- 18 მარტი 2014 17:16 NEWS.GE
„სახალხო პარტია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიმართოს მსოფლიოს თანამეგობრობას და მოითხოვოს სანქციების დაწესება აფხაზი და ოსი სეპარატისტი თანამდებობის პირების მიმართ.
„ევროკავშირმა იმ რუსი და უკრაინელი მაღალჩინოსნების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც სანქციები დაუწესა. ესენი არიან რუსი და უკრაინელი მაღალჩინოსნები (სულ 21 ადამიანი), ვინც პასუხისმგებელია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე.
ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ითვალისწინებს სავიზო აკრძალვებსა და ანგარიშების გაყინვას. ანალოგიური სანქციები დააწესა აშშ-მ და კანადამ. ვრცლად »