ნათია ხურცილავა “ახალი თაობა” 30.03.2007 ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, რა ემოციას იწვევს თქვენში საქართველოს პირველი პრეზიდენტის გადმოსვენება, რა შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესიას? _ ისე, როგორც ქართველ ადამიანს, ბუნებრივი ემოცია გამაჩნია, სამშობლოს დაუბრუნდა კიდევ ერთი ქართველი. ამ ყველაფერს, ცხადია, ტკივილიც, განცდებიც ახლავს. ბუნებრივია, ყველა ქართველის განსასვენებელი ქართული მიწაა. მისასალმებელია, რომ ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით ეს აღსრულდა. [...]
Archive for the ‘პუბლიკაციები – ინტერვიუები’ Category
`ფერიის მთაზე ტაძარს ანგრევენ და თბილისის ცენტრში მეჩეთის მშენებლობა იგეგმება – 2007
შორენა კოწოწაშვილი 19.05.2007 “ახალი თაობა” _ დამოუკიდებელ საქართველოში `ამაღლების~ დღესასწაულზე ხელისუფლებამ პრაქტიკულად გამოაჩინა თავისი რეალური სახე, თავისი ბოლშევიკური ბუნება და გასცა განკარგულება ეკლესიის დანგრევის შესახებ. ეს განკარგულება ოპერატიულად იქნა სისრულეში მოყვანილი და საქართველოში ნაკურთხი, მშენებარე ტაძარი დაინგრა, _ აცხადებს სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე და სახლახო მოძრაობა `ქართული გზის~ წარმომადგენლებთან ერთად აპროტესტებს აჭარაში [...]
„სახალხო პარტია“: დავით მირცხულავამ პროექტის ლობირებისთვის მარტივ არითმეტიკულ თაღლითობას მიმართა
28 მარტი 2014 NEWS.GE „სახალხო პარტიაში“ აცხადებენ, რომ ხუდონჰესის პროექტის ინვესტორი კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ წარმომადგენელმა დავით მირცხულავამ თაღლითობას მიმართა. „ხუდონჰესის პროექტის მშენებლების შეხვედრაზე მასმედიასთან, ინდური კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ წარმომადგენელმა დავით მირცხულავამ პროექტის ლობირებისთვის მარტივ არითმეტიკულ თაღლითობას მიმართა. კერძოდ, მან სავარაუდო შემოსავლების პერიოდად, შთამბეჭდავი ციფრების მისაღებად გამოიყენა 20-წლიანი ვადა. კიდევ ერთი სიცრუე იყო, როცა [...]
ლორთქიფანიძე: ქვეყანაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს სიტუაციის დაძაბვის მცდელობა
28 მარტი 16:26 NEWS.GE „სახალხო პარტიის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი ლორთქიფანიძის აზრით, ბოლო დროს, ბევრი უცნაური მოვლენა, საეჭვოდ კანონზომიერად ემთხვევა ერთმანეთს დროსა და სივრცეში. „ე.წ. ევრაზიის კავშირში საქართველოს შესვლის მხარდამჭერებისა და მათი ე.წ. მოწინააღმდეგების ჰარმონიული და წინასწარ შეთანხმებულად დაგეგმილი აქცია-სპექტაკლები კინოს სახლში თუ პუშკინის სკვერში. ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერების აქცია და კონტრაქცია, რომელიც პატარა, ათწუთიანი კინკლაობით [...]
საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ქ-ნ თეა წულუკიანს საქართველოს მთავარ პროკურორს, ბ-ნ არჩილ კბილაშვილს
ღია წერილი (01.04.2013) 1. ჩვენს უფლებად და მოვალეობად ვრაცხთ, მოგახსენოთ შემდეგი. ამ რამდენიმე თვის წინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბ-ნმა გ. პაპუაშვილმა ინტერნეტში მოათავსა და დასავლეთში გამოაქვეყნა წერილი ინგლისურ ენაზე, სადაც საქართველოს ახალი ისტორიის ფუნქციითაც და ხარისხითაც ღირსშესანიშნავი ერთ-ერთი დოკუმენტის – 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის – ღირსებებზე მსჯელობის კონტექსტში მკითხველს მიეწოდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო [...]
ქარტიის რატიფიკაცია ჯერ არ გვმართებს
“რეზონანსი” 25.03.2013 გვარწმუნებენ, თითქოს დასავლეთი და, კერძოდ, ევროპა გვაშანტაჟებს, “თუ თქვენი ქვეყნის საშინაო კურსში არ გაატარებთ სახელმწიფოებრიობისათვის დამანგრეველ რეფორმებს, დასავლეთში ინტეგრაციას თქვენი ქვეყანა ვერ ეღირსებაო”. ეს სიცრუეა: დასავლეთის მიერ საქართველოს დაცვა რუსული აგრესიის (დღეს _ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციის) წინააღმდეგ ემყარება არა საქართველოს შინაგანი ნგრევის სურვილს (თუმცა მსოფლიოში არსებობს არაერთი სახელმწიფოც და ლობიც, რომელთათვისაც ეს სასურველია), [...]
საპარლამენტო უმრავლესობა ფუყე ლიდერებით არის სავსე
ვინ და რატომ წამოსწია რეგიონული ენის პრობლემა. ახალი თაობა” 25.03.2013 შორენა კოწოწაშვილი ეროვნული მოძრაობის წევრი მამუკა გიორგაძე ქვეყნისთვის დამღუპველს უწოდებს იმ ტენდენციას, რომელიც რესპუბლიკელების მხრიდან დადგა და ჯავახეთში სომხური ენის რეგიონულ ენად გამოცხადებას გულისხმობს. გიორგაძის თქმით, ეს იქნება სეპარატიზმის წახალისება და საქართველოში ფედერალური ტერიტორიული მოწყობის დამკვიდრებისკენ გადადგმული ნაბიჯი. რა შეცდომებს უშვებენ `ქართული ოცნების~ უმწიფარი პოლიტიკოსები [...]
რაში აწყობს “ქართულ ოცნებას” ოპოზიციაში ნაციონალების ყოფნა
“ახალი თაობა” 16–17.03.2013 შორენა კოწოწაშვილი კოჰაბიტაციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის მხრიდან კოტე კუბლაშვილთან უზენაეს სასამართლოში მოსვლა უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა ივანიშვილის შეეცდომად მიიჩნია. დავითაშვილის აზრს უმრავლესობაში ბევრი არ იზიარებს. არასაპარლამენტო ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ სამართლებრივად მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით ივანიშვილის მთვარობა არის პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდი. ამიტომ არანაირი სამართლებრივი უზრუნველყოფა არ აქვს კოჰაბიტაციას. `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძის თქმით, როცა საქართველოში [...]
პროკურორი საჯარო პოლიტიკურ შეფასებებს უნდა მოერიდოს
თამარ ნინიძე ”ახალი თაობა” 28.02.13 რატომ ითვლება ნაციონალური მოძრაობა ერთადერთ ოპოზიციურ ძალად ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან _ როგორ შეაფასებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულავას მიმართ? _ სამწუხაროა, რომ ახალი ხელისუფლება საშუალებას აძლევს უგულავას თავი წარმოაჩინოს როგორც მსხვერპლმა, საერთაშორისო ორგანიზაციებში მიაწვდინოს ხმა როგორც დაჩაგრულმა და მიიღოს მაქსიმალური დივიდენდები რაც შესაძლებელია. არადამაჯერებებელია ის არგუმენტები, რომელიც წარდგენილი იყო [...]
რატომ ლაპარაკობს საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო შეხვედრებზე მხოლოდ ინგლისურად და რატომ რჩება საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის მოქალაქედ
2013-02-18 ნინო ხაჩიძე ჟურ. “თბილისელები” ბუნებრივად მოხდა, რომ „ოცნების” ხელისუფლების პირველი სამი თვეც გავიდა და განვლილი პერიოდის შეჯამების დროც დადგა. მეორე მხრივ, ეს არა მხოლოდ „ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პირველი 100 დღეა, არამედ „ნაცმოძრაობის” ოპოზიციაში ყოფნის, ასევე, პირველი 100 დღე. როგორ აჩვენეს თავი ხსენებულმა პოლიტძალებმა თავ-თავიანთ ახალ როლებში, – ამ საკითხზე თავის მოსაზრებას მამუკა გიორგაძე [...]