ბ-ნო დონალდ,
საქართველოს სახალხო პარტიის სახელით გილოცავთ დაბადების დღეს.
გვინდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და დაგიდასტუროთ ქართული საზოგადოების და კერძოდ, სახალხო პარტიის მხარდაჭერა, იმ მძიმე ბრძოლაში რომელსაც დღეს თქვენ ეწევით ქრისტიანულ-დემოკრატიული და კონსერვატიული ფასეულობების განსამტკიცებლად, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ისე მთელ მსოფლიოში.
✅ გვინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი მიზანია ქრისტიანულ-დემოკრატიული და კონსერვატიული იდეალების განმტკიცება საქართველოში, რომლის შედეგიც იქნება ჩვენი ქვეყნის რუსეთის ოკუპაციიდან განთავისუფლება და ძლიერი ნაციონალური სახელმწიფოს მშენებლობა.
✅ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო დინამიურად განვითარდება, რაც წინაპირობა იქნება ნაყოფიერი თანამშრომლობის, ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხების სასარგებლოდ.
გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ბედნიერებას და დიდ წარმატებებს როგორც პირად ცხოვრებაში ისე ამერიკის შეერთებული შტატების საკეთილდღეოდ.
ღმერთი გფარავდეთ თქვენ.
ღმერთი ფარავდეს ამერიკას.
ღმერთი ფარავდეს საქართველოს.
სახალხო პარტია
მამუკა გიორგაძე