სახელისუფლებო კლანების დასუსტდება ივანიშვილის ინტერესებშია

SONY DSC

შორენა კოწოწაშვილი  ”ახალი თაობა” 14.05.2014

ინტერვიუ სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან
_ ბატონო მამუკა, რა აჩვენა `რუსთავი 2~-ის მიერ ფარული სატელეფონო ჩანაწერების გავრცელებამ და საერთოდ, რა პოლიტიკური ვითარებაა ამ დროისთვის ქვეყანაში?
_ ისე, როგორც ყოველთვის, თითოეულ მოვლენაში ისახება სპექტრი საკითხებისა, რომელიც აქტუალურია ქვეყნის ამა თუ იმ პერიოდის პოლიტიკურ ცხოვრებაში. აქაც თავს იჩენს ის ვითარება, რომლშიც ვიმყოფებით და რამდენიმე განზომილება შეგვიძლია ვთქვათ ამ ვითარებისა. გვაქვს ერთის მხრივ, იდეოლოგიური თანამშრომლობა ხელისუფლების შიგნით არსებულ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ყველა პრინციპულ საკითხზე ამ ადამიანებს ისეთი იდეალური თანხმობა აქვთ, რომ ერთი კაციც კი არ გამდის ამ თანხმობის საწინააღმდეგოდ. მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ ე.წ. თვითმმართველობის კანონში რეგიონალიზმის შემოცურების მცდელობა; დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლოს კანონთან დაკავშირებითაც ასეთი იდილიაა. ასეთი ორგანიზებულობა მრავალ სხვა კანონთან დაკავშირებით ნათლად მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ პრაქტიკულად ძირითად საკითხებში ამ ორ ჯგუფს აქვს პოზიციათა სრული თანხვდენა. ხოლო ბუსუსებიან პრეზერვატივთან და სხვა საკითხთან, რა თქმა უნდა, დრამატული სპექტაკლებით უნდა გადაფარონ ეს იდილია. ეს ერთი, მიმართულება; მეორე _ ოცნების და ნაცმოძრაობის გარკვეული ჯგუფები ერთმანეთთან ძალიან იდეალურ თანამშრომლობაში იმყოფებიან. ნაწილი `ოცნებიდან~ ნაწილი ნაცმოძრაობიდან უფრო მეტ საერთოს პოულობენ, ვიდრე `თავისიანებთან~. ფაქტობრივად, ხელისუფლების ახალ კონფიგურაციად ჩამოყალიბების მცდელობასთან გვაქვს საქმე და შესაბამისად, ნაცმოძრაობის ზოგიერთი წარმომადგენელი უფრო ახლოს არის `ოცნების~ ზოგიერთ წარმომადაგენელთან და პირიქით, ვიდრე საკუთარი პარტიის წარმომადგენლებთან. შესაბამისად, გრძელდება ეს დრამატული სპექტაკლები და ხალხის გაბითურება, რომ ვითომ რაღაც პრინციპალ პოლიტიკურ დაპირისპირებას აქვს ადგილი. პოლიტიკურად ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებში ეს ხალხი ერთნი არიან, ხოლო ძალაუფლების ბრძოლისათვის, რა თქმა უნდა, სისხლის უკანანსკნელ წვეთამდე იბრძოლებენ. აი, ეს ვითარებაა დღეს, ახალი ხელისუფლების ძველთან თანამშრომლობა _ სრული განუკითხაობაა.
_ რაც შეეხება ფარული სატელეფონო ჩანაწერების ტელევიზიით გავრცელებას და რას იტყვით ხელისუფლების პოზიციაზე, რომელიც ფიქრობს, რომ დღეს მმართველ გუნდს ოპოზიცია უსმენს?
_ აბსურდამდე მიდის საქმე. თუ ოპოზიცია უსმენს, ეს მაინც ხელისუფლების პრობლემაა იმიტომ, რომ უკანონო მოსმენები ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს. თუ ხელისუფლება უსმენს და ხელისუფლებდან გადის მოწინააღმდეგ მხარეს ინფორმაცია, ეს მეორე უბედურებააKდა კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველის ხელისუფლება არ ყავს, საქართველის პატრონი არ ყავს. საქართველოს დღეს წარმოდგენილი პოლიტიკური სპექტრი ჩართულია ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, რასაც ქვეყნის ინტერესები ეწირება. ახლა უშუალოდ მოსმენებთან დაკავშირებით – მოგვისმინონ, ბატონო. ოღონდ მოგვისმინონ და რამე გაითვალისწინონ, ვინ ოხერი წინააღმდეგი იყოს. მოგვისმინონ, იქნებ რამე დასკვნები გააკეთონ; იქნებ რაღაც შეიცვალოს მათ ფსიქიკაში თუ პოლიტიკურ ხედვებში. აქ ეს პრობლემა არ დგას, მით უმეტეს თუ ავიღებთ იმ გარემოებას, რომ ტერიტორიებ ოკუპირებული ქვეყანა ვართ, ფაქტობრივად, საბრძოლო მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ვართ. მთელი უბედურება ისაა, რომ ამ მოსმენებს პოლიტიკური ბრძოლისთვის რომ იყენებენ. შესაბამისად, `ოცნების~ გარკვეული ნაწილი ხელს უწყობს, ნაცმოძრაობის გარკვეულ ნაწილის, რათა ამ უკანასკნელებმა მათგან კონტროლირებული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით `ოცნების~ ხელისულების იმ მეორე ნაწილს დაუპირისპირედნენ, რომელთანაც `ოცნების~ პირველ ნაწილს აქვს დაპირისპირება. ძალიან რთული წინადადებაა თავისთავად, მაგრამ ფაქტი სახეზეა. როდესაც ხელისუფლების შიგნით ინტერესთა ასეთი დაპირისპირებაა, ბუნებრივია, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა გადართულია ამ დაპირისპირებაში მონაწილეობაზე და არა სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე. შესაბამისად, ნებისმიერი, რაც არ უნდა კეთილშობილური იდეა იყოს, თუნდაც ის, რომ 21-ე საუკუნეში პირადი ცხოვრების დაცვაზე გვიწევს საუბარი, ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ძალაუფლების, გავლენების და შესაძლებლობებისთვის ბრძოლოს ფორმას ღებულობს და არა იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში წესრიგი, კანონიერება დავამკვიდროთ.
_ ხელისუფლების ინტერესებშია, რომ უსმინოს ნაციონალურ მოძრაობას?
_ აქ დგება საკითხი: ხელისუფლება ერთიანია? ხელისუფლებაში არის ერთი ინტერესი? `ოცნება~ ერთიანი გუნდია? ამაში ჩვენ ეჭვი გვეპარება და ეს ყოველდღიურად ჩანს. როდესაც პრემიერ-მინისტრი იტყვის, რომ მთავრობაში არა მყავს მოღალატე და თუ მეყოლება, მას გავუსწორდები, ეს რა თქმა უნდა, ჩემ და თქვენ წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს მიმართულია მთავრობის კაბინეტში მყოფი პიროვნებების მიმართ. როდესაც ასევე პრეზიდენტი რომ მივა იმ ღონისძიებაზე, რომელიც მიმართულია პრემიერის წინააღმდეგ, ეს ხომ ყველასთვის თვალნათელია. ხომ ყველა ვხვდებით, აქ იმიტომ კი არ მიდის ბრძოლა, რომ რატომ გვისმენენ?! არამედ ბრძოლა მიდის უშუალოდ ღარიბაშვილის წინააღმდეგ. აი, ეს არის ქვეყნისთვის ცუდი. ამ შემთხვევაში, როგორც სახალხო პარტიის თავმჯდმარეს, წესით უნდა მიხაროდეს, რომ ხელისუფლებაში ასეთი დაპირისპრებაა, მაგრამ არ მიხარია იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის იქნება ცუდი. ე.ი. “უხილავი” ჯოხი მართავს სიტუაციას. როგორც კი რეჟისორს დასჭირდება, `ოცნების~ და ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, გუგულებივით შეხმატკბილებულად ხმას აძლევენ ქვეყნის საწინააღმდეგო და ქართული საზოგადოებისთვის საწინააღმდეგო კანონს. ერთი კაცი არ აღმოჩნდა პარლამენტში, რომელიც იტყოდა _ პატრიარქს მოვუსმინოთ; ან იტყოდა, მე ამ კანონს მხარს არ დავუჭერ. ასეთი ერთსულოვნება კიდევ ერთხელ არის დამამტკიცებელი შექმნილი მონოპოლისტური გარემოსი. ისევე როგორც თავის დროზე იგივე თვითმმართველობის კანონში, რეგიონალიზმის ანუ საქართველოს იოლად დაშლადი სახელმწიფოებრივი სტრუქტურის დამტკიცების საქმეში პრაქტიკულად პარლამენტში წინააღმდეგობა არ ყოფილა. ე.ი. მთავარ საკითხებში და მრავალ საკითხში რეჟისორი არეგულირებს სიტუაციას. როდესაც შიდა კლანურ დაპირისპრებაზე მიდგება საქმე, იქ რეჟისორი ამ დაპირისპირების საშუალებას აძლევს. ამიტომ ვიღებთ, რომ თუნდაც ისეთ უმნიშვნელოვანესი საკითხი, როგორიც არის მოსმენები, შიდაკლანური ინტრიგების საგანია. ეს არ არის ბრძოლა იმისთვის, რომ ქვეყანაში წესრიგი დამყარდეს. ეს არის ბრძოლა ერთი სახელისუფლო კლანის, მეორესთან დაპირისპირებისა.
_ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიას სხვა სატელეფონო საუბრების ჩანაწერებიც აქვს. ფიქრობთ, რომ გამიზნულად გამოქვეყნდა სწორედ ალასანია-ბოკერიას და უსუფაშვილ-უგულავას საუბრები, ხელისუფლების შიგნით განხეთქილება რომ უფრო გაეძლიერებინათ?
_ რა თქმა უნდა, თავისთავდ ცხადია. ეს რეალობაა. როდესაც ელემენტარულად ყველამ ძალიან კარგად იცის, რესპუბლიკური პარტიისგან კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ეს ვინმესთვის დაფარულია? ვითომ ინარჩუნებენ კარგ ტონს, ცუდი თამაშის პირობებში. თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ დაპირისპირებულები არიან; და რომ ეს ტალღა პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ არის აგორებული და არა საქართველოსთვის. როცა პრეზიდენტი განაცხადებს, რომ ფარული ჩანაწერი ამაზრზენია, ვის უტყამს ამით? _ პრემიერს. როდესაც პრეზიდენტი მივა იმ არასამთავრობოთა შეკრებაზე, რომლებიც ითხოვენ პრემიერისგან, _ რატომ გვისმენ?! და იქვე მივა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ეს ხომ გასაგებია, რომ პოლიტიკურ კლანებს შორის სერიოზული დაპირისპირების გამოხატვაა.
_ გამოდის ქვეყანაში ძალიან რთული, შეიძლება ითქვას, საგანგაშო ვითარებაა.
_ რა თქმა უნდა, ძალიან საგანგაშოა. სახალხო პარტიას და ოპოზიციურად განწყობილ ნებისმიერ ჯგუფს თითქოს უნდა უხაროდეს, როცა ხელისუფლებაში ასეთი ვითარებაა, მაგრამ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს არ შეიძლება ეს რომ უხაროდეთ.
_ რეალურად საპარლამენტო არჩევნების წინ ივანიშვილმა აიღო პასუხისმგებლობა ქვეყნის სწორ განვითარებაზე და საზოგადოების უდიდესი ნაწილი მას გაყვა.
_ სწორედა ესაა: როდესაც ივანიშვილს სჭირდება რაღაც საკითხების გატანა, მაშინ `ოცნებაც~ და ნაცმოძრაობაც პრაქტიკულად ერთსულოვნები არიან. როდესაც სოლოლაკიდან გარკვეული მესიჯები არ მოდის, ეს იმას ნინავს, რომ არის თანხმობა შიდაკლანურ დაპირისპირბაზე და დღეს სწორედ ეს მიმდინარეობს.
_ რაზე მიანიშნებთ, ივანიშვილს აწყობს ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ ხელისუფლების და ნაცინიონალების ნაბიჯებში?
_ ვერ გეტყვით, ფაქტი სახეზეა, რომ ეს ნებადართულია. როდესაც `ოცნების~ შიგნით სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს ურტყამენ გამგებლობის თუ მაჟორიტარი კანდიდატობის გამო, ამას ყველა ვხედავთ. ხელისუფლებს იმის მაგივრად, რომ ქვეყნის ინტერესებს იცავდეს, შიდა კნალური ბრძოლებით არის დაკავებული.
_ ეს გასაგებია, თუმცა, რატომ უნდა აწყობდეს ივანიშვილს იმ ხელისუფლების დისკრედიტება, რომელიც თავად მოიყვანა და ეს ხომ მის იმიჯზეც უარყოფითად მოქმედებს?
_ რა თქმა უნდა, მის სახელს უკავშირდება, მაგრამ გარკვეულწილად ის დისტანცირდება ხელსიუფლებსიგან.
_ ანუ პასუხისმგებლობა მოიხსნა ამ ყველაფერზე?
_ რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ უშუალოდ სამართლებრივი, იურიდიული და პოლიტიკური პასუხისმგებლობა სხვებს აქვთ.
_ გამოდის, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი გაწირა დისკრედიტებისა და პოლიტიკური ბრძოლის მთელი სიმძიმისთვის.
_ არ ვიცი, ვინ გაწირა. მაგრამ ამ სიტუაციაში, რაც უფრო დასუსტდება ეს კლანები, ყველა უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ივანიშვილის კეთილგანწყობაზე. ეს ერთი მომენტი.
_ ეს გასაგებია, მაგრამ ეს ვითარება ნაციონალებს ხელს აძლევს ძალები მოიკრიბოს…
_ მგავსი პროცესი ნაციონალების შიგნითაც მიმდინარეობს. თუნდაც ის, რომ ციფრი 5 დააყენეს ეჭვქვეშ იმიტომ, რომ მეორე სუბიექტი შემოეყვანათ ბლოკში, სუბიექტი, რომელიც არავისთვის არაფერს წარმოადგენს, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ის პარტია არაფერს წარმოადგენს, ე.ი. შიგნით რაღაც სამართლებრივ და ფინანსურ გარანტიებს ეძებს გარკვეული ჯგუფები. იგივე დაპირისპირება, რაც იყო თბილისის მერობის კანდიდატზე, ან დავუშვათ ის, რომ ვანო მერაბიშვილს დღეს აღარც ახსენებენ, ოფისიდან სურათიც კი ჩამოხსნეს, სააკაშვილის წასულია და აქაურ ამბებს არც კითხულობს, ეს ყველაფერი ხომ ნათლად მეტყველებს, რომ მსგავსი პროცესი ნაციონალებშიც მიდის.
_ ისიც ცხადია, რომ გავლენიანი ფიგურები ნაციონალებიდან ამ პოლიტიკურ ძალას არ მოშორდებიან, თუნდაც გარკვეული გარანტიებისთვის.
_ ვინ რა იცის, როგორ მოშორდება. ადგილობრივი არჩევნების შემდგომ, ბუნებრივია, ეს პროცესი დასრულდება. შესაბამისად, ხელახალი გადანაწილება დაიწყება. იწყება ახალი ციკლი პოლიტიკური პერიოდისა. დღეს მიდის ბრძოლა ამ ციკლში უკეთესი სასტარტო პოზიციის დასაკავებლად. ამიტომ, რა თქმა უნდა, კბილებით მიიტანენ არჩვენებამდე საკუთარ თავს, მაგრამ არჩეევნების შემდგომ უკვე აღარ ექნებათ აუცილებლობა ერთმანეთთან ყოფნისა. სახელმწიფოსგან ფუნქციამიცემული ე.წ. მესამე ძალა ბურჯანაძის სახით სწორედ გახლავთ ნაცმოძრაობის კონტროლი _ არ მოიქცევა ნაცმოძრაობა კარგად? ჩაანაცვლებენ ბურჯანაძით. და ეს სპექტაკლი _ სამსუბიექტიანი სპექტაკლი, უკვე თვალსაჩინოა თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ თითოეულ ამათ 15 მლნ ლარი ეძლება წინასაარჩევნოდ ფართო სატელევიზიო რეკლამაზე, მაშინ როდესაც დანარჩენ პარტიებს პრაქტიკულად არ აქვთ საშუალება, რომ საეთერო დრო დაიკავონ, მაშინ როდესაც ამ პოლიტიკურ ჯგუფებს მილიონები აქვთ მათი წარმომადგენლების და დამკვირვებლების დასაფინანსებლად, დანარჩენი პრაქტიკულად უფულოდ არიან დარჩენილი. აი, აქ დგება სწორედ ეს საკითხი. ეს წინასწარ შერჩეული ეს სამი სამსხიობო დასი ერთმანეთს თითქოსდა უპირისპირდება, ქმნის დამატებით დრამატურგიას არჩევებისთვის, ხოლო შიგნით ერთმანეთს თავპირს ამტვრევენ არჩვენების შემდგომი პერიოდის უკეთესი სასტარტო პოზიციის დასაკავებლად. ეს ღიად ჩანს. ნებისმიერი ოდნავ დაფიქრებული ადამიანი შეამჩნევს ამას. არჩვენების შედეგები ამას დაადასტურებს. ვინ, ვის ჩაუსვამს მაჟორიტარს ამ სამი პოლიტიკური ჯგუფიდან. სად დადგება ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატი, ვის წინააღმდეგ ვინ გამოიყენებს ამ სტატუსს. ეს ხომ შეთანხმების საგანი იქნება. ჩვენ ხომ ვხედავთ ე.წ. მაჟორიტარ კანდიდატებს, რომლებიც ასოცირდებიან ხელისუფლების ამათუ იმ ჯგუფთან. რა თქმა უნდა, `ოცნების~ რომელიღაცა ნაწილმა ჩაუსვა მეორე ნაწილს ეს, როგორც ვითომცდა დამოუკიდებელი მაჟორიტარი იმიტომ, რომ პარტიულ სიაში ვერ მოახერხეს მისი ჩასმა. ეს რეალურად იკვეთება. ამიტომ ძალიან საშიში მდგომარეობაა ქვეყანაში. ანუ რისი თქმა მინდა: ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში `ოცნებაც~ და ნაციონალებიც პრაქტიკულად ერთად არიან. ხოლო შიგნით მიმდინარეობს ძალაუფლებისთვის, გავლენისა და ფინანსებისთვს სერიოზული ბრძოლაა.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress