რამდენიმე დღის წინ ყველამ ვიხილეთ მორიგი შოუ, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების, ,,ქართული ოცნებისა” და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მონაწილეობით.
შედეგად გადაიფარა უგულავას უდანაშაულოდ ცნობა მისადმი ,,რიყის საქმეზე” წაყენებულ ბრალდებაში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეში თანამონაწილეები იყვნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად ,,ძებნილი” კეზერაშვილი და ბიზნესმენი ჟოზეფ ქეი.
შესაბამისად ბრალდებები მათაც მოეხსნათ რიყის ტერიტორიის გაყიდე-იყიდე ოპერაციით ბიუჯეტიდან 17 მლნ. ამ. დოლარის გაფლანგვაზე.
ჩვენთვის გაურკვეველია ხელისუფლების მიერ კეზერაშვილისადმი ასეთი მოწყალება, თუმცა ეჭვს არ იწვევს ის, რომ ეს შედეგია ,,ქართული ოცნებისა” და ,,ნაციონალური მოძრაობის” ფარული გარიგებისა. ამ გარიგებით შეიძლება უახლოეს მომავალში უგულავაც მალე ვიხილოთ შეწყალებული, ხოლო ბრალდებებ და ძებნამოხსნილი, ნაცმოძრაობის დამფინანსებელი კეზერაშვილი კი ქართულ ,,ბიზნეს-ელიტაში“ დაბრუნებული!
,,სახალხო პარტია“ მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ქართველი ხალხის გაბითურება და აკეთოს ის, რასაც ხალხი ელის მისგან!