Archive for the ‘განცხადებები – მიმართვები’ Category

ევროპარლამენტის წევრს ბატონ ვიტაუტას ლანდსბერგისს

ძვირფასო ბატონო ლანდსბერგისს მოგმართავთ, როგორც წლების მანძილზე თანამებრძოლს იმპერიული კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ და მეგობარს. მართალია, საქართველო დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის აღიარებული, სამწუხაროდ, რუსეთის გადამწყვეტმა გავლენამ და ბოლშევიკური ტოტალიტარიზმის ელემენტებმა უხვად გამოავლინა თავი ჯერ ედუარდ შევარდნაძის, ხოლო შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირობებში. ამიტომ დასავლეთის დახმარება დღესაც ისევე გვჭირდება, როგორც ადრე. 

gerbebi_Page_6

სახალხო პარტიის განცხადება -2012

ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაავრცელეს შემზარავი კადრები საქართველოს ციხეებში გამეფებული წამების, ადამიანის ღირსების შეურაცმყოფელი და ჯგუფური სადისტური ქმედებების შესახებ. სააკაშვილის და მისი კრიმინალური დაჯგუფების მცდელობა წარმოაჩინონ მომხდარი, როგორც მხოლოდ ერთი, კერძოდ, სასჯელაღსრულების სისტემის წარუმატებელი რეფორმა, კრახისთვისაა განწირული.

SONY DSC

მამუკა გიორგაძე: ამ ქმედებებით ჩვენი ქვეყნის მომავალი არა ევროკავშირში, არამედ ევრაზიულ კავშირშია!

სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება “ნაციონელური მოძრაობის” მიერ “დამკვიდრებულ პრაქტიკას” განაგრძობს. გიორგაძეს ამის მაგალითად ბანკი “ქართუს” მაგალითი მოჰყავს და ხელისუფლებას ხმაურიანი საქმეების გასაჯაროებისკენაც მოუწოდებს. “ხელისუფლება აგრძელებს ნაცმოძრაობის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას: საკუთარ პიროვნულ თუ ჯგუფურ ინტერესში მყოფი საქმეების პროკურატურის მეშვეობით კულუარულად მოგვარებას. მსგავსი მოტივის მქონე ჩადენილი დანაშაულები, როგორც წესი, არ მიდის სასამართლომდე და [...]

“სახალხო პარტია” ხელისუფლებას მიმართავს

NEWS.GE 10.03.2014 “სახალხო პარტიის” წარმომადგენლები ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გამოხატავენ და ამბობენ, რომ ამ პრობლემებს ქვეყნის მთავრობა არასახელმწიფოებრივად უდგება. “დღეს, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვაა ატეხილი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. ხუდონჰესის პრობლემატიკას დაემატა ღურტაში მომხდარი აღმაშფოთებელი ინციდენტი, სადაც სახელმწიფომ ძალა გამოიყენა პროტესტის გამოსახატავად გამოსული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამ ინციდენტში, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილის საქციელი, რომელმაც [...]

giorgadze-1

არ დავუშვათ სახელისუფლებო ტერორი! – 2012

გიორგაძე მამუკა  სახალხო პარტია   01.07.2012    დღევანდელი ნეობოლშევიკური ხელისუფლების ზეობას და კეთილდღეობას თავისთავად საფრთხის ქვეშ აყენებს ღირსეული, განათლებული, თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებების არსებობა, საერთოდ, ხელისუფლებისგან არ შექმნილი და მის მიერ ვერ კონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. ხელისუფლებამ   კარგად იცის, რომ აშკარად მიუღებელია ქართველი ერისათვის. იციან, რომ   უმცირესობაში არიან დღესაც და იქნებიან მომავალშიც და  ამიტომაც   თვლიან, [...]

gerbebi_Page_6

სწორი ბრძოლა გამარჯვების საფუძველია

საქართველოს “სახალხო პარტიის” პოზიცია ქვეყანაში მიმდინარეპოლიტიკური პროცესების შესახებ დღეს, საქართველო თავისი განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმყოფება. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენს ირგვლივ განვითარებულმა პროცესებმა ნათლად დაგვანახა, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, ქვეყანა მოჯადოებულ წრეზე დადის და იმის მაგივრად, რომ ჩვენ მთავრი გამოწვევები იყოს XXI საუკუნის ცივილიზებული მსოფლიოს გამოწვევები, ჩვენ ისევ იმ პრობლემების წინაშე ვდგავართ, რომლის წინაშეც ვიდექით ამ [...]

gerbebi_Page_6

სახალხო პარტია 2008 წლის ომის შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნას ითხოვს

სახალხო პარტია ხელისუფლებას სახელმწიფო საგამოძიებო კომისიის შექმნას სთავაზობს, რომელმაც უნდა შეისწავლოს და პოლიტიკურ შეფასება მისცემს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს. სახალხო პარტიის თავჯდომარის მამუკა გიორგაძის განცხადებით, მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების დაპირებისა, რომ გამოიძიებდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მისცემდა ყოფილი ხელისუფლების ქმედებას ამ ომში, საკითხი საერთოდ მიჩუმათებულია. “მხოლოდ სატელევიზიო ტოქშოუებისა და ნაცმოძრაობასთან დებატების დროს [...]

რისთვის იღვრება ქართული სისხლი ავღანეთში

დღეს საქართველოში ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია, თუ რატომ მონაწილეობს საქართველო ნატოს ISAF-ის ოპერაციაში? ანუ რატომ იბრძვიან ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, მით უმეტეს _ ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე დიდი კონტიგენტით წარმოდგენილნი (ამჟამად 936 ჯარისკაცი და 749 კიდევ დამატებით ემზადება წასასვლელად), თან _ გამორჩეულად სახიფათო და რთულ უბანზე, ჰელმანდის პროვინციაში…ყოველი მეომრის დაღუპვა (და უკვე, სამწუხაროდ, თექვსმეტია ასეთი. ღმერთმა [...]

gerbi

„სახალხო პარტიას“ საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლობითობაში ეჭვი ეპარება

NEWS.GE 04.03.2014 „სახალხო პარტიას“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლობითობაში ეჭვი ეპარება და კომისიის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს განცხადებით მიმართავს. „თქვენი თავმჯდომარეობით, გაიმართა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა. პრესრელიზში აღნიშნული კომისიის შემადგენლობის საკმაოდ წონიანი ჩამონათვალის მიუხედავად, უფლებას ვიტოვებთ, ეჭვი შევიტანოთ ამ უმნიშვნელოვანესი კომისიის საყოველთაო წარმომადგენლობითობასა და იმაშიც რომ, მის მუშაობაში საზოგადოების ყველა ჯგუფია ჩართული. ჩვენდა სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება წარმატებით [...]

გოგი ლორთქიფანიძე-თვითმმართველობის არჩევნები ინტერესთა კონფლიქტის გამო უპრეცედენტო იქნება

NEWS.GE 04.03.2014 სახალხო პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის ანალოგიური პროცესების პროვოცირების მცდელობა საქართველოშიც იქნება. “მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ისა და ევროპის მიერ მკაფიოდ დაფიქსირდა პოზიცია, იმის თაობაზე, რომ რუსული ვექტორის გააქტიურების შემთხვევაში, ისინი ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი, ჩვენი მთავარი იარაღი ამ [...]

Powered by WordPress