მოგესალმებით თქვენი მონამორჩილი გოგი ლორთქიფანიძე
როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი და როგორც ერთი რიგით მოქალაქე ვთვლი, რომ სახელმწიფოს წარმატება გამორიცხულია მისი ყველა მოქალაქის პირადი და საზოგადო ინტერესების წარმატებით რეალიზების გარეშე.
✅სწორედ ამ ინტერესების რეალიზებას უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო და თუ ის თავის მოვალეობას წარმატებით და კეთილსინდისიერად ასრულებს, მაშინ საქართველოს ყველა მოქალაქე მინიმუმ ეკონომიკურად შეუჭირვებელი და სამართლებრივად დაცული უნდა იყოს საკუთარ ქვეყანაში.
თუმცა ყველამ კარგად ვიცით რომ დღეს, ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყნის ღარიბი და სამართლებრივად დაუცველი მოქალაქეები, რაც მხოლოდ და მხოლოდ იმისი ბრალია, რომ მმართველ სისტემას არ აქვს არც სურვილი და არც ნება, რომ ხელი შეუწყოს მისი მოქალაქეების სიღარიბიდან გამოსვლას.
საქართველო და მისი მოქალაქეები იმიტომ კი არ არიან ღარიბები, რომ ეს ობიექტური მოცემულობაა, არამედ იმიტომ რომ ხელისუფალს აწყობს ეს, რადგან ღარიბის და უპოვარის მომწყემსვა გაცილებით ადვილია, ვიდრე შეძლებული და დაცულობის განცდის მქონე ადამიანების.
ამიტომ დღეს მთავარ საკეთებელ საქმედ, საქართველოს ყველა მოქალაქის სამართლებრივად დაცვის და გამდიდრების პირობების შექმნა მიმაჩნია და სწორედ ამის მისაღწევად მჭირდება (გვჭირდება) პოლიტიკური ბერკეტი.
✅სახალხო პარტიის მიერ პარლამენტში წარმომადგენლობის მოპოვების შემდეგ, ჩემს (ჩვენს) მიერ პირველივე დღეებიდან მოხდება იმ გადაწყვეტილებების მიღების ინიცირება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ მდგრადობას და ამდენი ხნის განმავლობაში დაგროვილი მტკივნეული პრობლემების, ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტას.
⭕ ინიციატივა 1
„საკანონმდებლო აუდიტის კომისიის“ შექმნა. უნდა შეიქმნეს საპარლამენტო კომისია, რომლის მიზანიც იქნება მოქმედი საკანონმდებლო ბაზის სრული რევიზია და აუდიტი, მისი საერთაშორისო ნორმებთან და სამართლიანი სამართლის პრინციპებთან დაახლოება. კომისიის მუშაობის შედეგად მოხდება პატიმრების რიცხვის 50%-იანი შემცირება, რადგან დღეს საქართველოს მოქალაქეების ნახევარზე მეტი, რომლებიც სასჯელს იხდიან საპატიმრო დაწესებულებებში არ უნდა იჯდნენ სატუსაღოებში, უაზრო და მხოლოდ სისტემისთვის კომფორტული კანონების არსებობის გამო.
⭕ ინიციატივა 2 „სამართლიანობის აღდგენის კომისიის” შექმნა: – 1990-2020 წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მოვლენების ანალიზი, შესწავლა და სამართლებრივი შეფასება. ამავე კომისიამ უნდა უზრუნველყოს „ლუსტრაციის“ კანონის შემუშავება და პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენა
⭕ ინიციატივა 3
„სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის“ საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელიც დათვლის თუ რა ღირს საქართველოს ის ქონება და რესურსები, რომელსაც დღეს ასე არაკომპეტენტურად განკარგავს საქართველოს მთავრობა. ამავე კომისიამ უნდა მოამზადოს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გეგმა, რომლის თანახმადაც უნდა მოხდეს ამ ქონების დიდ ნაწილის რეალური პრივატიზაცია-გადანაწილება საქართველოს მოქალაქეებზე თანაბარი პროპორციებით. მიახლოებითი გათვლებით ამ პრივატიზაციის შედეგად, საქართველოს თითოეული მოქალაქე 100-200 ათას დოლარამდე ღირებულების აქციის მესაკუთრე გახდება.
⭕ ინიციატივა 4
„სახელმწიფო მმართველობის სისტემის აუდიტი“ – შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით მიღწეული უნდა იქნეს, რომ ქვეყანას ყავდეს რეალური მცირე მთავრობა( Small Government), რაც ნიშნავს მცირე მმართველობას და არა სამინისტროების მექანიკურ შემცირებას. ამისთვის კი აუცილებელი იქნება მმართველობითი სტრუქტურის სრული აუდიტის ჩატარება, რომლის მიზანი იქნება სხვადასხვა დუბლირებული და არაფრის მომცემი სახელმწიფო სტრუქტურების, სიპების, ააიპ-ის და შპს-ბის გაუქმება. მსგავსი რეფორმა დაახლოებით 25-30 %-ით შეამსუბუქებს პირდაპირ სახელისუფლებო ხარჯებს ჩვენი ბიუჯეტიდან.
⭕ ინიციატივა 5
„მცირე ბიზნესის სააგენტოს“ შექმნა. აშშ-ს მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის ანალოგიით უნდა შეიქმნას მცირე ბიზნესის მხარდაჭერის სააგენტო და ყველა აქამდე მოქმედი პროგრამა თუ უწყება უნდა გაერთიანდეს მის ქოლგის ქვეშ.
⭕ ინიციატივა 6
„სახალხო საინვესტიციო ბანკის“ შექმნა. უნდა გაუქმდეს საპარტნიორო ფონდი და მის ბაზაზე შეიქმნას საინვესტიციო ბანკი, რომლის აქციონერებიც ვიქნებით ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები. და რომლის ფუნქციაც იქნება რეალური საინვესტიციო და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების დაფინანსება.
ეს არის ის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლის პარლამენტში ინიცირებისათვის საჭიროა პოლიტიკური ბერკეტი და ამ ბერკეტის მოპოვებისთვის კი საჭიროა არჩევნებში მონაწილეობა და უპირველეს ყოვლისა თქვენი მხარდაჭერა.
ბუნებრივია ეს არ არის სახალხო პარტიის სრული საარჩევნო პროგრამა, ეს მხოლოდ ამ პროგრამის ის ნაწილია რომლის რეალიზებისათვის მე ვაპირებ ამ პროცესში ჩართვას.
✔ვისაც აქამდე მოგწონდათ ჩემი პოლიტიკური შეხედულებელი და გჯეროდათ ჩემი შესაძლებლობების მოგიწოდებთ მხარი დამიჭიროთ არჩევნებზე.
✔ხოლო ვისაც დღეის იქეთ არჩევნებამდე, მოგეწონებით იმათ გეტყვით, რომ არ დაიზაროთ არჩევნებზე წასვლა და იმ ნომრის შემოხაზვა, რომლითაც წარმოდგენილი იქნება საარჩევნო ბიულეტინში სახალხო პარტია.