24 მარტი 17:07 “სახალხო პარტია” ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას ეხმიანება და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც News.ge გთავაზობთ უცვლელად: “ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ერთდროულად მრავალი გამოძიების დაწყება, თანაც მაშინ, როცა ის საქართველოში არ იმყოფება და არც არის სამართლებრივი საშუალება მის ჩამოსაყვანად, ერთადერთი გზაა, ერთი მხრივ, ააცილო სააკაშვილს რეალური პასუხისმგებლობა და, მეორე მხრივ ქართული საზოგადოების ემოციური განწყობა სააკაშვილის [...]
Archive for the ‘გამოსვლები – წერილები’ Category
“სახალხო პარტია” მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას ეხმიანება
ბურები მოდიან – 2011
ობიექტივი #42 22.01.2011 წამყვანი: ნოდარ ნათაძე. სტუმრები: მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი. თემა: _ ბურების ჩამოსახლება. მომზადებულია რადიოეთერის მიხედვით. ნოდარ ნათაძე: _ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროგრამის ძირითადი პუნქტის განხორციელება და საქართველოს მოქალაქეების ახლით შეცვლა, პირდაპირ ხელჩართული სახით იწყება. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა 1992 წლის დასაწყისიდან სწორედ აქეთ არის მიმართული. პირდაპირ გამოცხადებულია საქართველოში ბურები უნდა ჩამოასახლონ. დაგეგმილია საქართველოს [...]
ეროვნული იდეა ქართულ პოლიტიკაში – 2011
ობიექტივი #44 9.02.2011 წამყვანი _ ანი კიკნაძე. სტუმარი _ “სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე. თემა: ეროვნული იდეა. მომზადებულია რადიოეთერის მიხედვით. ანი კიკნაძე: _ ბატონო მამუკა, ქართულ პოლიტიკაში “რაღაცის” ნაკლებობაზე საუბრობენ. ბოლო ხანს გამოიკვეთა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექრს ეროვნული იდეა აკლია. რას იტყით ამაზე? როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეროვნული იდეა მთავარი მამოძრავებელი ძალა? მამუკა გიორგაძე: [...]
„თქვენს მთავარ ღირსებად ადამიანთა შეფასების განსაკუთრებული უნარი მიგაჩნდათ“
19 მარტი 2014 12:55 NEWS.GE სახალხო პარტია ყოფილი პრემიერის გუშინდელ გამოსვლას არასახელმწიფოებრივად აზროვნების კიდევ ერთ მაგალითად აფასებს. ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“, განაცხადა, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გაუცრუა. „ის, რომ მას პრეზიდენტმა იმედები გაუცრუა, იმ ხალხის უპატივცემულობაა, რომელსაც არჩევნებამდე ჰპირდებოდა, რომ მისი კანდიდატურა საუკეთესოა.
საჯარო წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას
„რეზონანსი” მოსაზრება (10.11.2012) საქართველოს სათავეში თქვენი ყოფნის ჯერჯერობით ძალიან მოკლე დროის მანძილზე თქვენი მხრიდან, თქვენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მყოფ წევრთა ჩათვლით, გაჟღერდა ცნობები თქვენი განზრახულობებისა და თქვენი მიმდინარე მოქმედებების შესახებ, რომლებიც, ჩვენი აზრით და ქართველი საზოგადოების დიდი უმრავლესობის აზრით, წინააღმდეგობაშია საქართველოს მიწაწყლის დაცვის ინტერესებთან. ეს ცნობები და განზრახვები ეხება: – რუსეთთან ურთიერთობის “გაუმჯობესებას” უპირობოდ, ანუ მანამდე, [...]
26 მაისი – მერაბ კოსტავა
ძმანო და დანო, უძვირფასესო მოყვასნო ჩემნო! მოგილოცავთ ქართველი ერისათვის უსანუკვარეს თარიღს, 1988 წლის 26 მაისს, დღესასწაულთა შორის დიახაც გამორჩეულს_საქართველოს დამოუკიდებელ სახელწიფოდ გამოცხადების 70 წლისთავს. ამ ღირსად შესარაცხ დღეს ქართველობამ განიცადა ის დიდი სიხარული, გიორგი ბრწყინვალის შემდეგ რომ არ ღირსებია. მე-15 საუკუნიდან სამეფოებად და სამთავროებად დაშლილი საქართველო, რომლის მთლიანად დამორჩილება ამ ხნის მანძილზე მეგობრის ნიღბით მოვლენილი [...]
ივანიშვილი…. ხაფანგში – 2012
მიხეილ ჯიბუტი ივერიონი 3-12-2012 საქართველოში დღეს შექმნილ სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას სხვადასხვანაირად აფასებენ. ამ შეფასებებში უმთავრესი ფიგურა პრემიერ-მინისტრი ივანიშვილია. ცნობილი ქართველი ეკონომისტი, პროფესორიმიხეილ ჯიბუტი ფიქრობს, რომ შექმნილ სიტუაციაში ივანიშვილი ხაფანგში მოექცა. თუ რატომ, ამას მისი კომენტარისგან შევიტყობთ. მიხეილ ჯიბუტი: ხაფანგი დაკავშირებულია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებებსა და არჩევნების შემდგომ შექმნილ რეალობასთან. შესრულების დროის მიხედვით, “ქართული ოცნების” [...]
სახალხო პარტია – RMG Gold-სთვის საყდრისში მუშაობის ნებართვა სპეციალისტების მოსაზრებების იგნორირებაა
NEWS.GE 14.03.2014 „სახალხო პარტიაში“ მიიჩნევენ, რომ RMG Gold-სთვის საყდრისში მუშაობის განახლების ნებართვის მიცემა, სპეციალისტების კომპეტენტური მოსაზრებების იგნორირებას ნიშნავს. „საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილებით RMG Gold -ს მიეცა ნებართვა, გააფართოვოს თავისი საქმიანობა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის სიახლოვეს. იგნორირებული იქნა სპეციალისტების, კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა და ფართო საზოგადოების არგუმენტირებული და კომპეტენტური მოსაზრებები. მხედველობაში არ იქნა მიღებული 9-წლიანი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევის [...]
“სეპარატისტული მოძრაობები” მხარე არ არის
მამუკა გიორგაძე პაატა კოღუაშვილი ნოდარ ნათაძე ბადრი რამიშვილი თამრ ჩხეიძე აღმოსავლეთ საქართველოში მწირად მიმოფანტული ოსური მოსახლეობის მოტივირება ქართველი ერის, პირველ ყოვლისა _ ქართველი თავადაზნაურობის წინააღმდეგ რუსებმა საქართველოში შემოსვლისთანავე დაიწყეს და სახელიც “სამხრეთ ოსეთი” მაშინვე (1802) შეთხზეს. ამ ყალბი გეოგრაფიული ერთეულისთვის საზღვრების მოხაზვა არ უცდიათ (ასეთად რაცხდნენ ყველა სოფელს, სადაც კი ერთი კომლი ოსი მაინც ცხოვრობდა). [...]
დრამატული მოვლენების მიზეზი სუსტი სამოქალაქო საზოგადოებაა
„სახალხო პარტიის“ ერთერთი ლიდერის გოგი ლორთიფანიძის განცხადებით, ქვეყანაში, ოცი წლის განმავლობაში არსებული პრობლემების ვერმოგვარების მიზეზი, სუსტი სამოქალაქო საზოგადოებაა. „ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განვითარებულმა პროცესებმა ნათლად დაგვანახა, რომ ქვეყანა მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს და იმის მაგივრად, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევები იყოს ცივილიზებული მსოფლიოს გამოწვევები, ჩვენ ისევ იმ პრობლემების წინაშე ვდგავართ, რომლის წინაშეც ვიდექით ამ 20 წლის განმავლობაში. [...]