მამუკა გიროგაძე პოლიტიკაში ბრუნდება. „სახალხო პარტია“ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და პოლიტიკური რეალობის შეცვლა სურს.

mamuka 11

„სახალხო პარტია“, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მოქმედებდა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე. მიმაჩნია რომ ამ გარემოში, რაც ქვეყანაშია უნდა ჩაევერიოთ და შევცვალოთ, რამდენადაც ძალები გვეყოფა.

არჩევნებში მონაწილეობას ვგეგმავთ. მაჟორიტარობას რაც შეეხება, შევხედავ საბოლოოდ როგორი გუნდი შეიკვრება. გააჩნია ასევე საპარლამენტო არჩევნების წესს, როგორ განისაზღვრება მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა. რა რესურსი გვექნება ადამიანური, ფინანსური ამის მიხედვით გავაკეთებთ ყველაფერს.

უახლოესს მომავალში წარმოგიდგენთ ჩვენს გუნდს,“- აღნიშნავს გიორგაძე.

მამუკა გიორგაძე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს აფასებს და აცხადებს, რომ დაპირისპირება მათ შორის პიროვნული ზიზღითაა განპირობებული.

„ხელოვნურ დაპირისპირებას ვუყურებთ და არა პოლიტიკურ ჭიდილს. ჩვენთან არის პიროვნული ზიზღით დაპირისპირება და არა საქმის გამო. პოლიტიკურ პარტიებს იდეოლოგიური სახე არ აქვთ, არც ოცნებას, არც სხვებს, არის ლოზუნგის ბრახა-ბრუხი.

მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 20 წელია პოლიტიკაშია აცხადებს, რომ ევროპული ტიპის პარტიაა და რომელიმე ერთი ფუნდამენტური პროდასავლური რეფორმა თუ განუხორციელებიათ?

„რესპუბლიკური პარტია“ ეკლესიას და პატრიარქს კი არ ებრძვის, არამედ ქართულ სახელმწიფოს. ეს არის სიბინძურე რადგან ისინი არ საუბრობენ ფაქტებით.

მაგალითად, ამბობენ რათ უნდა ქონება საპატრიარქოს, მაშინ მე ვკითხავ, რათ უნდათ ამ ადამიანებს სახლი? იცხოვრონ ქოხში, რათ უნდათ ტელეფონი, რათ უნდათ მანქანა, ტანსაცმელი.

ამაზრზენია ეს პროდასავლური რეპუტაციით შენიღბული ადამიანების ბოლშევიკური ცნობიერება. ამ ყველაფერში მათ შეკვეთა აიღეს.

ბერძენიშვილები და „რესპუბლიკური პარტია“ ძალიან საინტერესოა, ყოველთვის ვიღაცაზე აკიდებული ჯგუფი იყო. ხან შევარდნაძეს აეკიდნენ, ხან სააკაშვილს, პატარკაციშვილს, ივანიშვილს.

თითქოს ლამაზად საუბრობენ მაგრამ როგორც კი პატრონი გამოჩნდება დაღუნავენ თავს და ივანიშვილი დემოკრატიის მამად გამოაცხადეს, ნაც მოძრაობა, რომელსაც ლანძღავდნენ, ქართული დემოკრატიის გამარჯვებად გამოაცხადეს. ეს უფრო დავალებაა, ეს ნიშა მიუჩინეს მათ,“- ამბობს მამუკა გიორგაძე.

გიორგაძის პარტია „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ სამართალმემკვიდრეა.

https://primetime.ge/ 2020-06-08

0
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress