კოვიდთან ბრძოლაში რომ საქართველოს, დღემდის დადებითი შედეგები აქვს ძალიან კარგია და ბუნებრივად მისასალმებელი ფაქტია. არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ პანდემია ქართული ოცნების მმართველობის ხანას დაემთხვა და აქაც ბუნებრივია, ამ დროს ცუდიც და კარგიც ხელისუფლების კისერზეა. არ ვაპირებ არანაირ კრიტიკას ( არც კომპეტენცია მაქვს და არც განათლება ამ მხრივ) პანდემიის მმართვის ნიუანსებზე. ამ მხრივ ბევრი დადებითი [...]
Archive for the ‘გამოსვლები – წერილები’ Category
მე მაინტერესებს რა ღირს პანდემია, რამდენად გამჭირვალეა მასზე დახარჯული ფინანსები და სად არის ხელისუფლების ანგარიში რაზე, როგორ და რამდენი იხარჯება
ოცნება და ნაცმოძრაობა მოსახლეობის ხარჯზე მილიონებს ინაწილებენ!
საქართველოს პარლამენტმა 3 სექტემბერს ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კოდექსში (https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4984938…). საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს შორის პლენარულ სხდომასა თუ მედიაში დაპირისპირების საგნად იქცა კანონპროექტის მხოლოდ ერთი პუნქტი: „ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის პასუხისმგებლობის შესახებ“. ოცნება დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ ჩანაწერს და ხაზს უსვამდა თავის კეთილ ნებას არჩევნების სამართლიანად ჩატარების სურვილის შესახებ, ნაცები გააფრთრებით ამტკიცებდნენ, რომ საარჩევნო კოდექსში ისედაც იყო [...]
ვარ სახალხო პარტიის წევრი და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობის მიღებას სახალხო პარტიის სახელით
მოგესალმებით თქვენი მონამორჩილი გოგი ლორთქიფანიძე როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი და როგორც ერთი რიგით მოქალაქე ვთვლი, რომ სახელმწიფოს წარმატება გამორიცხულია მისი ყველა მოქალაქის პირადი და საზოგადო ინტერესების წარმატებით რეალიზების გარეშე. ✅სწორედ ამ ინტერესების რეალიზებას უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო და თუ ის თავის მოვალეობას წარმატებით და კეთილსინდისიერად ასრულებს, მაშინ საქართველოს ყველა მოქალაქე მინიმუმ ეკონომიკურად შეუჭირვებელი და სამართლებრივად დაცული [...]
ერთად დავამარცხოთ ენერგომაფია
ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია მყარი ენერგოსისტემის შექმნა. ⭕ დღეს არსებული მდგომარეობით, ენერგოსისტემა მოქცეულია მაფიოზური სქემების ქვეშ და მასში ასახულია სხვა და სხვა კლანების და რაც ყველაზე საგანგაშოა მეზობელი ქვეყნების ინტერესები. ✅თუ სახელმწიფო გაბედულად და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გადაალაგებს არსებულ ენერგოსქემებს და დღემდე აუთვისებელ რესურსებს ოპტიმალურად მოეპყრობა, საქართველოს შეუძლია დიდი სარგებლის მიღება.
პოლიტიკური ფარსი, რომელსაც ორი აქტიორი ყავს – ხელისუფლება და ნაციონალური მოძრაობა.
1 წელი გავიდა 20 ივნისის მძიმე მოვლენებიდან და დღესაც, „დაპირისპირებული“ მხარეები საკუთარ „სიმართლეს“ თავზე ახვევს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო გულწრფელად აღშფოთებულ ადამიანებს და თავიანთ ბანაკებში ექაჩებიან. თავს არ შეგაწყენთ იმის ანალიზით, თუ რა მოხდა, და რაც მთავარია, რატომ მოხდა მაშინ ეს ყველაფერი, თუმცა რაც მოხდა აშკარად გამიზნული პროვოკაცია იყო ორივე, როგორც ხელისუფლების ისე ე.წ. [...]
სეპარატიზმიდან აპარტეიდამდე
აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დღემდე ჩვენთვის მოუშუშებელი იარაა. უკვე მესამე თაობა იზრდება მზაკვრული, რუსული გეგმის მიხედვით, რაც განსაკუთრებით სავალალოა საოკუპაციო ხაზის იქით მყოფი ახალგაზრდებისათვის, რომლებიც გარე სამყაროსგან იზოლაციის პირობებში ვერ ღებულობენ ობიექტურ ინფორმაციას და სულ უფრო რთული ასახსნელი ხდება მათთვის დღეს არსებული რეალობა.
აშშ-ს პრეზიდენტს ბ-ნ დონალდ ტრამპს
ბ-ნო დონალდ, საქართველოს სახალხო პარტიის სახელით გილოცავთ დაბადების დღეს. გვინდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და დაგიდასტუროთ ქართული საზოგადოების და კერძოდ, სახალხო პარტიის მხარდაჭერა, იმ მძიმე ბრძოლაში რომელსაც დღეს თქვენ ეწევით ქრისტიანულ-დემოკრატიული და კონსერვატიული ფასეულობების განსამტკიცებლად, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ისე მთელ მსოფლიოში.
გარეჯის კუთვნილებას სადავოდ ჩვენვე ვხდით❗
გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაცვა ქართული სახელმწიფო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და ემოციური საკითხია. თავის დროზე ეროვნული მოძრაობის ძალისხმევით მიღწეულ იქნა საბჭოთა სამხედრო პოლიგონის გაუქმება, რითაც გარეჯის განადგურება თავიდან იქნა აცილებული, ხოლო საქართველოს ეკლესიის ღვაწლით სამონასტრო ცხოვრების აღმავლობამ იქაურობა წალკოტად აქცია.
მაშ, რად გვინდა ასეთი ძვირადღირებული სათამაშო❗
23 მაისიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება❗ ⭕ მიუხედავად ამისა, ხელისუფლება კონსტიტუციის შემზღუდავი საგანგებო უფლებამოსილებების განხორციელების უფლებას მაინც იტოვებს. ⭕ არც იწუხებს თავს მათგანვე კონტროლირებული პარლამენტის პირობებშიც კი ფორმალურად მაინც დაიცვას კონსტიტუცია.