ანტიდისკრიმინაციული კანონის გამო

gerbebi_Page_6

კანონში დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ `სქესობრივი ორიენტაციის~ ხსენება, რაც საქართველოს პარლამენტმა მოახდინა რამდენიმე დღის წინ, ჩემის აზრით, სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის საზიანოა, სხვა გარემოებათა შორის, შემდეგ გარემოებათა გამოც:

1. სიტყვა `დისკრიმინაცია~ ანუ `გასხვავება~, `გარჩევა~ არის მიმართებითი ში-ნაარსის (მნიშვნელობის) სიტყვა, ისევე, როგორც სიტყვები `უდრის~, `მეტია~, `ნაკლებია~ და ა.შ. უაზროა გამოთქმა `ხუთი პლუს შვიდი უდრის~, თუ არ დაუმატეთ იმის აღნიშვნა, თუ რას უდრის. ასევე, როცა ვამბობთ, რომ დაუშვებელია ამა და ამ კატეგორიის ადამიანთა დისკრიმინაცია, ანუ უსამართლო გამორჩევა ადამიანთა დანარჩენ მასაში, უნდა კონკრეტულად დავასახელოთ არა მხოლოდ ის, თუ რა და რა თვისებათა მატარებელ ადამიანებზე გვაქვს საუბარი (კანის ფერით განსხვავებულებზე დანარჩენთაგან, აღმსარებლობით განსხვავებულებზე, თმის ფერით განსხვავებულებზე თუ კიდევ ვინმე სხვაზე, არამედ ისიც, თუ რაში მდგომარეობს მათი გამორჩევა, რომელსაც ვკრძალავთ: სამსახურის მიცემაში ვჩაგრავთ მათ, უნივერსიტეტებში მიღებაში, საარჩევნო უფლებაში, მინისტრად დანიშვნის უფლებაში, სტუმრად დაპატიჟებაში თუ პრემიაზე წარდგენაში? ამის განსაზღვრა კანონში უნდა იყოს მოცემული ან კონკრეტულად და სრულად (ანუ უნდა მოცემული იყოს მთელი ჩამონათვალი ყველა იმ პარამეტრისა, რომელშიც მათ დაჩაგვრა ემუქრებათ, გამოთქმა `და სხვა~ აქ დაუშვებელია), ან ფრაზით, რომელიც ზუსტად გამოხატავს ცხოვრების სფეროთა იმ კლასს, რომელშიც ეს დისკრიმინაცია დაუშვებელია (მაგალითად, ასე: `დაუშვებელია ამა და ამ ნიშნების მატარებელ ადამიანთა დისკრიმინაცია მატერიალურ და არამატერიალურ სიკეთეთა (`კეთილსაგანთა~) განაწილების ისეთ სფეროებში, სადაც ეს განაწილება რეგულირდება კანონის, კანონქვემდებარე აქტის ან ოფიციალური ინსტრუქციის მიერ~. ამ სახის განსაზღვრებათა არსებობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კანონმა აკრძალოს ადამიანთა მოცემული კლასის დისკრიმინაცია, მაგალითად, სამუშაოზე აყვანის პროცესში, მაგრამ ვერ აკრძალოს იგი, მაგალითად, სტუმრად დაპატიჟების პროცესში, რაც, გასაგები მიზეზების გამო, ვერ იქნება ამოღებული ყოველი მოქალაქის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი არჩევანის სფეროდან (ვერავინ უკარნახებს პიროვნებას, ვინ დაპატიჟოს თავის დღეობაზე და ვინ _ არა). ვინაიდან საკმარისად მომცველი ფორმულირების მოძებნა ძნელი ამოცანაა, აუცილებელი ხდება კანონში იმის დათქმა, რომ რეალობის ამა და ამ სფეროებისთვის დასაშვებია რეგულირება დარგობრივი თვალსაზრისით _ მაგალითად, თუ უპირობოდ დაუშვებელია ხსენებული კა¬ტეგორიის პირთათვის დასაქმების შეზღუდვა ისეთ სფეროებში, სადაც ზემოქმე¬დების საგანია მატერიალური ობიექტები (ვთქვათ, მეტალურგიის ტექნოლოგიები), იგი დასაშვებია იქ, სადაც თვით სამოქმედო საგანი არიან ადამიანები, _ სადაც საქმე რეალურ, თავ-თავისი ბუნებრივი მახასიათებლების მატარებელ ადამიანებთან გვაქვს (სკოლა, არმია, პოლიცია…). თანმიმდევრობა და პუნქტუალობა ამ თემასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში, სამწუხაროდ, არც თუ იშვიათად დაუცველი რჩება. მაგალითად, გაეროს უმაღლესი ავტორიტეტით შემაგრებული განსაზღვრება (თუ არ ვცდები, 1997), რომ ჰომოსექსუალიზმი გადახ-რა არ არის, კაცობრიობას წარდგენილი აქვს მეცნიერული დასაბუთების დაურთველად, რაც, ჩემის აზრით, კაცობ¬რიო¬ბისთვის შეურაცხმყოფელია). ამგვარად, რჩება აურაცხელი შესაძლებლობები ისეთ ვითარებათა გაჩენისა, როცა საზოგადოებაც და სასამართლოც დაბნეულნი აღმოჩნდებიან, რა ჩათვალონ დისკრიმინაციად და რა _ არა. მაგალითად, დაუშვან თუ არა ის, რომ საქართველოში ფუნქციობდეს მაღალ მეცნიერულ დონეზე მომუშავე `მორალის რეფორმირების საზოგადოება~, რომელსაც ის `ბზიკი~ სჭირს, რომ, სრულებით არაოფიციალურად, მაგრამ დაუფარავად _ თავის წევრად არ იღებს ისეთ პირს, რომელსაც კანის ფერი არა¬თეთრი აქვს, ან არატრადიციული სექსორიენტაციისაა, ან ფერად წითურია და ა.შ.? კანონში ამ ღიობის დატოვების ფაქტი კანონმდებელთა არა მხოლოდ უპასუხისმგებლობას, არამედ მათი ანალიტი¬კუ¬რი აზროვნების უკმარის გაწაფულო¬ბასაც მეტყველებს.
2. სოციოლოგია დღეს ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი და სწრაფად განვითა-რებადია ჰუმანიტარული ცოდნის დარგთა შორის. იგი, განსაზღვრებითვე, ადა-მიანთა თანაცხოვრების იმ მახასიათებლებს სწავლობს, რომლებშიც კანონი დუმს: სოციალური ურთიერთობები (და, ზოგადად, სოციალური მიმართებები), განსაზღვრებითვე, ის ურთიერთობები და მიმართებებია, რომლებიც არც კანონით, არც რაიმე სხვა ფორმით ფიქსირებულნი არ არიან: ვის ვისთან აქვს მისვლა-მოსვლა, მეგობრობა, აზრთა გაზიარება, ვის ვის თვალში პრესტიჟი აქვს (`პრესტიჟი~ სოციოლოგიაში ერთ-ერთი ფუნდამენტური ცნებაა), ვინ რომელ კოლექტივში პირვე¬ლობს ან არაოფიციალურად ლიდერობს, რომლებია მოცემულ სოციუმში (საზოგადოებაში) ან მის ამა და ამ ფენაში აღიარებული ღირებულებანი და ქცევის ნორმები, როგორია ურთიერთობები და პრესტიჟისმიერი მიმართებები ოჯახში, შრომით კოლექტივში, სკოლის კლასებში, სტაბილურ ან სწრაფქრობად სოციალურ ჯგუფებში და ა.შ. ამ რიგის საკითხები სპეციალურად შეისწავლება სწორედ სოციოლოგიის მიერ და ამ შესწავლის შედეგების ცოდნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ცხოვრების მართვისათვის, პოლიტიკურის ჩათვლით. ამის გათვალის¬წინება აუცილებელია ჩვენი საკითხის გარკვევისთვისაც. საქმე ის გახლავთ, რომ სექსუალურ უმცირესობათა უფლებებისა თუ `უფლებების~ გამო წარმოებული ბრძოლა თუ შრომა თავის დღევანდელ ეტაპზე აღარ არის ბრძოლა ამ მოვლენის დეკრიმინალი¬ზაციისათვის, ანუ მისი გათავისუფლებისათვის კანონის წინაშე დანაშაულად კვალიფიცირებისაგან (ასე იყო, მაგალითად, ინგლისში გასული საუკუნის დამ¬დეგს, როცა ამ ბრალდებით ციხეში იჯდა მსოფლიო ლიტერატურის კლასიკო¬სი ოსკარ უაილდი, ორი დღეს უკვე გარანტირებულად უკვდავი თხზულების _ ზღაპრისა `ბედნიერი უფლისწული~ და ფანტასტიკაშერეული რომანის `დორიან გრეის პორტრეტი~ ავტორი). დღეს ბრძოლისა თუ პროპაგანდის შინაარსი ამ სფეროში მდგომარეობს პატივისცემის მოთხოვნაში: `გვაღიარეთ და პატივი გვეცით!~ `პარადის~ ფორმა, რაც, სიტყვა-სიტყვით, ძალის დემონსტრირებას, მის `ხილულად გამოფენას~ ნიშნავს, სწორედ ამგვარ მიზანსახვაზე მიუთითებს. მაგრამ `პატივისცემა~ და `უპატივისმცემლობა~, აღიარება და არაღიარება სოციალურ მოვლენათა სფეროს ეკუთვნის. მისი ძალისხმევის ობიექტი და ასპარეზია სოციალურ მიმართებათა, სახელდობრ, პრესტიჟის სფერო ანუ: გეი-მოძრაობის მხრიდან ზეწოლა ხდება სფეროზე, რომელიც, განსაზღვრებითვე, კანონის სფეროს გარეთ დგას (კანონის მიერ არარეგულირებად სფეროს ეკუთვნის) და, ამგვარად, პიროვნებაზე თუ პიროვნებათა სიმრავლეზე კანონის მხრიდან ზეწოლას გამორიცხავს. მაგრამ ზეწოლა ხდება პრიმიტიული აზროვნების მქონე სტრუქტურების (მათ შორის _ წინა და დღევანდელი პარლამენტის) მხრიდან, რომელსაც უნდა პოლიტიკური კურსი გაატაროს ისე, რომ თავისი პრიმიტიული გონება ოდნავ მაინც წიგნიერი სამართლებრივი გაფორმებით არ დატვირთოს. ზეწოლის იარაღი ამ შემთხვევაში არის
_ შანტაჟი. `მაღიარე, თორემ არადემოკრატად ჩაგთვლი და ამას მსოფლიოს მხრიდან ჩემი რჩევითა და შეტყობინებით (დაბეზღებით) შენ მიმართ სათანადო სანქციები მოჰყვება~ (სანქციების ობიექტად ამ შემთხვევაში იგულისხმება არა ინდივიდი, არამედ ქვეყანა საქართველო, რომელიც მას უღირს და რომელსაც, წინააღმდეგობის შემთხვევაში, თითქოს, საგარეო-პოლიტიკური სასჯელების გრძელი სერია ელის.
_ მითი, რომ, თითქოს, საქართველოსადმი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების დამო¬კიდებულება, გეოსტრატეგიულის ჩათვლით, ცალსახად დამოკიდებულია ქართველი ერის დამოკიდებულებაზე გეი-მოძრაობისადმი. (ზეწოლის ეს ორივე იარაღი დღეს, საბედნიეროდ, რადიკალურად დაჩლუნგებულია იმ უაღრესად ტაქტიანი და ამავე დროს პრინციპული წინააღმდეგობის შედეგად, რაც მას საქართველოს პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გაუწია, თუმცა ეს ვერ გამორიცხავს ანალოგიურ ზეწოლათა განახლებას მომავალში).
იმ ფაქტში, რომ პარლამენტი ლამობს ზეწოლას სოციოლოგიურ სფეროზე, (კონკრეტულად _ საზოგადოების თვალში კონკრეტული მოვლენის პრესტიჟის სფეროზე და ამ მოვლენისადმი საზოგადოების აქსიოლოგიური (ღირებულებითი) პოზიციის სფეროზე) ვლინდება პარლამენტის ორგვარად უკმარისი ინფორმირებულობა და ორივე _ სახელმწიფოსათვის სამარცხვინო.
ა) პარლამენტი ვერ ხვდება, რომ ძალადობა სუბიქტური აღიარების სფეროში, ანუ პრესტიჟის სფეროში, ისეთივე ძალადობაა, როგორიც ყველა სხვა ძალადობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალადობის დაუშვებლობის იდეა პარლამენტის პირადი შემადგენლობისათვის მხოლოდ ზედაპირული, ფორმალურად აღიარებული მცნებაა და არა სიღრმისეულად გაგებული საკუთარი პიროვნული სტრუქტურის ელემენტად ქცეული.
ბ) პარლამენტს არა აქვს გაცნობიერებული სოციალური მიმართებების, როგორც ასეთის, ფუნდამენტური მნიშვნელობის ფაქტი, როგორც დღევანდელი მსოფლიოს არსებობის წესისა და ევოლუციის უარსებითესი ელემენტისა და ფაქტორისა. ეს იმის დემონსტრაციაა, რომ ამ პარლამენტის პირადი შემადგენლობა, უბრალოდ, მომწიფებული არ არის თანამედროვე ცხოვრების და მისგან გამომდინარე საჭიროებებისა და გამოწვევების დანახვისათვის და მათით შექმნილი გამოწვევების პასუხისათვის.
3. ყველაზე არსებითი მხარე მთლიანად უფლებადაცვითი მოძრაობის შესახებ და, კერძოდ, გეი-მოძრაობის შესახებაც მსჯელობისა ჩვენთვის, ადამიანთა უმრავ-ლესობისათვის, რა თქმა უნდა, არის მისი ჰუმანიტარული და ჰუმანური ასპექტი. ის, რომ გაეროს ერთ-ერთი სტრუქტურის მიერ თავისი დასკვნის უარგუმენტოდ წარდგენა კაცობრიობისათვის არის ამ უკანასკნელის შეურაცხ¬ყოფა, უკვე ვთქვით. ის, რომ დაუშვებელია, პირწმინდად ჰუმანისტური თვალსაზრისით, რომ კაცობრიობის ერთ ნაწილს ეთქვას `უმრავლესობას არ მოგვწონხარ. გიწუნებთ, წადით გაგვეცალეთ!~, დღეს, ალბათ, აგრეთვე დაუშვებე¬ლია (გაწირვა არც ერთი ადამიანისა არ შეიძლება, და არა მხოლოდ არც ერთი ჯგუფისა). ისიც ხილულია, რომ გეი-მოძრაობის იდეოლოგიამ და პრაქტიკამ ერთი ცინიზმით გაჟღენთილი, დაუნდობლად ანტიჰუმანური ხრიკი მოიაზრა: შექმნა ორგანიზაცია სახელად `იდენტობა~, რომელსაც საქართველოში, რამდენადაც ვიცი, პარლამენტის წევრი (თუ არა, მაშინ დი¬დი მზაობით ბოდიშს მოვიხდი) ქალბატონი თ. ხიდაშელი გაუძღვა და რომლის თვით სათაური სულში ჩაფურთხებას ჰგავს ზემოხსენებული უმცირესობის ყოველი წევრისათვის ცალკე და ყველასათვის ერთად. `იდენტობა~ ანუ `იგივეობა~ საკრალური შინაარსის ცნებაა. ქართულად იგი ითარგმნება, როგორც `რაობა~ უსულო საგნებისათვის და როგორც `ვინაობა~ პიროვნებებისათვის. ამ სახელის გამოყენებით ადამიანს ეუბნებიან: `შენი ვინაობა, ანუ შენი არსება და პიროვნების ღერძი არც ისაა, რომ ამა და ამ საქმის ოსტატი ხარ, არც ის, რომ პატრიოტი და მოქალაქე ხარ, არც ის, რომ სიკეთის მთესველი ხარ, სადაც კი შეძლებ, და ბოროტების მტერი, არც ის, რომ ერთგული მეგობრობა იცი და ერთხელ წყალში ჩავარდ¬ნილი ბავშვი გყავს გადარჩენილი. შენი არსება და ღერძი არის ის, რომ სქესობრივი უმცირესობის წარმომადგენელი ხარ. ამდენად, შენი ამქვეყნად თავის დამკვიდრე-ბაც ის არის, რომ შენი ეს მახასიათებელი გაახმაურო და შენგან განსხვავებულების, ანუ სხვა ორიენტაციაზე მდგომების, პირისპირ დაამკვიდრო~. ამ მიუღებელ მიდგო¬მათა გათვალისწინებით, ალბათ, საშუალო გონიერი ადამიანის თვალში, ანუ ბუნებრივი უმრავლესობის თვალში ყველაზე უფრო ბუნებრივია და რაციონალურია, რომ ადამიანს და საზოგადოებას არ დაუმალოთ არც ის, რაც კაცობრიობამ ამ თემაზე დღეისათვის უკვე იცის, და არც ის, რომ ბევრი რამ ჯერ არ იცის და ის, თუ რა არ იცის, თუმცა მომავალში თავისი ცოდნის გაფართოებას იმედოვნებს. მას უნდა უთხრათ: `დღევანდელ მეცნიერებაში (ფიზიოლოგიაში, ბიოლოგიაში, ფსიქოლოგიაში. სოციალურ ფსიქოლოგიაში და ა.შ.) არ არის ჯერჯერობით ცნობილი ამ მოვლენის რაობისა და მექანიზმების ამომწურავი სურათი. არ არის გარჩეული, რა ელემენტი ამ მოვლენისა ეკუთვნის ინდივიდის პიროვნულ მახასია¬თებ¬ლებს, რა _ გავლენებს და რა _ ჩვევებს, შესაბამისად, რა _ ბუნებას და რა _ გარყვნილებას. არ არის ცალსახად შემუშავებული რეკომენდაციები შესაბამისი ოპ¬ტიმა¬ლური მიდგომების, მათ შორის _ პედაგოგიურის თაობაზე. დღესდღეობით კაცობრიობის მიერ მოაზრებული ყველაზე გონივრული გზა ისაა, რომ
_ აღნიშნული მოვლენა არ იყოს დანაშაულად აღიარებული და კანონით დასჯადი
_ მისი მიზანმიმართული დემოსტრირება და ყველა სხვა სახით პროპაგანდის-ტულ-რეკლამური გატანა საჯარო სივრცეში იყოს აკრძალვადი
_ მისი გავრცელებისკენ მიმართული ქმედება იყოს დასჯადი
_ მის გამო პიროვნებისათვის შეურაცხყოფის მიყენება იყოს დასჯადი.
თავისთავად ცხადია, რომ ეკლესია გააგრძელებს დაუბრკოლებლად მორწმუ-ნეე¬ბი¬სა და ფართო საზოგადოებისათვის იმის განმარტებას, რომ ქრისტიანული რელიგიისათვის და არაერთი სხვისთვისაც აღნიშნული მოვლენა არის ცოდვა, რო¬მელ¬საც ადამიანი უნდა ერიდოს და რომელიც გადაცდომის შემთხვევაში მოინანიოს.
ჩემის აზრით, თავისი ბედითა და მომავლით დაინტერესებულ საზოგადოებაში (ასეთი კი დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაა) უნდა ხდებოდეს იმ მეცნიერულად დასაბუთებადი პროგნოზის გაჟღერება და გავრცელება, რომელიც ეხება თვით ამ თემის _ სექსობრივ უმცირესობათა მიმართ საწარმოებე¬ლი სახელმწიფო პოლიტიკის _ პერსპექტივას განჭვრეტად მომავალში. აქ ევოლუ¬ციისა და პერსპექტივის სურათი, ჩემის აზრით, ასეთია:
დღეს ამ უმცირესობის მოთხოვნას `პატივი მეცით~ გონიერი საშუალო მოქა-ლა¬ქე (ანუ დიდი უმრავლესობა) ასე პასუხობს: თუ შენი დანარჩენი მახასიათებლებით პატივისცემას იმსახურებ, პატივს გცემ მიუხედავად შენი ამ თვისებისა.
ხვალ და ზეგ პასუხი იქნება: პატივს გცემ ამ პარამეტრში შენი პიროვნების რაგ¬ვარობისაგან განურჩევლად, არსებითად, მე შენი ეს პარამეტრი არ მაინტერე¬სებს.
პასუხამდე `პატივს გცემ არა მხოლოდ შენ (თუ იმსახურებ), არამედ შენს ამ თვისებასაც~ საქართველოს საზოგადოებრიობა არასოდეს არ მივა (ღმერთმა ნუ მიიყ¬ვანოს) და, ასევე, არ მივა არც სხვა რომელიმე საზოგადოება ჩვენს ცივილი-ზაციაში. მითი `დასავლეთისათვის ეს მოვლენა ღირებულებათა რიცხვში შედის~, ცხადია, თითიდან გამოწოვილი სიცრუეა, რომელსაც საქართველოში რუსულ-აგენტურული პროპაგანდა ხმარობს: ასე რომ იყოს, მაშინ დასავლეთში მშობელთა ტიპიური წყვილი ღმერთს შეევედრებოდა `ჩემი შვილები სქესობრივ უმცირესობათა წარმომადგენლებად გამიზარდეო~. როგორც ცნობილია, ეს არ ხდება.
დე ფაქტო ყველაზე რეალისტური პერსპექტივა ცოტა უფრო შორი მომავლის-თვის, მე მგონი, არის შემდეგი. ეს თემა, რომელზეც ვმსჯელობთ, დავიწყებას მიეცემა, მაგრამ არა კაცობრიობის ყოველმხრივი გაბედნიერებისა და დაბრძენების გა¬მო. მას დაივიწყებენ იმიტომ, რომ იგი გადაიჩრდილება ახალი, უმძიმესი გამოწვევებით, რომლებიც კაცობრიობას დაუდგება ისე მწვავედ, რომ დაავიწყებს მისს დღე¬ვანდელ შედარებით მსუბუქ დარდებს. დავასახელებთ ორს (ორივეს _ გარდაუვალს).
პირველი. დედამიწის რესურსები სასრულია. შესაბამისად, სასრულია მასზე და¬ტე¬ვადი ადამიანების რაოდენობაც. ტექნოლოგიური განვითარება უსასრულოა. ამი¬ტომ პერსპექტივა შეიძლება წარმოვადგინოთ ქვიშის საათის სახით: ფუძე არის დედამიწის რესურსების ზომა, ზედა სიბრტყე _ ადამიანების მასა. ყელი, რომელიც უწყვეტად ვიწროვდება დღიდან დღემდე, არის იმ ადამიანთა სიმრავლე, რომელნიც დასაქმებულები არიან დედამიწის ამ რესურსთა გადამუშავებაში და იმ ადამიანთა პირებთან მიტანაში (დანარჩენები `კმაყოფაზე მყოფის~ მდგომარეობაში იმყოფებიან). გარდუვალია, რომ ეს ადამიანები _ რეალურად მომუშავენი, შემოქმედნი, მმართველნი და ბატონნი _ იქნებიან დანარჩენთა ყოფნა-არყოფნის განუყოფელი და ყოვლის შემძლე _ შესაძლებელია, აგრეთვე ულმობელი _ განმკარგავნი. ანუ: კაცობრიობა ადა¬მიანზე ადამიანის უსაზღვრო, აბსოლუტური გაბატონების არაფერ¬თან არ შესადა¬რი ტრაგიკული პერსპექტივისკენ მიდის.
მეორე. იმის წყალობით, რომ მეცნიერულმა ევოლუციამ შესაძლებელი გახადა საშოში მყოფი ბავშვის სქესის იაფად ღირებული ამოცნობა, ინდოეთში ქალები იბადება კაცებზე 30%-ით ნაკლები. შესაბამისად, კაცთა 30 პროცენტისათვის ქალი აღარ რჩება. ამან გამოიწვია წამლეკავი ეპიდემია ჯგუფური გაუპატიურებებისა ინდოეთში. ხსენებულის ანალოგიურად გარდუვალია ტექნოლოგიურ-სოციალური კა¬ტასტროფების სხვა დიდი სიმრავლეც საკუთრივ ეკოლოგიურის, საკუთრივ ფსიქოლოგიურის და სხვა მრავალი `დარგობრივის~ გარდა (ფსიქოლოგიაში მაგა¬ლი¬თად გარდუვალია, რომ რიგითი ადამიანის თვალსაწიერი ფართოვდება ძალიან სწრაფად (ეკრანზე იგი ხედავს სამყაროს მისი ყველა კონკრეტული კუთხე-კუნჭულითურთ). რეალობაში მისი პირადი ცხოვრების გამოცდილება და შთაბეჭდი¬ლე¬ბათა რესურსი უცვლელი რჩება. თვალსაწიერში შემოსულისა და პირადად `დაუფ¬ლე¬ბულის~ უსასრულოდ მზარდი დისპროპორცია გარდუვალად განაპირობებს დამანგრეველ ფსიქიკურ სტრესებსა და სიცოცხლისათვის აუცილებელი პირველა¬დი (თანდაყოლილი) სწრაფების ატროფიას.
4. საკუთრივ უფლებრივი და სამართლებრივი მხარე.
როცა სქესობრივი უმცირესობა აწყობს გეი-პარადს (სიტყვის `პარადი~ მნიშვნელობაზე ზემოთ გვქონდა უკვე საუბარი), მისი მიზანი არ არის თავისი სულისკვე¬თე¬ბისა და თავისი ცნობიერების შინაარსის გამოფენა მაყურებელთა მასის (`საზოგადოების~) წინაშე. ეს, მიზანთა იერარქიული ურთიერთმიმართების თვალსაზრი¬სით (ფსიქოლოგიურადაც და პრაქტიკულადაც) მხოლოდ შუალედური მიზანია, ანუ, მოცემულ შემთხვევაში საშუალებაა უფრო შორეული (ე.წ. გამჭოლი) მიზნის მისაღწევად. ეს უკანასკნელი სხვა არა არის რა თუ არ დაუფლება (ნაწილობრივ ან მთლიანად) ე.წ. `საჯარო სივრცისა~, ანუ მოცემული დიდი საზოგადოების (სახელ¬მწი¬ფოს, ქვეყნის) ერთობლივი ასპარეზისა, სადაც სტიქიუ¬რად (ანუ ბუნებრივი გზით, `მსაჯთა~ და `რეფერითა~ გარეშე) ხდება ამ საზოგადოებაში მოფუნქ¬ციე სოციალურ (ანუ არაფორმალურ) ნორმათა დგენა, ღირებუ¬ლე¬ბათა გაცნობიე¬რება, მათი შკალების დგენა, მოქმედ პირთა `პრესტი-ჟების~ დიაგ¬რამათა შემუშა¬ვება და მათი იერარქიის დგენა, პიროვნებათა რანჟირება მათი საზოგადოებრივად რელევანტური (ანუ მნიშვნელადი) მახასიათებლების მიხედვით (ჭკუა, ძალა, მორა¬ლი, გავლენა, სანდოობის ხარისხი, უნარნიჭები და სხვა), რომლებიც (ყველა ეს პარამეტრი ერთად) ე.წ. `ქუჩის აზრს~, `ქუჩის განწყობილებას~, `ქუჩის ნორმებს~, საერთოდ _ ქუჩის პოზიციას შეადგენენ. ეს პოზიცია არსებითი განმსაზღვრელია მოცე¬მული საზოგადოებისა და მოცემული ქვეყნის ისტორიის შემდგომი ეტაპები¬სათვის. დაუწერლად შეთანხმებული კონსტატაციაა ის, რომ `ქუჩის~ ეს პოზიცია დგინდება სტიქიურად ანუ ბუნებრივად. იგი, განსაზღვრებით¬ვე, დგინდება, როგორც ხელისუფლების პოზიციის არაიდენტური (განსხვავებული). მოქმედ მხარეებს შორის (`ხალხის~, როგორც ასეთის, და `მთავრობის~, როგორც ასეთის, ჩათვლით) უსიტყვოდ შეთანხმებულია (კონსტატირებულია, როგორც ბუნებრივი ფაქტი), რომ პროცესის ამ ბუნებრიობას არაფერი არღვევს (რადგან ვერაფერი ვერ არღვევს). ამიტომ ბუნებრივია, რომ უმრავლესობა (ამ შემთხვევაში _ სქესობრივი უმრავლესობა), რომელიც ყოველ მოცემულ მომენტში თავს ამ `საჯარო სივრცის~ მფლობელად რაცხს, ამ, თავისი სივრცის ხელყოფას სხვა თვალსაზრისის მიერ ან სხვა განწყობილების მიერ განიცდის, როგორც თავისის გადანაწილების მცდელობას და მასზე რეაგირებას იძლევა, როგორც შემოტევაზე, და არა როგორც მისი (პარადის მომწყობის) ამა თუ იმ სპეციფიკური ზრახვის, ან სურვილის, ან პოზიციის, ან წინადადების გაცხადებაზე. გასაგებია, რომ უმრავლესობის მხრიდან ეს რეაგირება უმცირესობის ამ ინიციატივაზე არაფრის მთქმელი არ არის ან ერთი მხარის, ან მეორე მხარის დამოკიდებულებაზე დემოკრატიის პრინციპებისადმი. ის, თუ როგორ ჰხვდება ადგილობრივი სქესობ¬რივი უმრავლესობა უმცირესობის შემოტევას მის საჯარო სივრცეზე, არ არის მოცემულ საზოგადოებაში დემოკრატიულობის საზო¬მი. ამ ორი სხვადასხვა პარამეტრის ერთმანეთთან დაკავშირება აბსურდია. ეს მარტივი ჭეშმარიტება ძალაშია იმ შემთხვევისთვისაც, როცა უმცირესობის აღნიშნული ინიციატივა პირწმინდად ად-გი¬ლობრივია. მით უმეტეს, ძალაშია იგი იმ შემთხვევისათვის, როცა უმრავლესო-ბამ იცის, რომ ეს ინიციატივა არ ეკუთვნის ამ უმცირესობას თავისი პროცენტის მეასედითაც კი, არამედ იგი უცხოა და ეკუთვნის უცხო ფაქტორებს, რომელთაც საამისოდ თავ-თავისი (არა აქვს მნიშვნელობა _ რომელი და რომელი) ინტერესები უბიძგებთ.
შესაძლო გაუგებრობის რიდით, საჭიროდ ვრაცხ აღვნიშნო, რომ თბილისში შარშან 17 მაისს იმ დროს უშიშროების საბჭოს მდივნის გ. ბოკერიას მიერ მოწყობილი პროვოკაციის ფაქტს (დაქირავებული ვითომ-უმცირესობითა და ვითომ-აგრესიული უმრავლესობითურთ) და უმრავლესობის პასუხს ამ პროვოკაციაზე ზემოთქმული არ ეკუთვნის: ამ დღეს თბილისში არ მომხდარა არცერთი ექსცესი _ არც `საპატიო~ მოტივით გამოწვეული და არც არასაპატიოთი _ უმრავლესობის მხრიდან. ერთადერთი ქვა, რომელიც მიკროავტობუსს მოჰხვდა, ბოკერიას მიერ ორგანიზებული ქვა იყო, ხოლო მღვდელმსახურს, რომელსაც ტაბურეტი ეპყრა ხელთ, იგი იმიტომ ეპყრა, რომ ბოკერიას აგნეტს წაართვა და შიშობდა, იგი ხელთ არ ჩავარდნოდა მისსავე სხვა აგენტს.
უფლებრივი მიმართებები არსებითია ერთსქესიან ქორწინებათა პროექტებზე საზოგადოების რეაგირების მიმართულებათა გაგებისა და შეფასების საქმეშიც. მოვლენის ლოგიკა შემდეგია: ოჯახი რიგითი ქართველისათვის, ტრადიციულად და დღეს, არის საკრალური იდეა და, შესაბამისად, საკრალური ცნება. მის ამ იდეასა და ცნებას თავისი მყარად დადგენილი შინაარსი აქვს. მასში შედის
_ ის, რომ იგი კაცისა და ქალის კავშირია
_ ის, რომ იგი ფიზიკური ურთიერთობების ნებისმომცემი და მავალდებუ¬ლე¬ბე-ლი კავშირია
_ ის, რომ იგი შვილთა შობისა და გაზრდისთვის განკუთვნილი კავშირია (თუ ღმერთმა მოგვცა)
_ ის, რომ იგი ურთიერთშემავსებელ განსხვავებულთა კავშირია (მამა ოჯახს იცავს, ნადირობს, სარჩოს ეძებს. დედა შინაურ სითბოს ქმნის)
_ ის, რომ ოჯახური წყვილის შემადგენლობა არის ბუნების გაგრძელება და ჩვენ, ამგვარი კავშირის ფორმით რომ ვიშობით და ვიზრდებით, ბუნების ერთიან სისტემაში ვდგავართ, ანუ ბუნებითვე უალტერნატივო პოზიციაში ვიმყოფებით და ამ მხრივ უშეცდომო გზაზე ვართ.
ვინც ერთსქესიანი კავშირის დაკანონებას მთავაზობს ამავე სახელწოდებით `ოჯახი~ და `ქორწინება~, ის მე მიცვლის ამ სიტყვის შინაარსს, ანუ მართმევს ჩემთვის საკრალურ ამ ცნებას (ართმევს მას ზემოჩამოთვლილთაგან ბოლო ორ ნიშანს). ეს არის ჩემი კუთვნილის ხელყოფა და მისგან მე ვიცავ თავს ისევე (იმავე უფლებრივი სტუქტურით), როგორითაც ვიცავ ზემოაღწერილი შემოტევისაგან ჩემს `საჯარო სივრცეს~ _ ჩემი დედაქალაქის მთავარ მოედანს და მთავარ პროსპექტს.
5. ჩემს მოვალეობად ვრაცხ აღვნიშნო შემდეგიც. ამ ერთი კვირის წინ მიღებულ ანტიდისკრიმინაციურ კანონში სქესობრივ უმცირესობათა თემის შეტანა დღევან¬დელ დღეს მეც (ისევე, როგორც საზოგადოებას ზოგადად) მესახება მოქალაქეთა შორის ურთიერთდაპირისპირების პროვოცირების საშუალებად იმ საბოლოო მიზ¬ნით, რომ, თუ 17 მაისს `ზემოდან~ გეი-პარადის ორგანიზება ისევ მოხდება, ჩვენს არამომხრეებს ევროპულ სტრუქტურებში საშუალება ექნეთ, ა.წ. აგვისტო-სექტემბერში დაგეგმილი ჩვენი წარმატება ჩაგვიშალონ. როგორც ვიცი უაღრესად კვალიფიციური და პოლიტიკურად მახვილად მოაზროვნე იურისტისაგან (მე დამოუკიდებლად ეს გამომრჩებოდა), ეგევე პუნქტი _ ამ კატეგორიის პირთა დისკრიმინაციის აკრძალვა, თუმცა ასევე არასრულყოფილი ფორმულირებებით _ უკვე არსებობს საქართველოს კიდევ ოთხ სხვა კანონში, ახალი მიღებულის გარდა. ეს ფაქტი დიდი საბუთია ჩვენი (და არა მხოლოდ ჩევნი) მწუხარე ჰიპოთეზის სასარგებლოდ.

ნოდარ ნათაძე
11 05. 2014.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress