადაკისრებული აქვთ ხალხზე.

,,ამა ქვეყნის ძლიერთაგან” პასუხისმგებლობის აცილებით ბუნებრივია იქმნება არაჯანსაღი გარემო, სადაც ადამიანები უპირისპირდრბიან ერთმანეთს. დაპირისპირება გადადის სხვადასხვა სოციალურ ფენებს შორის.

ეს სიტუაცია საშუალებას აძლევს აქტუალური თემებით იკვებონ გამარგინალებურმა და ,,საეჭვო წარმომავლობის” პოლიტიკურმა ძალებმა.

ამის კიდევ ერთი გამოვლინებაა ის, რაც ხდება კახეთში ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით – ერთის მხრივ ბედის ანაბარად მიტოვებული გლეხობა და მეორე მხრივ – ბიზნესისა და ნორმალური ცხოვრების განვითარების ნაკლები პერსპექტივა.

ის, რომ არცერთ სფეროში არ არის დალაგებული სიტუაცია, ბადებს საფუძლიან ეჭვს, რომ ყველაფერი ეს ხდება არა უცოდინარობით ( თუმცა მთლად არც უმაგისობაა), არამედ შეგნებულად. მიზანი – ხელისუფლებაზე ჩამოკიდებული ადამიანებით ხელისუფლების შენარჩუნება. ეს მეთოდი 21-საუკუნეში, ევროპასთან მიახლოვებულ ქვეყანაში  აღარ ამართლებს და ხუხულასავით თავზე  ენგრევათ ,,ნეობოლშევიკებს”.

13.09.2015

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress