14:23 22-05-2014
,,სახალხო პარტია” არც ამომრჩეველს მოატყუებს ფუჭი დაპირებით და არც საკუთარ თავს მისცემს უფლებას იმაზე მეტი დაპირება გასცეს , რისი ცხოვრებაში გატარებაც ამ ეტაპზე შეუძლებელია, – ამის შესახებ “სახალხო პარტიის” თბილისის საკრებულოს საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა გოგი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ობიექტურად ,,სახალხო პარტიას” ამ არჩევნებში გამარჯვების შანსი ნაკლებად აქვს. იმ პირობებში, როცა ჩვენი პოზიციის ამომრჩევლამდე მისატანად ფინანსური სახსრები არ გაგვაჩნია, მაინც არ ვაპირებთ უბრძოლველად დანებებას. ვეცდებით, ყველა არსებული საშუალების გამოყენებას იმისთვის, რომ მოვახერხოთ პარტიისა და ჩვენი დეპუტაციის პოზიციების გახმოვანება და მოქალაქეებისთვის გაცნობა. “სახალხო პარტია” ამოცანად ისახავს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით, მაქსიმალური ოდენობის მანდატები მოიპოვოს. არც ისე შორსაა საპარლამენტო არჩევნებიც და ჩვენი ძალისხმევა სწორედ ამ არჩევნებისკენ იქნება მიმართული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვართ ბრძოლისუნარიანი, იდეების ერთგული და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანების პოლიტიკური ერთობა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად შევძლებთ ჩვენი პოლიტიკური ხედვების ხორცშესხმას,” – აცხადებს გოგი ლორთქიფანიძე.