ხელისუფლებაა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა არ აწყობს

giorgadze-1

შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 29.04.2014
რატომ დაუპირისპირდა `სახალხო პარტია~ და მისი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილს, რა მიზნით მოითხოვა მან ოქრუაშვილის ადგილობრივ არჩევნებზე არდაშვება და რა პროვოკაციაზე მიდიოდა ხელისუფლება? _ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, თქვენი მხრიდან საკმაოდ მოულოდნელი იყო ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცესკოში საჩივრის შეტანა გორის საოლქო საარჩევნო კომისიიის განკარგულების გაუქმების მოთხოვნით, რომლის მიხედვითაც ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობის კანდიდატად იყო დარეგისტრირებული. ელოდით, რომ ცესკო ირაკლი ოქრუაშვილს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავდა?
_ ჩვენ საარჩევნო პროცესში ვმონაწლეობთ, ბუნებრივია, ყველა თემა ჩვენთვის არის საინტერესო და ყველა თემის ირგვლივ გამოხატული ჩვენი პოზიცია, პრაქტიკულად არის ჩვენი ხედვების გამოხატულება. ამიტომ, ყველა პროცესში ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას და შეფასებას მივცემთ. შესაბამისად, კანონის დარღვევა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ჩვენი მხრიდან იქნება მხილებული. ამ შემთხვევაშიც კანონი არის დარღვეული. სულ სხვა თემაა, ჩვენ ამ კანონს როგორ ვაფასებთ. დარღვეულია კანონი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ბოლო ორი წელი მუდმივად უნდა ცხოვრობდეს არჩევნებში მონაწილე პირი საქართველოში. შესაბამისად, ეს მუხლი დარღვეულია. ძალიან კარგად ვიცით, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში ჩამოვიდა 2012 წლის ბოლოს და აქედან გამომდინარე, წელიწადნახევარია, რაც ის საქართველოში ცხოვრობს, ამიტომ კანონი დარღვეულია. ეს ერთი; მეორე _ კანონის ეს დარღვევა ჩვენგან იქნა გამოყენებული, როგორც კიდევ ერთი გამოხატვა ჩვენი პოზიციისა, რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენელი, რა საბაბითაც და რა სახელითაც არ უნდა მონაწილეობდეს არჩევნებში, ჩვენი მხრიდან მას ყოველთვის წინააღმდეგობა ექნება იმიტომ, რომ ეს ხალხი არის პასუხისმგებელი, მით უმეტეს, ირაკლი ოქრუაშვილი იმ უკანონობებზე, რასაც ნაცმოძრაობა სჩდიოდა. და ის, რომ შემდეგ მათ შორის შიდა კლანური დაპირისპირება მოხდა, ეს არცერთ შემთხვევაში ირაკლი ოქრუაშვილს არ ამართლებს და ეს არ არის ინდულგენცია, რომ რაღაც სფეროები ვერ გაიყვეს და ამიტომ დაუპირისპირდა სააკაშვილს. ჩვენ მაშინაც კი, როდესაც იყო მცდელობა, ერთიანი ვითომცდა ოპოზიციური ცენტრის გაერთიანებისა, 2007 წელს, ვაკრიტიკებდით ოქრუაშვილს და შესაბამისად, დღესაც გვაქვს მორალური უფლება გავაკრიტიკოთ ის და მოვითხოვოთ, მან პასუხი აგოს თავის ქმედებებზე. ჩვენ არ მივეკუთვნებით პოლიტიკოსთა იმ კატეგორიას, რომელიც მერკანტილური ინტერესებისთვის იყენებს ამათუ იმ პიროვნებას. როდესაც ქართული საზოგადოების ნაწილი ოქრუაშვილს, როგორც სააკაშვილის წინააღმდეგ მებრძოლ პიროვნებას ტაშით ხვდებოდა, ჩვენ მაშინაც გამოვთქვამდით უარყოფით დამოკიდებულებას. არ შეიძლება, რომ დავნერგოთ უკანონობით, უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა. ბოროტებით ბოროტებას ვერასოდეს დავამარცხებთ და, შესაბამისად, ყველამ პასუხი უნდა აგოს. ეს ჩვენი სარჩელი, უპირველეს ყოვლისა, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ არ არის შეტანილი. ოქრუაშვილის და ჩვენი გზები არასოდეს გადაკვეთილა. პირადი გართულება მასთან არ გვაქვს, მაგრამ მეორე მომენტია: რა თამაშსს ეწევა ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, ნაცმოძრაობის კონკრეტულ წარმომადგენლებს, ააცილოს პასუხისმგებლობა და პრაქტიკულად დასჯილი უკანონობებზე ამ ათი წლის განმავლობაში ჩვენ ვერ ვნახეთ პიროვნება. სერიოზული სასჯელი არცერთ მათგანს არ მიუღია და ედავებიან, რაღაც უმნიშვნელო დარღვევებზე, რომელიც რა თქმა უნდა, კანონის დარღვევაა, მაგრამ შედარებით უმნიშვნელოა იმასთან მიმართებაში, რაც მათ გაკეთებული აქვთ. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სარჩელი მიმართლი იყო ხელისუფლების და იმ ამაზრზენი ფაქტის წინააღმდეგ, რომ აღდგომა ღამის წინ შეიტანეს ეს განცხადება რეგისტრაციაზე. ე.ი. თვითონაც გრძნობენ, რომ მათ არც სამართლებრივი უფლება აქვთ, რომ კენჭი იყარონ, არც პოლიტიკური, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, წითელ პარასკევს და დიდ შაბათს, რატომ აკეთებ ყოველივე ამას. აქაც ხომ ნათლად ჩანს, მათი მორალური სახე, რომ რადგანაც ქართული საზოგადოება არის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნის ემოციური დატვირთვის ქვეშ, გაამოგვეპარებოდა მათი მხრიდან ეს მარტივი მამაძაღლობა, შეიძლება პირდაპირ ითქვას. თავისთვად, აღდგომის წინა ღამეს ამ განცხადების შეტანა რეგისტაციაზე, ეს ხომ ამის ნათელი დამოკიდებულებაა, თორემ მანამდე რომ შეეტანათ ან მერე, ხომ შეიძლებოდა. თვითონვე ამხელენ თავიანთი ქმედებებით საკუთარ თავს და როცა ამბობენ, კანონი არ დაურღვევიათ, რატომ შეიტანეს მაინცდამაინს 19 აპრილს, შეტანის ვადა 18 მაისამდეა. ეს ბევრზე მეტყველებს. ჩვენ ალბათ ძალიან ბევრ ქმედებას ვიხილავთ ხელისუფლების მხრიდან ნაცმოძრაობის ყოფილი წარმომადგენლების ხელშეწყობას და სადაც მოგვეცემა საბაბი, მიზეზი, სამართლებრივი მიზეზი, რომ გავაპროტესტოთ, ამას ყველგან გავაპროტესტებთ.
_ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ზვიად კორძაძე მიიჩნევს, რომ ცესკოს გადაწყვეტილება ოქრუაშვილთან მიმართებაში უკანონოა და ამიტომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. ფიქრობთ, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება?
_ ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ჩვენ ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მექანიზმი არ გაგვაჩნია, მაგრამ თვითონ თავის თავს ამხელენ. რატომ შეიტანეს აღდგომის წინა ღამეს?! ეს ხომ იმაზე მეტყველებს, რომ ამ გადაწყვეტიელბის გადაფარვა, გაპარება უნდოდათ. ეს ერთი; და მეორე: რომ არა ჩვენი აქტიურობა, ხელისუფლება ამ მომენტზე თვალს დახუჭავდა. Uუბრალოდ, ჩვენმა პროტესტმა განაპირობა ის, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ კანონიერი გადაწყვეტილება მიეღო და დროა, მივეჩვიოთ ჩვენივე მიღებული კანონების დაცვას.
_ ოქრუაშვილი ალბათ ჩათვლის, რომ თქვენ ხელისუფლებისგან იმართებით, გამიზნულად დაუპირისპირდით და ამას დაუკავშიროს თქვენი სარჩელი.
_ ჩვენი პოლიტიკაში ყოფნის განმავლობაში ყოვლად უსირცხვილო და საქმეში ჩაუხედავი ადამიანი თუ იტყვის ამ ბრალდებას იმიტომ, რომ ჯერ არ ყოფილა ხელისუფლება, რომლეთანაც გვეთანამშრომლოს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სურვილიც მაქვს, საქართველოში ერთხელ მაინც ვიხილო ხელისუფლება, რომელთანაც თანამშრომლობა შეიძლება. მეორეც, ოქრუაშვილი რა ბინძურ გარიგებებშიც არის შემჩნეული ასე გონია, რომ ყველგან ეს ხდება და გორის საოლქო კომისიამ რომ გაატარა, ეს რად მივიჩნიოთ ჩვენ _ ხელისუფლებასთან გარიგებული იყო?! თავისთავად, არასერიოზული და არაღირსეული მოწინააღმდეგეა ოქრუაშვილი და ამიტომ მის ქმედებებზე კომენტარები შეურაცხმყოფელიც კი არის. ყველა უნდა მიეჩვიოს, რომ ყველგან, სადაც შესაძლებლობა იქნება, რომ პასუხი მოეთხოვოს იმ ადამიანებს, რომლებამც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, ჩვენ პასუხს მოვთხოვთ. ამათ უკვირთ. ისე როგორც შევარდნაძესაც უკვირდა და საკაშვილსაც, როგორ შეიძლება ქვეყანაზე არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც პრინციპებით ცხოვრობენ; რომლებსაც გააჩნიათ გარკვეულწილად ის ხედვები, რომლებიც მთავარია ცხოვრებაში. ჩვენ ყოველთვის ღიად გვაქვს გაცხადებული: ჩვენ ან ვთანამშრომლობთ იდეოლოგიურ მონათესავე ორგანიზაციებთან, ან იმ ადამიანებთან, რომლებშიც დარწმენებული ვართ, რომ იმ მომენტში (მერე რას იზამს, ამაზე პასუხს ვერ ვაგებთ) არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან და იმ მომენტში საქვეყნო საქმეს აკეთებს. ამიტომ ეს პრინციპი ჩვენ ყოველთვის დაცული გვაქვს და ამ პრონციპებში ჩვენი ირაკლი ოქრუაშვილთან თანამშრომლობა ნამდვილად არ ჯდება. ხელისუფლებასთანაც ძალიან ჭირს თანამშრომლობა იმიტომ, რომ მათი მხრიდან რაიმე გამოკვეთილი პრინციპები არ ჩანს.
_ დაბოლოს, რას იტყვით პირველი მოსმენით უკვე მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რომელსაც სასულიერო პირების პროტესტი მოჰყვა?
_ ხელისუფლებამ ამით აჩვენა ის, რომ დაინტერესებულია საქართველოში ვითარების ესკალაციით. ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მას არ აწყობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რადგან ეს ხელშეკრულება შეზრულავს მის მოქმედებებს, შეზღუდავს იმ უკანონობებს, რომელსაც ისინი სჩადიან. ბუნებრივია, მათ ევროპის წინაშე მოუწევთ პასუხისმგებლობა, ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, რომ აქ მოვლენები დაძაბონ. სურდათ რომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების წინააღმდეგ გამოსულიყო საქართველოს ეკლესია, მაგრამ მისმა უწმინდესობამ ძირშივე აღკვეთა ეს პროვოკაცია. კარგად გახსოვთ, რა სკანდალი მოყვა მისი უწმინდესობის საშობაო ეპისტოლეს, სადაც ხელისუფლებას ყველაზე მეტად არ მოეწონა (ხელისუფლებაში ვგულისხმობ როგორც `ოცნებას~, ასევე ნაცმოძრაობას) ის, რაც ეწერა ევროპისკენ სწრაფვაზე და შეეცადნენ, რომ ეს სუროგაციის და სხვა, თითიდან გამოწოვილი საბაბით გადაეფარათ. შემდეგ ძალიან კარგად გვახსოვს შტეფან ფულეს ნათქვამი, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ ეკლესიაა წინააღმდეგი და შეეცდებოდა პატრიარქი დაერწმუნებინა. მაგრამ მისი უწმინდესობის სწორი პოლიტიკის და ზუსტად დასმული აქცენტების შედეგად, ყველამ დაინახა, რომ პირიქით, საქართველოს ეკლესიაა პროგრესისკენ მიმავალი და ვიღაც ვიღაცეები შეგნებულად ეწევიან ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობას და ეწევიან იმ გზის დისკრედიტაციის მცდელობას, რომელზეც საქართველო უნდა იდგეს. ეს პროვოკაცია _ ასოცირების ხელშეკრულების წინააღმდეგ გამოსვლისა მისმა უწმინდესობამ ეკლესიის სახელით ჩაშალა. ახლა სხვა მხრივ დაიწყეს. სულ რომ არაფერში სჭირდებოდათ, როცა ევროპა არ ითხოვს ამ ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებას, და როცა იცი, რომ საზოგადოებაში ეს არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს, რატომ შემოგაქვს ეს კანონი, რა აუცილებლობაა?! მხოლოდ ერთი _ როგორმე დაძაბულობის ესკალაცია მოხდეს. ისევე როგორც თავის დროზე, როდესაც ჭელაში მინარეთი მოხსნეს ვითომცდა საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის გამო და მერე უკან დააბრუნეს. ესეც მხოლოდდამხოლოდ ვითარების ესკალაციისთვის იყო გამიზნული.
_ ანუ პარლამენტს ანტიდისკრიმინაციული კანონი არ უნდა განეხილა და არ უნდა მიეღო?
_ დღეს ეს პრობლემა ქვეყანაში არ დგას, ამ საკითხზე მსჯელობა არ მიდის და რაღა მაინცდამაინც ამ კანონიდან იწყებს მუშაობას? ეს სხვა არაფერია, თუ არა შეგნებული პროვოკაცია. ნებისმიერი მორწმუნე ადამიანი გამოვა და იტყვის, რომ ერთსქესიანთა უფლებების გაზრდა მათთვის მიუღებელია. ეს რწმენის საკითხია. ხელისუფლების მოქმედებას სწორედ ამაზეა გათვლილი, რომ რომელიღაც ჯგუფი გამოვა და ამას გააპროტესტებს, მერე ამ ყოველივეს მიაწვდიან დასავლეთს და იქედან საქართველოში წამოვა გრანტები ე.წ. ჰომოფობიის წინააღმდეგ საბრძოლველად.
_ თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საპატრიარქოს პოზიცია გასათვალისწინებელია მეორე მოსმენით პარლამენტში განხილვის დროს.
_ თუ გასათვალისწინებელია, რატომ არ ითვალისწინებენ. რატომ არ ითვალისწინებენ ისეთ საკითხებში, როგორიც ამ კანონის – ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაა; როდესაც მკაფიოდ დააფიქსირა მისმა უწმინდესობამ პოზიცია რეგიონალიზმთან დაკავშირებით. რატომ არ ითავლწისინებენ პოზიციას საყდრისთან დაკავშირებით. უბრალოდ, ზოგადად თითქოს მისი უწმინდესობის ავტორიტეტს ვერაფერს უბედავენ, მაგრამ რეალურ ქმედებებში იმას აკეთებენ, რომ პროვოკაციაზე წამოიკიდონ ეროვნული ცნობიერებისა და ქრისტიანული აღმსარებლობის ადამიანები, რათა ამით დასავლეთიდან ფული მოიზიდონ იმ საბაბით, თითქოს საქართველოში მძლავრია ჰომოფობია.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress