ლოგო

ტრაგი-კომედია პირობითი სახელწოდებით _ “სიტყვის თავისუფლება თუ სამართლიანობის აღდგენა”.

განვლილმა სამწლიანმა პერიოდმა ცხადად დაგვანახა, რომ  ხელისუფლება და ე.წ. ოპოზიცია, თავის სატელიტ პოლიტიკურ, არასამთვრობო თუ მედია ორგანიზაციებთან ერთად ცდილობენ ქართველი ხალხი მოწყვიტონ რეალურ პრობლემებს, ქმნიან ხელოვნურ დაძაბულობას და ცდილობენ ამ ფონზე მღვრიე წყალში დაიჭირონ თევზი, ანუ განიმტკიცონ ძალაუფლება, გავლენა და უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა, ისევ ხალხისა და სახელმწიფოს ხარჯზე – რომელიც, როგორც ყოველთვის, დაზარალებულის როლში აღმოჩნდება. ვრცლად »

platforma-logo

„ქართული პლატფორმა“: პოლიტიკური პროცესები სამართლებრივი სივრციდან არ უნდა გავიდეს!

„ქართული პლატფორმის“ მიმართვა ხელისუფლებისადმი

 

საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი შეშფოთებულია ამ ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო.მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა წამებისა და გაუპატიურების ამსახველმა კადრებმა ნეგატიური ემოციური ფონი კიდევ უფრო დაამძიმა, არავის აქვს უფლება, სახელმწიფოს ფუნქცია იკისროს და არაცივილიზებული მეთოდებით ეცადოს სამართლიანობის აღდგენის ილუზიის შექმნას ქვეყანაში.

 

„ქართულ პლატფორმას“ მიაჩნია, რომ ასეთი მიდგომა არათუ ანეიტრალებს საზოგადოების დამოკიდებულებას „ნაციონალური“ რეჟიმის დანაშაულებრივი მოქმედებების მიმართ, არამედ, პირიქით, ჩიხში შეჰყავს სიტუაცია და ხელს უწყობს ერის დაპირისპირებულ ჯგუფებად გახლეჩა-დაქუცმაცებას. ვრცლად »

platforma-logo

ქართული პლატფორმა: „ქოცურ“-„ნაცური“ ალიანსი ენერგეტიკაში და „სემეკი“ მარეგულირებელი სტატუსის და ფუნქციის გარეშე?

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ოფიციალურად დასრულდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა და ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნება“ მოვიდა.

განვლილმა სამწლიანმა პერიოდმა დაგვანახა, რომ ეკონომიკისა და პოლიტიკის ყველა სფეროშინაცვლად პოზიტიური მოლოდინისა, ადგილი აქვს სრულ რეგრესს და უკანდახევას, რაც პირდაპირ „ქართული ოცნების“ მმართველი ელიტის უმოქმედობას უკავშირდება. მეტიც, ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში წინა ხელისუფლების პოლიტიკის გაგრძელებაა.

ამ ეტაპზე მიმოვიხილავთ ქვეყნის წინსვლისა და ეკონომიკური ზრდის წინაპირობის მთავარ დარგს - ენერგეტიკას და იქ მიმდინარე მოვლენებს. ქართული ენერგეტიკის სისტემის მართვა-გამგეობა შემდეგი სქემით ხორციელდება: ვრცლად »

ლოგო

„ქართული პლატფორმა“: რატომ თხოვს საქართველოს მთავრობა „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას საქართველოს პარლამენტს?!

საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარადგინა „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (შემდგომში: კანონპროექტი). კანონპროექტით (მუხლი 15) საქართველოს  სახელმწიფო   ბიუჯეტიდან ასიგნებების ჩამონათვალში საბიუჯეტო კლასიფიკაციის  კოდით 44 00 დასახელებულია „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“, 2016 წლისათვის 3,500.0 ათასი ლარის დაფინანსებითა და მომუშავეთა 90 კაციანი შტატით.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“ ტექსტში მოცემულია ბრჭყალების გარეშე, ე.ი. საქართველოს მთავრობა ცნობს რეალურად „სამხრეთ ოსეთის“ არსებობას, მეტიც,  ცნობს არა ზოგადად, აბსტრაქტულად, არამედ  მის „ადმინისტრაციასთან“ აქვს ოფიციალური, მატერიალური, ხელშესახები საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობა. ვრცლად »

ლოგო

მიწა უფლის მიერ მობარებული ფასდაუდებელი ღირებულსაგანია

პაატა კოღუაშვილი, სტუ პროფესორი
ნიკოლოზ ჩიხლაძე, ქსუ პროფესორი
საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს, როგორც კაცო¬ბრიობის ერთ-ერთ ნაწილს. ქართველი ერის უფლებაა ეს ტერიტორია (მიწა) გამოიყენოს თავისი არსებობა-განვითარებისათვის, საზოგადოებრივი აღმშენებლო- ბისათვის თავისი ფიზიკური, მენტალური, სულიერი შესაძლებლობების, მიდრეკილებების, ტრადიციებისა და გემოვნების მიხედვით, ანუ ეძებოს საკუთარი გზები კაცობრიობის ერთობლივი მარადიული მიზნებისა და იდეალების რეალიზაციისათვის. ვრცლად »

ლოგო

საარჩევნო სისტემა სახელმწიფოს უნდა ემსახურებოდეს და არა რომელიმე პარტიის ინტერესებს!

„ქართული პალტფორმის“ განცხადება

მიუხედავად იმისა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ძალიან მოკლე დროა დარჩენილი, დღემდე გაურკვეველია, როგორი საარჩევნო სისტემით აპირებს მის ჩატარებას კოალიცია „ქართული ოცნება“. ნიშანდობლივია ისიც, რომ ისევ აქილევსის ქუსლად რჩება საარჩევნო სიების დაზუსტება-მოწესრიგების პრობლემაც, რაც მმართველ ძალას არჩევნების ტოტალურად გაყალბების საშუალებას აძლევს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: სახელმწიფო სტატისტიკა დღემდე „ამუშავებს“ 2014 წლის ნოემბრის მოსახლეობის აღწერის შედეგებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დღევანდელი ხელისუფლების არაეფექტიანობას და უპასუხისმგებლობას.

ლოგიკურად ისმის კითხვა: როგორ აისახება საარჩევნო სიებში ის 730 ათასი კაცი, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიბარა (ანუ, არჩევნებში „იღებდნენ“ მონაწილეობას) და არჩევნების შემდეგ გაქრნენ? ვრცლად »

gerbebi_Page_6

აჭარის დედა-სამშობლოში დაბრუნებისთვის თავდადებულ გმირთა მემორიალის გახსნის გამო

    მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი, ნოდარ ნათაძე, მიხეილ ჯიბუტი
სამშობლოს დაცვა ადამიანის წმინდა მოვალეობათა რიცხვს ეკუთვნის. სამშობლო, ანუ თავისი ერის სახელის მატარებელი ქვეყანა, რომელშიც ხორციელდება და უნდა ხორციელდებოდეს ამ ერის მარადიული თავდამკვიდრება, როგორც წარსული და მომავალი ისტორიის პრინციპულად თანასწორუფლებიანი სუბიექტისა და როგორც კაცობრიობის ერთობლივი სადღეისო სისტემის მონაწილე ერთ-ერთი სუბიექტისა, ადამიანისათვის ერთ-ერთი ე.წ. აბსოლუტური, ანუ სხვა ღირებულებებზე არდახურდავებადი ღირებულებაა და ასეთად დარჩება მუდამ. ბედნიერებაა, როცა ადამიანს საშუალება აქვს, რომ სამშობლოსათვის თავისი სიცოცხლის გაწირვის აქტი, რომელიც მისგან გარემოებების მიერ შექმნილმა საჭიროებამ მოითხოვა, მარგი ქმედების ასპროცენტიანი კოეფიციენტით შესრულოს: იბრძოდეს საკუთარი სამშობლოს შეარაღებულ ძალებში და საკუთარი სამშობლოს პირდაპირი, ღია ინტერესის სახელით. ამ ადამიანს ის ბედნიერება აქვს, რომ მისი დაღვრილი სისხლი მთლიანად მისი სამშობლოს საქმეს ჰხმარდება. მაგრამ მცირე ერთა შვილები, რომელთაც მოცემულ მომენტში საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა არ გააჩნიათ, ამ ფუფუნებას ბევრჯერ მოკლებულნი არიან. ვრცლად »

gerbebi_Page_6

,,სახალხო პარტია” სფფ-ის არჩევნებთან დაკავშირებით — წრეზე ტრიალით განახლება შეუძლებელია!

,,სახალხო პარტია” კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ შეინარჩუნა რა საქართველოს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მართველობის ძველი საბჭოურ-ბოლშევიკური სისტემა, არ შეცვალა წინა ხელისუფლების მართვის სტილი და შედეგად ვღებულობთ გაუგებარ, ხელოვნურად შექმნილ და წინააღმდეგობით აღსავსე ქვეყანის ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც არც მთლიანად ქვეყნის და არც სხვადასხვა კონკრეტული სფეროს განვითარების საშუალებას არ იძლევა. ვრცლად »

giorgadze-1

ხელისუფლებამ პერსპექტივა ვერ გააჩინა

მარიამ მჭედლიშვილი “ახალი თაობა” #218 17.09.2015

სამი წლის წინ ის მოქალაქეები, რომლებიც დიდ იმედს ამყარებდნენ პირადად ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ შექმნილ “ქართულ ოცნებაზე”,  ვერ წარმოიდგენდნენ,  რომ 2015 წელს ქვეყანა ამდენი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებოდა.

არადა, დაპირების მიხედვით, ყოველი მომდევნო წელიწადი უკეთესი უნდა ყოფილიყო, დენის ტარიფი და სხვა კომუნალური გადასახადები უნდა შემცირებულიყო, წინა ხელისუფლების მიერ უსამართლოდ დასჯილ და დაჩაგრულ ხალხს სამართალი უნდა ეპოვა, უნდა შეცვლილიყო მანკიერი სისტემა. ვრცლად »

gerbebi_Page_6

,,სახალხო პარტიის” განცხადება გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით

რამდენიმე დღის წინ ყველამ ვიხილეთ მორიგი შოუ, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების, ,,ქართული ოცნებისა” და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მონაწილეობით.

შედეგად გადაიფარა უგულავას უდანაშაულოდ ცნობა მისადმი ,,რიყის საქმეზე” წაყენებულ ბრალდებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეში თანამონაწილეები იყვნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად ,,ძებნილი” კეზერაშვილი და ბიზნესმენი ჟოზეფ ქეი. ვრცლად »

Powered by WordPress