NEWS.GE 20.11.2013 „სახალხო პარტია“ პარლამენტში წარდგენილი თვითმმართველობის კოდექსიდან მეშვიდე კარის ამოღებას მოითხოვს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ მამუკა გიორგაძემ „პრესკლუბში მე-17 სართულზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კოდექსის მეშვიდე კარი, რომელიც მუნიციპალიტების რეგიონულ გაერთიანებას ეხება, საქართველოში ფედერალური სახელმწიფო მოწყობის დასაწყისია.
Archive for the ‘ეროვნული მოძრაობა’ Category
მამუკა გიორგაძე: თვითმმართველობის კოდექსის მეშვიდე კარი ქვეყნის დაშლის მცდელობაა
სპ. კედია – იმედის საფუძვლები
სპ. კედია საქართველოს გუშაგი # 2 ეს მეთორმეტე ახალი წელიწადია. თერთმეტი მისი წინაპარი შავი და ულმობელი იყო ქართველი ხალხისათვის. მტარვალის მძვინვარებამ საზღვარი არ დაიდო _ მთელი საქართველო გააგოლგოთა. არც სული დაუტევა უწამებელი, არც ხორცი, არც კერა დაუნარჩუნა წაუბილწავი, არც ეკლესია. არც ზნეობა დაინო, არც ტრადიცია; მამაპაპეული მიწა-წყალიც არ დაზოგა: მისი ერთი ნაჭერი გაასაჩუქრა; დანარჩენზე უცხო [...]
კოკოითი ამ ხელისუფლების საქმეს აკეთებს 2007
ახალი თაობა 25.07.2007 საქართველოს დაშლა ოფიციალურად დაიწყო შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, კოკოითის ბოლო მუქარის ტონს როგორ შეაფასებდით და საერთოდ, იმ პროცესებს, რომლებიც ამ რეგიონთან დაკავშირებით ვითარდება? _ კოკოითის ტონი და მოქმედებები, გამონათქვამები, არანაირად არ არის საინტერესო სერიოზული პოლიტიკისთვის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ კოკოითი არც არასდროს წარმოადგენდა რაიმე მნიშვნელოვან [...]
დავით გარეჯის სამხედრო წვრთნები (სკანდალი) 2011
ყოველკვირეული ჟურნალი გუმბათი #13 28.03-3.04.2011 დავით გარეჯის ტერიტორიაზე სამხედრო წრთვნები დაიწყეს დავით გარეჯის სამხედრო წვრთნები (სკანდალი) შორენა კოწოწაშვილი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ბოლო დღეებში საგანგაშო ინფორმაციები ვრცელდება. ორიოდე კვირის წინ გავრცელდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის კომენტარი, სადაც ნიკა ვაჩეიშვილი გარეჯელი ბერების საქმიანობით პროკურატურის დაინტერესებაზე საუბრობდა. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ საქართველოს [...]
გაერომ სააკაშვილს ყური აუწია 2006
ახალი თაობა 16.10.2006 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით გაეროს მიერ ორი დღის წინ მიღებულ რეზოლუციას და რაზე მიანიშნებს ეს გადაწყვეტილება? _ უპირველეს ყოვლისა, იმაზე მიანიშნებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ეჭვის თვალით უყურებს (და ეს ძალიან ლოგიკურიც არის) საქართველოს ხელისუფლების ამ უაზრო სპექტაკლებს, ამ გაუწონასწორებელ, არათანმიმდევრულ ნაბიჯებს. ამ რეზოლუციით, პრაქტიკულად საქართველოს ხელისუფლებას [...]
არჩევნებში მონაწილეობა არანაირ შედეგს არ მოიტანს 2006
ახალი თაობა 20.09.2006 გამორიცხულია ვითანამშრომლოთ არჩევნებში მონაწილესთან შორენა კოკორაშვილი ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, მართალია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ ღებულობთ, მაგრამ ალბათ წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად ადევნებთ თვალს. როგორ აფასებთ პოლიტიკოსების აღებულ რიტმს და რა შედარებას გააკეთებდით იმ პერიოდის არჩევნებთან, როდესაც არჩევნებში უშუალოდ ღებულობდით მონაწილეობას?
ილია ჭავჭავაძე: ზოგიერთი რამ
I რაკი ჩვენს ღარიბს ლიტერატურაზედ და ეხლანდელს მწერლობაზედ დაიწყებ სადმე ლაპარაკსა, მაშინვე რაღაც მოდუნებულის პირის მთქნარებითა და, თითქო რაღაც სიმზაკვრით სავსეს სიხარულითა, მოგახლიან ხოლმე: ეხლანდელს მწერლებს ენა არ უვარგათო. მეც, ცოტად თუ ბევრად, ამაზედ თანახმა ვარ, მაგრამ ერთი ეს მინდა ვიკითხო: გვაქვს კი ენა, რომ ვიწუნებთ კიდეც?.. ვიცი, ამ ჩემს, პირველ შეხედვით უსაფუძვლო, კითხვაზედ მე [...]
სახალხო პარტიის 2013 წლის 25 ივლისის კონფერენციის რეზოლუცია
სახალხო პარტიის 2013 წლის 25 ივლისის კონფერენციის რეზოლუცია 1.-საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის გასვლის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის სულიერი და მატერიალური მდგომარეობა გაუსაძლისია; ქართველების ერთი ნაწილი დღეს, ახლა, ამ წუთებში, როდესაც ამ რეზოლუციას ვიღებთ, იტანჯება დამპყრობლებისა და სეპარატისტული რეჟიმების უღელქვეშ;
ივანიშვილი დაემსგავსა იმ რაკეტას, რომელმაც რეიტინგდაკარგული პარტიები დააბრუნა ორბიტაზე
მამუკა გიორგაძე – ივანიშვილი დაემსგავსა იმ რაკეტას, რომელმაც რეიტინგდაკარგული პარტიები დააბრუნა ორბიტაზე პარაიმ ტაიმის ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილი დაემსგავსა იმ რაკეტას, რომელმაც რეიტინგდაკარგული პარტიები დააბრუნა ორბიტაზე – ამის შესახებ განცხადება “სახალხო პარტიის” ლიდერმა მამუკა გიორგაძემ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისივე თქმით, პარტიების დაფინანსების წესებთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკა გრძელდება და სხვადასხვა ჯგუფები საკუთარ პარტიებზე ირგებენ პოლიტიკურ [...]
ეროვნულ ძალებს მაღალი მოვალეობა გვაწევს
მოსაზრება (29.07.2013) “რეზონანსი” საქართველოს არცერთი ეკრანიდან და არც ერთი მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან არ ისმის საქართველოს ისტორიულმასშტაბიანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ხსენება, როგორც ყოველგვარი პოლიტიკის აბსოლუტურად სავალდებულო შეუვალი რეგულატორისა. ეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების დაუშვებელი ხარვეზია, რომლის გამოსწორება მოქალაქეთა მოვალეობაა. ყველაზე მეტად ეს ვალი გვაწევს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებად ნამყოფ ადამიანებს. ქვემორე ხელმომწერნი ვასრულებთ ამ წმინდა მოვალეობას იმ [...]