მამუკა გიორგაძე – ივანიშვილი დაემსგავსა იმ რაკეტას, რომელმაც რეიტინგდაკარგული პარტიები დააბრუნა ორბიტაზე პარაიმ ტაიმის ინფორმაცია
ბიძინა ივანიშვილი დაემსგავსა იმ რაკეტას, რომელმაც რეიტინგდაკარგული პარტიები დააბრუნა ორბიტაზე – ამის შესახებ განცხადება “სახალხო პარტიის” ლიდერმა მამუკა გიორგაძემ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე თქმით, პარტიების დაფინანსების წესებთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკა გრძელდება და სხვადასხვა ჯგუფები საკუთარ პარტიებზე ირგებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.
“ყოველი არჩევნების წინ პარტიების დაფინანსების საკითხი ხდება ვაჭრობის თემა. არსებობენ ჯგუფები, რომლებიც მათთვის სასურველ შედეგს იღებენ და საკუთარ პარტიაზე ირგებენ. სამწუხაროა, რომ ახალი ხელისუფლება ამ საკითხებთან დაკავშირებით ძველი მეთოდებით აგრძელებს მუშაობას. ამ ფონზე კი ივანიშვილი დაემსგავსა იმ რაკეტას, რომელმაც ხალხის თვალში რეიტინგდაკარგული პარტიები დაუბრუნა ორბიტას. ჩვენ დღეს 2003 წლის რევოლუციის გადარჩენასთან გვაქვს საქმე. 2003 წლის მოვლენების რეანიმაცია კი დაუშვებელია”, – აცხადებს გიორგაძე.
მამუკა გიორგაძე – გუნავასთან მიმართებაში თავიდანვე ყველაფერი გათვლილი იყო
გუნავას გათავისუფლება და მის ბრალეულობასთან დაკავშირებული საკითხები მეტყველებს იმაზე, რომ თავიდანვე ყველაფერი გათვლილი და გათვალისწინებული იყო. ამის შესახებ “სახალხო პარტიის” ლიდერმა მამუკა გიორგაძემ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში განაცხადა.
მისივე თქმით, “სახლემწიფოს წინაშე დანაშაულის ჩამდენთა მისამართით ადგილი აქვს სასათბურე პირობების შექმნის მცდელობას”.
“თენგიზ გუნავას ირგვლივ განვითარებული მოვლენები მეტყველებს იმაზე, რომ თავიდანვე ყველაფერი გათვლილი და გათვალისწინებული იყო. გუნავას ბრალი დაედო უმნიშვნელო საკითხზე, სამწუხაროა, რომ თავიდანვე ყველაფერი გათვლილი და გათვალისწინებული იყო”, – აცხადებს გიორგაძე.