ხელისუფლებასთან ერთად სწორედ ოპოზიციაა პასუხისმგებელი აგვისტოს თვეში დაღვრილ სისხლზე… .2009

giorgadze_mamuka

გვესაუბრება სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე.  საერთო  გაზეთი   #4(36) 4.02.2009

_ ბატონო მამუკა, 29 იანვარს ოპოზიციის მიერ ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელშიც სამი ძირითადი პუნქტია ჩადებული: 1) სააკაშვილის უპირობო გადადგომა, 2) საარჩევნო კოდექსის შეცვლა და 3) ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

რამდენად ეთანხმებით ამ მემორანდუმს?
_ რა თქმა უნდა, ვეთანხმები, უფრო მეტიც _ დაინტერესებული ვართ მათი რეალიზებით. თუმცა, საინტერესოა ის გარემოებაც, როგორ წარმოუდგენიათ
ამ პუნქტის განხორციელება თავად მათ, ვინც ამას ხელი მოაწერა, ანუ რა საფუძველს
ეყრდნობა ეს ფარატინა ქაღალდი მათი გათვლით? საინფორმაციო სივრცის შევსებას, ტელევიზიაში გამოჩენას, მტკიცებას იმისა, რომ ნამდვილად ოპოზიციური პარტიები არიან, როგორც ამის დამტკიცებას ცდილობს ბურჯაანძე, ნოღაიდელი, ალასანია და ა.შ. თუ ნამდვილად სააკაშვილის გადადგომას? მაშინ, ამ ქაღალდზე დაწერის შემდეგ
უნდა დააარსონ ერთიანი საკოორდინაციო ცენტრი, დაჯდეს ყველა პარტია, დასახონ გეგმა, როგორ გაკეთდეს ეს ყველაფერი, რაშიც ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას. მაგრამ თუ ისევ ძველებურად ფიქრობენ საარჩევნო კოდექსის შეცვლას, აჯობებს, საერთოდ არ შეიცვალოს.
_ როგორ ფიქრობთ, დღესდღეობით, რამდენად განხორციელებადია ეს პუნქტები?
_ სწოერდ ესაა საქმე. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ განვახორციელოთ ესა თუ ის გეგმა, არამედ _ რა განვახორციელოთ. იმაზე თუ ვფიქრობთ, როგორ წარმოგვიდგენია საარჩევნო კოდექსი, როცა მის შეცვლაზე ვსაუბრობთ? რა მიაჩნიათ სამართლიან კოდექსად? Eსაა მთავარი, თორემ, ეგრე, საქართველოს აშენება არ მინდაო, რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის? მაგრამ მნიშვნელოვანია, თუ როგორ
წარმოუდგენია მას ქართული სახელმწიფო, რა განსაზღვრავს დემოკრატიის ხარისხს? რამდენი მამათმავალი გაივლის რუსთაველზე თუ რამდენად დაცულია ადამიანის უფლებები? რა იმალება ამ ქაღალდზე დაწერილ სიტყვებს ქვეშ, ზუსტად ესაა გასარკვევი, თორემ, ასე სააკაშვილიც იძახის _ დემოკრატიას ვაშენებო და დემოკრატიული საარჩევნო კოდექსი მინდაო… აბა, რომელი დამნაშავე იტყვის _ დამნაშავე ვარო?! თუ ეს არ გამოვიძიეთ, მაშინ ეს ქაღალდი, უბრალოდ, იმის
იმიტაციაა, რაც სააკაშვილს სჭირდება და არა _ ქვეყანას.
_ რატომ მაინც და მაინც სამი პუნქტი და არა ერთი მთავარი _ სააკაშვილის უპირობო
გადადგომა? ხომ შეუძლია მან ეს ვითარება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, მოგვიგდოს ახალი კოდექსი, დანიშნოს თუნდაც საპარლამენტო არჩევნები და თვითონ
განზე დარჩეს, როგორც 2007-2008 წელს გააკეთა? ხომ არ ხდება ამით სააკაშვილის ხელისუფლების ხელივნურად შენარჩუნება? რატომ ემთხვევა აქ ერთმანეთს ოპოზიციი სა და სააკაშვილის მიზნები?
_ სამწუხაროდ, ეს ადამიანები ხელისუფლების მიერ პროპაგანდისტულ იდეებზე წამოგებულნი არიან. ის, რომ ოპოზიცია ერთიანი იყოს, თეორიულად, შეუძლებელია. შესაბამისად, არც ისეთი ამოცანები უნდა დაისახონ, რომლებსაც ვერ ამოხსნიან. ეს ხელისუფლების პროპაგანდაა, რადგან ოპოზიციაში არიან გარკვეული პოლიტიკური
ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლებისგან მართვადია. როცა ითქვა, რომ თითქოს,
ერთიანნი იყვნენ, მალევე დაიშალნენ. ეს იყო ოპოზიციის მორალური დაცემა, რამაც საზოგადოებაში ადექვატური უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია. იმისთვის თუ გაერთიანდნენ, რომ ერთად ევაჭრათ ხელისუფელბასთან, ეს სხვა საქმეა. ოპოზიციამ 2007 წლის ნოემბერში, მართალია, ორი მოთხოვნა წამოაყენა, მაგრამ მათი ერთადერთი
იურუდიული მოთხოვნა იყო გაზაფხულზე კანონით გათვალისწინებულ ვადაში არჩევნების ჩატარება, ხოლო გადადგომის მოთხოვნას, უბრალოდ, სიტყვის მასალად იყენებდნენ ხალხის თვალის ასახვევად. დღესაც ანალოგიური რამ ხდება, ხელს უწყობენ სააკაშვილს _ შექმნილი პოლიტიკური ვითარება თავის სასარგებლოდ მოირგოს. მთავარი ის კი არაა, როდის რამდენ საკითხს დავაყენებთ, არამედ ის, რამდენად რეალისტურია მოთხოვნა და რამდენად ვმუშაობთ მისი განხორციელებისათვის. ქაღალდს ხელი მოაწერეს და იმას ამბობენ, ჩვენ სათითაოდ მივაღწევთ ამას ჩვენი დასახული გზებითო. ეს გეგმები რომ ერთმანეთის
საწინააღმდეგოა, ვერ ხვდებიან? სააკაშვილი რომ დღეს გადადგეს და 40 დღეში არჩევნები დაინიშნოს, მოვასწრებთ შეთანხმებას თუ როგორი საარჩევნო კოდექსი გვინდა? რა თქმა უნდა, ვერა! ამიტომ, ეს დრო ფარატინა ქაღალდებს და დეკლარაციებს კი არა, სწორედ ზემოთაღნიშნულ შეთანხმებებზე უნდა იხარჯებოდეს. ე. ი. 300 ათასი კაცი იმისთვის იდგა გარეთ წვიმაში, ქარში და ყინვაში, რომ სააკაშვილისგან მართული ოპოზიცია მიეღოთ? სააკაშვილი რომ იძახის, ოპოზიციის წარმომადგენლები ამა და ამ წლის თავმჯდომარეები და ხელმძღვანელები არიანო, ამით დასავლეთი შეცდომაშია შეყვანილი, იტყვიან _ აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ კომისიას ოპოზიციის წარმომადგენელი ხელმძღავნელობდა, კოსტიტუციის
განხილვებში თავიანთ სიტყვას ამბობენ და აქტიურობენო. ე. ი. ამ 300 ათასი ადამიანის აქტიურობამ უარესი შედეგი მოგვცა. მაშინ იმას მაინც გავიგებდით ვინ იყო ოპოზიციაში და ვინ _ არა. თავად შევუწყვეთ ხელი ცალსახა უარესი მდგომარეობის შექმნას. ამიტომაა გათვლა საჭირო, რომ უაზრო აქტიურობამ და სირბილმა უარესი შედეგი არ მოგვცეს.
_ თქვენ რა კონკრეტული გზით აპირებთ ამ პრობლემის წარმოჩენას?
_ ჩვენ გვაქვს დოკუმენტები და საჭირო შემთხვევაში, შეგვიძლია მათი გამოყენება. პირველ რიგში უნდა განვიხილოთ სააკაშვილის ხელისუფლების საქმიანობა, რომ სწორედ წავუყენოთ ბრალდებები, რადგან თუ დიაგნოზი არასწორია, მკურნალობაც უშედეგო იქნება. შემდეგ უნდა გამოვყოთ კრიტერიუმები, მაგრამ გარკვეული უნდა გვქონდეს რა არის კრიტერიუმები. მაშინ, როცა პოლიტიკური და საზოგადოებრივი თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება, რამდენად რეალურია ქართველი ერის ამ
საერთო ღირებულებებით წარმართვა. ამაში უნდა შევთანხმდეთ. წინააღმდეგ
შემთხვევაში, აზრი არ აქვს პეტრეს პავლეთი ჩანაცვლებას. ჩავანაცვლეთ შევარდნაძე სააკაშვილით და ამით რა ხეირი ვნახეთ? ასე რომ, უნდა შევთანხმდეთტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმაზე, რუსეთის მიერ შემოთავაზებულ კონცეფციაზე _ არის თუ არა მისაღები.
_ თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რამდენად მისაღებია?
_ ჩვენთვის კონცეფცია მიუღებელია. მაშინ, როცა რესპუბლიკური პარტია სხვა პარტიებთან ერთად მხარს უჭერდა აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობების აღდგენას, კისერს იმტვრევდნენ, რომ სანაკოევი პრეზიდენტი ყოფილიყო. ამ ხალხთან ერთად როგორ უნდა ვიბრძოლო ხელისუფლების წინააღნმდეგ, წარმოუდგენელია. უპირველესად, ამ პოლიტიკური ჯგუფების პოლიტიკური წარმომავლობა და მიმართულებაა გამოსაკვლევი. თუნდაც საკონონმდებლო საკითხები… არსებობენ პრივილეგირებული სუბიექტები, რომლებიც ხელისუფლებისგან ფინანსდებიან და არაპრივილეგირებული სუბიექტები, რომლებიც ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან. თუნდაც ენგურჰესის რუსულ ბიზნესჯგუფზე გადაცემა, ესაა დამამტკიცებელი არგუმენტი, რომ საქართველო რუსეთის ინტერესებს ემსახურება ჩვენი ხელისუფლების წყალობით. ამაშიც აუცილებელია ერთიანი აზრის მიღწევა.
_ როგორ წარმოგიდგენიათ ამ ერთიანი აზრის მიღწევა?
_ ეს უნდა მოხდეს ეროვნული თანხმობის პრინციპით. ხელისუფელბაში სააკაშვილის მოღვაწეობა ქვეყნისთვის დამანგრეველია. მაგრამ აქ არ შეიძლება იბრძოლო იმ ადამიანების გვერდით, ვინც სააკაშვილს მხოლოდ იმისთვის გაემიჯნა, რომ ფული, ადგილი საარჩევნო სიებში და თანამდებობები ვერ გაიყვეს. ესენი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებენ, რადგან თავად არიან ამ პრობლემების შემოქმედნი. ამიტომ, ამ ხელისუფლებას, აუცილებელია ერთიანი ქართული ცნობიერებით ვებრძოლოთ, საერთაშორისო სტარნარტების დონის კანონებით, ქართული ეროვნული მოძრაობით, იმ
მეთოდებით და ფორმატებით, რომლებსაც დიდი ხანია ვიცნობთ და მონაწილეობაც მიგვიღია. სხვანაირად გამარჯვება წარმოუდგენელია.
_ თქვენ ამბობთ, რომ ოპოზიცია ხელისუფლების მიერაა მართვადი. რა კონკრეტულ არგუმენტებს ეყრდნობით ამ მოსაზრებაში და თუ შეგიძლიათ ხალხისთვის
ამის დამტკიცება? შაზოგადოებას ხომ შეუძლია თვით ამ ოპოზიციის შეცვლა, რის შემდეგაც ერთი ნაბიჯია ხელისუფლების შეცვლამდე?
_ რაც შეეხება მტკიცებულებებს, ჩვენ ვანო მერაბიშვილი არ ვართ, რომ
თითოეული შეხვედრის საუბარი ჩაგვეწერა. არგუმენტად ისიც საკმარისია, რომ
თვალი გადავავლოთ მათ მიერ განვლილ გზას. ყველაზე კრიტიკულ დღეებში,
როგორიცაა 26 მაისის აღნიშნვა, ოპოზიციამ ხალხი `აჭარასთან~ წაიყვანა და
სანამ რუსთაველზე მივიდნენ, მიშა წასული დახვდათ. ინაუგურაციის დღეს
კი იპოდრომზე მოუნდათ პროტესტის დაფიქსირება, როცა მთელი მსოფლიოს კამერები რუსთაველზე იყო მიმართული. თუნდაც 23 ნოემბერს რევოლუციის აღნიშნვის დღეს, რომელსაც მხოლოდ ბოლშევიკურ ქვეყნებში აღნიშნავენ, აბა რომელ ნორმალურ სახელმწიფოში აღინიშნება რევოლუციის და ხელისუფლების სათავეში მოსვლის დღე? ამ დღესაც დიდ დიღომში, იმედის შენობასთან შეიკრიბნენ. ერთი სიტყვით, ყველაზე
კრიტიკულ მომენტებში ოპოზიცია ხელისუფლებას პრობლემებს აცილებს თავიდან.
300 ათასი კაცის ყინვაში გამოსვლა ოპოზიციამ ეროვნული ნიჰილიზმის დონეზე დაიყვანა, რაც ელემენტარული დანაშაულია. აბა ახლა დაუძახონ ხალხს, თუ გამოვა. რომ გაიძახიან _ ბურჯანაძეს არა აქვს უფლება ოპოზიციად იწოდებოდეს და კენჭი იყაროსო, თვითონ ამისი რა მორალური უფლება გააჩნიათ, როცა ქვეყანა ამ მდგომარე-
ობამდე მიიყვანეს? თავიანთი უუნარობის გამო, ხელისუფლებასთან გარიგებაზე რომ არ წასულიყვნენ და მყარად ემართათ ხალხი, არც აგვისტოს მოვლენები მოხდებოდა და არც ამდენი სისხლი დაიღვრებოდა. ხელისუფლებასთან ერთად სწორედ ოპოზიციაა პასუხისმგებელი აგვისტოში დაღვრილ სისხლზე. ოპოზიცია ხელისუფლებასთან
უნისონში ახდენს საზოგადოებრივი აზრის მონოზოპოლიზებას. თუ გახსოვთ პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭოს დანიშნვა? ვითომ დაპირისპირება მონოპოლიზებულ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ასევე ცესკოში. Xელისუფელბა ოპოზიციას ხელს უწყობს, რომ ოპოზიციად წარმოჩინდნენ ხალხის თვალში, სინამდვილეში კი ეს ერთი ძალის ორი განშტოებაა! იდეოლოგიურად ერთი სტრუქტურაა! თუნდაც განათლების კანონთან ბოკერიასი და ლევან ბერძენიშვილის დამოკიდებულება გავიხსენოთ. ამ კანონს ბერძენიშვილი წარმატებულად მიიჩნევდა. უბრალოდ, ლოტოტრონი არ მოსწონდა, თორემ, სასულიერო პირს რომ ბავშვთან კონტაქტი ეკრძალებოდა, ეს მისთვის მოსაწონი იყო. არგუმენტია ისიც, რომ თავად ყვებიან, თუ
როგორ დაურეკა მიშამ მათ და როგორ სთხოვა, რუსთაველზე ხალხი არ გაეყვანათ. როგორ შეხვდნენ ვითომ შემთხვევით გერმანიის ერთ-ერთ მაღაზიაში ქვეყნის პირველი პირი და ოპოზიციის ლიდერი. გარდა ამისა, თავად რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ 7 ნოემბრის საღამოს დარბევის შემდეგ ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ისხდნენ და რაღაც საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრობდნენ… რა უნდა მოხდეს ამაზე უარესი? ეს პარტიები დიდ თანხებს იღებენ ხელისუფლებისგან და თუკი არ აწყობს ხელისუფლებას მათი არსებობა, რიღასთვის აფინანსებს? ხელისუფლებასთან ერთად მხილებული უნდა იყოს
ყველა მისი თანამოაზრეც!
ეკა რობაქიძე

 

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress