სეპარატიზმიდან აპარტეიდამდე

gerbi

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დღემდე ჩვენთვის მოუშუშებელი იარაა. უკვე მესამე თაობა იზრდება მზაკვრული, რუსული გეგმის მიხედვით, რაც განსაკუთრებით სავალალოა საოკუპაციო ხაზის იქით მყოფი ახალგაზრდებისათვის, რომლებიც გარე სამყაროსგან იზოლაციის პირობებში ვერ ღებულობენ ობიექტურ ინფორმაციას და სულ უფრო რთული ასახსნელი ხდება მათთვის დღეს არსებული რეალობა.

სამწუხაროდ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ახალგაზრდობის დიდი ნაწილი, ჩაძირული ყოველდღიურ პრობლემებში სრულფასოვნად არ/ვერ რეაგირებს მოვლენებზე.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკვე მყარადაა შექმნილია ისეთი მდგომარეობა, რომელზეც ჩვენგან მთელი მსოფლიოს გასაგონად განგაშია ასატეხი.

⭕ ოკუპაციისა და ანექსიის შედეგად მივიღეთ აპარტეიდული რეჟიმები❗

ორივე რეგიონში აპარტეიდის განმარტების ყველა კლასიკური ნიშანი სახეზეა:
ეროვნული ნიშნით გამოძევებულია მოსახლეობის უმრავლესობა;
ანექსირებულ ტერიტორიებზე დარღვეულია ქართული მოსახლეობისა და საერთოდ, ადამიანის ძირითადი უფლებები, ხშირია ადამიანთა გატაცების, სიცოცხლისა და კერძო საკუთრების ხელყოფის შემთხვევები.
იქ დარჩენილ ქართულ მოსახლეობას არ აქვს უფლება საკუთარ ენაზე მეტყველების, ბავშვებს სკოლაში წავლისა და ახალგაზრდებს კვალიფიციური უმაღლესი განათლების მიღების უფლება.
მოკლებული არიან ხარისხიანი სამედიცინო სერვისს,. მათზე არ ხორციელდება სასიცოცხლოდ აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები.
ვერ მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესებში. არჩევნებში მათ იძულებით იყენებენ გაბატონებული კლანების სასარგებლოდ ხმის მისაცემად და თავად არ აქვთ უფლება არჩეულნი იყვნენ. არაარჩევით თანამდებობებზე კი აკრძალულია მათი დანიშვნა.
არის ინფორმაცია, რომ ქართულ მოსახლეობას მონებივით იყენებენ თხილისა თუ მანდარინის პლანტაციებში სამუშაოდ. ხშირია მოსავალის ჩამორთმევის ფაქტები.
ნადგურდება ქართული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა. სალოცავები, რომლებშიც საუკუნეების განმავლობაში ქართული სახელმწიფოს სიდიადეს წარმოანდგენდა მიტოვებულია, დანგრეულია ან უკეთეს შემთხვევებში გადაკეთებულ-გადაღებილია არატრადიციულ სტილში.
შელახულია მათი რელიგიური ცხოვრებაც. წირვა-ლოცვა თუ ტარდება, ისიც რუსულ ენაზე.

ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილი აქვს საოკუპაციო ხაზს აქეთა მოსახლეობის დისკრიმინებულ მდგომარეიობაში ყოფნას!

მათი კომუნალური მომსახურების ტარიფში ასახულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაცემული ელენერგიის საფასური.

აპარტეიდული რეჟიმი იღებს ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ დენს უფასოდ და თუ ჰიდროელექტროსადგურს სარემონტო სამუშაოები უტარდება, მაშინ საქართველოს ხელისუფლება ყიდულობს მისთვის რუსეთიდან და აწვდის ასევე უფასოდ!!! (ეს საქართველოს ხელისუფლებასთანაც გვაქვს გასარკვევი!).

ცივილიზირებული სამყაროსთვის ცნობილია ზემოთმოყვანილი ფაქტები.

ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობის პირობებში ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარების საფრთხისგან მხოლოდ დასავლეთის პრინციპული პოზიცია გვიცავს
ცივილიზებულ სამყაროს აქვს დაფიქსირებული რუსული ოკუპაცია, მაგრამ დღეს მხოლოდ ეს აღარ არის საკმარისი.

დღეს, მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს ძალადობისა და უსამართლობის მიმართ აქტიური არშეგუების პროცესი. დისკუსია მიმდინარეობს ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის შეფასებასთან მიმართებითაც.

საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს პროცესი და ხმა აიმაღლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

⭕ ჩვენ ხმამაღლა უნდა განვაცხადოთ, რომ 21-ე საუკუნეშიც არსებობს აპარტეიდული რეჟიმები და ეს საქართველოშია! ჩვენი მხრიდან უნდა მოხდეს თემის აქტუალიზაცია, რომ მათზე ჯეროვანი რეაგირება გააკეთონ.

ჩვენი აქტიურობით არავის არ უნდა მივცეთ ყურადღების მოდუნების საშუალება, მით უმეტეს, რომ საერთაშორისო ვითარებაც და ამ რეჟიმების მმართველ რუსეთთან საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულებაც ხელს გვიწყობს.

აქტიურობისთვის, უპირველეს ყოვლისა გაეროს მაღალი ტრიბუნა, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და ორმხრივი ურთიერთობებია გამოსაყენებელი.

აპარტეიდული რეჟიმების მიმართ ისინი ფლობენ მთელ რიგ მექანიზმებს, რომლებიც არაერთგზის წარმატებით გამოიყენეს სხვა ქვეყნებში.
საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ პარტნიორ სახელმწიფოებს დიპლომატიური ძალისხმევის გარდა არსენალში აქვთ შესაძლებლობები, რომელთა მორალურ-პოლიტიკური ზემოქმედების ძალა მნიშვნელოვანია და რასაც შეიძლება პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგიც მოჰყვეს.

მნიშვნელოვანია მართლზომიერი სანქციებიც: ეკონომიკური (ემბარგოს ჩათვლით), საჰაერო, სარკინიგზო, საზღვაო, საფოსტო, საკომუნიკაციო..აგრეთვე, კონკრეტული პირების მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორც აპარტეიდული რეჟიმების ხელმძღვანელთა, ასევე იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც შექმნა და დღემდე ახალისებს მათ.

✅ მთავარია ქართულმა სახელმწიფომ განაცხადოს თავისი დამაჯერებელი უპირობო ნება, რომ თავის ტერიტორიაზე არ შეეგუება ასეთი რეჟიმების არსებობას და ეს თავისი ყოველდღიური ცხოვრების პრიორიტეტად აქციოს.

ჩვენ სხვებისგან მოვითხოვთ საქართველოს ინტერესების დაცვას და სამწუხაროდ, უკვე 20 წელია საქართველოს პარლამენტში თემა საერთოდ არ გაჟღერებულა.

⭕ ,,სახალხო პარტიისათვის” ამ საკითხებზე მუშაობა ყოველთვის პრიორიტეტული იყო და ეს მუდმივად ასახულია ჩვენს საარჩევნო პროგრამაშიც და კვლავ დავაყენებთ დღის წესრიგში პარლამენტში „სახალხო პარტიის“ შესვლის შემდეგ.

მამუკა გიორგაძე
ბათუ ჭუმბურიძე

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress