1-05-2014, 12:47 iverioni.com.ge
აქტუალური ინტერვიუ “სახალხო პარტიის” თავმჯდომარესთან ბატონ მამუკა გიორგაძესთან
- ბატონო მამუკა, თქვენის აზრით რა გახდა აკნტიდისკრიმინაციული კანონის დაჩქარებული წესით პარლამენტში “შემოგდების” მიზეზი. რამდენად სავალდებულოა ნაუცბათევად მისი მიღება ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტის ხელმოწერისთვის?
- ის, რომ ეს კანონი ევროპისკენ ორიენტირებული ხალხისთვის მიუღებელია, ევროკავშირის ბრალი არ არის. ჩვენი ხელისუფლება ამ კანონის მიუღებელ ,,რაღაცებს” აბრალებს ევროპას. ეს ნიშნავს იმას, რომ ის არ არის დაინტერესებული ევროპისკენ სწრაფვაში. მას საკუთარი ზრახვები აქვს, რაც აშკარაა. ჩვენს ხელისუფლებას იმის საპირისპირო შედეგი რომ მიეღო, რაც დღეს საზოგადოებაშია, თავის თავზე უნდა აეღო პასუხისმგებლობა. მან კი თქვა, რომ მე ვარ კარგი, ევროპა კი ჩემგან ითხოვს მიუღებელსო. თუ ხელისუფლება ვერ იცავს საკუთარ ხალხს, მაშინ წაბრძანდეს სახლში და დაუთმოს ადგილი მას, ვინც ევროკავშირისკენ სავალ გზაზე დაიცავს საქართველოს სპეციფიკურ ინტერესებს. ეს უნდა გააცნობიეროს ჩვენმა საზოგადოებამ. ჩვენ ცუდი მთავრობა გვყავს, რომელსაც პასუხი უნდა მოვთხოვოთ!
რაც შეეხება ამ კანონის დღის წესრიგში ნაუცბათევ დაყენებას, ამით ხელისუფლება ხალხს შიდადაპირისპირებისკენ უბიძგებს, რაც იქითკენაა მიმიმართული, რომ ევროპამ აქეთ თქვას ჩვენზე უარი. ეს შიფრავს კანნონპროექტის ავ ზრახვებს. როცა მისი ერთ-ერთი ავტორი თეა წულუკიანი ერთ დროს მინარეთების მშენებლობას კრძალავდა ,მაშინ არ ითხოვდა ევროპა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას?! პირდაპირ გეტყვით: ადრინდელი და დღევანდელი ხელისუფლება ერთმანეთს ეჯიბრებიან პროფესიონალურ პროვოკატორობაში! ვრცლად »