პაატა კოღუაშვილი, სტუ პროფესორი
ნიკოლოზ ჩიხლაძე, ქსუ პროფესორი
საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს, როგორც კაცო¬ბრიობის ერთ-ერთ ნაწილს. ქართველი ერის უფლებაა ეს ტერიტორია (მიწა) გამოიყენოს თავისი არსებობა-განვითარებისათვის, საზოგადოებრივი აღმშენებლო- ბისათვის თავისი ფიზიკური, მენტალური, სულიერი შესაძლებლობების, მიდრეკილებების, ტრადიციებისა და გემოვნების მიხედვით, ანუ ეძებოს საკუთარი გზები კაცობრიობის ერთობლივი მარადიული მიზნებისა და იდეალების რეალიზაციისათვის.
მიწა ერისთვის მისი ყოფიერების ტერიტორიაა, ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც. იგი სასიცოცხლოდ აუცილებელი ბაზაა, რომელიც არსებითად განსაზღვრავს ქვეყნის ყოველ¬მხრივი დამოუკიდებლობის ხარისხს და ფაქტობრივად წარმოადგენს მოცემულ სივრცეში ერის სულისდგმისა და შემოქმედების აუცილებელ პირობას.
ჩვენი წარსული და მომავალი განპირობებული და გაშინაარსებულია მიწას-თან დაკავშირებული რელიგიური, რაციონალური და ემოციური საწყისებით. ყოველივე ამან განაპირობა ქართველთა განსხვავებული ჩვევები, სურვილები და მისწრაფებები პრაქტიკულ ცხოვრებაში, რაც მიწასთან მარადიული ურთიერთობის თავისებურებებიდან გამომდინარეობს.
ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენები მრავალმხრივ საინტე¬რესოა. ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მაღალ საზოგადო¬ებრივ ინტერესს იწვევს, არის მიწასთან დამოკიდებულება, მისი საკანონმდებლო უზრუნ¬ველყოფა ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის გასხვისება.
მიწის რესურსებს ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ადამიანის ცხოვრებაში. მიწას (მიწის რესურსს) განსაკუთრებული სიფრთხილით განიხილავს წმინდა წერილი. ღმერთმა შექმნა მიწა და უბოძა იგი ადამიანებს რათა დაუფლებოდნენ და ეპატრონათ მისთვის (დაბ. 1:28). „აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეებს – ადამიანის მსახურებისთვის, რათა გამოიღოს საკვები მიწიდან“ (ფს. 103:14).
ადამიანი ედემის ბაღიდან გამოაძევა უფალმა მიწის დასამუშავებლად, იმ მიწისა, რომლიდანაც თვით ადამიანი შეიქმნა. ეს შრომა პრინციპულად განსხვავდებოდა ედემის ბაღში შრომისაგან. მიწა დაიწყევლა ადამიანის გადაცდომის გამო და მას ტანჯვა-წვალება მოუტანა. მისი მოკვდავი სხეული კი მიწას დაემორჩილა: „და ადამს უთხრა: „რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამაც მე აგიკრძალე, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით ღებულობდე მისგან საზრდოს მთელი შენი სიცოცხლე! და ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს მან და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო! პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგან ხარ აღებული, რადგან მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევი!“ (დაბ. 3:17–19).
თუმცა, მოწყალეა უფალი და ის არასდროს მიატოვებს განსაცდელში ადამის მოდგმას ოღონდ კაცობრიობას უკვე გრძელი შემეცნების გზის გავლა უწევს, მან არსებობისთვის უნდა ისწავლოს და დაიცვას უფლის კანონები, კანონები, რომლებიც ისევ ჩვენს საკეთილდღეოდ არის დაწესებული. ,,შეასრულეთ ჩემი წესები და ჩემი სამართალი დაიცავით. შეასრულეთ ისინი და მშვიდად იცხოვრებთ ქვეყანაში. მოგცემთ მიწა თავის ნაყოფს, მაძღრისად შეჭამთ და მშვიდად იცხოვრებთ იქ’’ (ლევ. 25, 18-19).
მიწიერ ცხოვრებაში „კერძო საკუთრება“ განისაზღვრება საკუთრებისადმი ჩვეულებ¬რივი, მიწიერი მიდგომით. საღვთო გაგებით, საკუთრებაზე უფლება შეიძლება განვიხი¬ლოთ, როგორც ღვთისაგან ბოძებული სიმდიდრის გარკვეულ ნაწილზე ადამიანთა მართვის დაშვება განსაზღვრული პერიოდით [1, გვ. 117].
ადამიანი თვითნებურად შემოსაზღვრავს მიწის ნაკვეთს და მას საკუთარ სახელს არქმევს („ეს ჩემია“). ძველი აღთქმის მიხედვით, ვხვდებით მიწასთან დამოკიდებულების თეოკრატიულ პრინციპს, რომლის თანახმადაც ადამიანი ამ რესურსის დროებითი მფლობელია: „მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა, რადგან თქვენ მდგმურები და ხიზნები ხართ ჩემთან. (ლევ. 25: 23).
მიწა, უპირველესად ღმერთისაა: „უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყა¬რო და მკვიდრნი მისნი“ (ფს. 23.1) და მიწისადმი განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ: „მიწა არ გაიყიდოს სამუდამოდ, რადგან მიწა ჩემია. თქვენ ხომ ჩემი ხიზნები ხართ. თქვენს სამკვიდრებელ მიწაზე მიწის გამოსყიდვის ნება დართეთ. თუ გაღარიბდება შენი ძმა და გაყიდის თავის სამკვიდრებელს, მივიდეს მისი ახლო ნათესავი მასთან და გამოისყიდოს მისი ძმის მიერ გაყიდული. თუ მას გამომსყიდველი არა ჰყავს, მაგრამ შემ¬დეგ მიეცემა შესაძლებლობა და თვით ჰპოვებს გამოსყიდვის საშუალებას, გამოითვალოს გაყიდვიდან გასული წლები და დაუბრუნოს ნამეტი იმას, ვისაც მიჰყიდა, და თავისი სამკვიდრებელი ჩაიბაროს“ (ლევ. 23:27).
მიწის რესურსთან დაკავშირებით ადამიანის შრომისმოყვარეობის მიმართების შესა¬ხებ იობის წიგნში ფასდაუდებელ ცნობებს ვხვდებით, რაც უშუალოდ მიწასთან, ტექნო¬ლოგიების გამოყენებასთან, შრომის დანაწილებასთან არის დაკავშირებული. ადამიანს უფალმა უბოძა მიწა არა მარტო ნაყოფიერებით (როგორც სახნავ-სათესი სავარგული), არამედ მთელი თავისი სიმდიდრით, მადნებით, წიაღისეულით, რომლის გამოყენება შესაძ¬ლებელია წარმოების პროცესში, ადამიანის სასიკეთოდ: „ვერცხლს საბადო აქვს და ოქროს ადგილი, სადაც წმენდენ მას. რკინას მიწიდან იღებენ, სპილენძს კი მადნიდან ადნობენ. ზღვარი დაუდო ადამიანმა ბნელს და ქვეყნის კიდემდე ეძებს მადანს წყვდიადსა და ბნელში. გათხარა მაღაროები ხეობაში, შორს, უკაცრიელ, მივიწყებულ ადგილებში. ხოლო მიწა – მისგან აღმოცენდება პური, მისი ქვეშეთი კი ამობრუნებულია, თითქოს ცეცხლისგან. მისი ქვები საფირონის ადგილია და მისი მტვერი ოქროს შემცველია. ადამი¬ანი კაჟზე იწვდის ხელს, მთლიანად აყირავებს მთებს. კლდეებში არხები გაჰყავს და ყო¬ველივე ძვირფასს სჭვრეტს მისი თვალი. მდინარეთა დინებას აკავებს, და დამალული სინათლეზე გამოაქვს“ (იობ. 28:1–11).
წმინდა წერილი საკუთარი მიწის მომვლელს, ყაირათიან და მეურნე ადამიანს დაუ¬მადლებელ ლუკმაპურს ჰპირდება: „თავისი მიწის მხვნელ-მთესველი მაძღარი იქნება; ამაო საქმეთა მადევარი კი სიღარიბით აივსება“ (იგავ. 28:19). სოლომონ ბრძენი გვმოძღვრავს: „ვინც თავისას ხნავს და თესავს, არ დაიმშევა; უაზრო მიზნების მადევარი კი უგუნურია. უკეთურის წადილია უკეთური ნადავლი; მართალთა ფესვი კი ნაყოფს გამოიღებს“ (იგავ. 12:11–12). დიდად მოწყალეა უფალი, მაგრამ როდესაც მეტისმეტად განარისხებს მას ადამი¬ანი, უპირველესად უფლის მცნებების დაუცველობის გამო, განსაცდელებს უვლენს მას. წმინდა წერილიდან მრავალი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მათ შორის აღსანიშ-ნავია განსაცდელები, რომელიც ადამიანის მიწასთან ურთიერთობას უკავშირდება.
წარღვნის შემდეგ უფალმა მინიმუმამდე შეუზღუდა რესურსი ადამიანს, თუმცა ახალ თაობას კვლავ მისცა ღვთისკენ მოქცევის შანსი. დავუკვირდეთ იმ გარემოებას, რომ უპირ¬ველესად მიწის რესურსი შეზღუდა და ამით თითქმის ყველაფერი შეიზღუდა. მნიშვნელო¬ვანი იყო შედეგი ამ ქმედებისა: ქვეყანა განიწმინდა კაცობრიობის ცოდვებისაგან და მად¬ლიერების ნიშნად ნოემ ღმერთს საკურთხეველი აუგო.
წმინდა წერილში ასევე მრავალი მაგალითია იმისა, რომ უფალი მატერიალურს, მათთვის ძვირფასს ართმევს ადამიანებს მათივე სასიკეთოდ, რათა გაეღვიძოთ, დაფიქრდ¬ნენ და სულიერი შეიძინონ (ფს. 37:1-2).
უფლის მუქარას იეზეკიელთანაც ვხვდებით: „და უთხარი ამ ქვეყნის ხალხს: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი იერუსალიმისა და ისრაელის ქვეყნის მკვიდრებზე: თავის პურს ტკივილით შეჭამენ და თავის წყალს ჭირითა და ტანჯვით შესვამენ, რადგან დაცა¬რიელდება მათი ქვეყანა მისი სისავსისაგან მის მცხოვრებთა ძალადობის გამო. დასახლე¬ბული ქალაქები დაინგრევა და გაუდაბურდება ქვეყანა; და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი“ (ეზ. 12:19–20).
უფალი შეაგონებს ადამიანს, რომ არ გადაწიოს საზღვარი (სამანი), რომელიც წინაპრებმა დააწესეს მიწის – ღვთისგან ბოძებული სიმდიდრის გაყოფისას: „არ გადაწიო შენი მოყვასის მიჯნა, წინაპრებმა რომ დასვეს შენს სამკვიდროში, რომელსაც დაიმკვიდ¬რებ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს“ (II რჯ. 19:14).
წმინდა წერილში ვხვდებით მიწის განაწილების პრობლემის მოგვარების მცდელობას. მაგალითად, მოსეს კანონმდებლობით, ამისათვის პირადი საკუთრების შეზღუდვის დაწე¬სება ხდება. ბიბლიის აღიარებული მკვლევარები მიიჩნევენ, რომ რესურსების, მათ შორის მიწის რესურსების არანორმალურ და არამართლზომიერ გადანაწილებას მოაქვს სოცია¬ლური ბოროტება და შეიძლება სახელმწიფოს დაშლაც გამოიწვიოს.
საზოგადოდ, რესურსების შეზღუდულობა ეკონომიკის, შეიძლება ითქვას, ჩვენი ყოფი¬ერების ძირეული პრობლემაა, საიდანაც ფაქტობრივად, ყველა სხვა პრობლემა გამომდი¬ნა¬რეობს. „იშვიათობის“ კონცეფცია რესურსების შეზღუდულო- ბასაც ნიშნავს. მიწა, ანუ ბუნებრივი რესურსებია ყოველივე, რასაც უფალი უბოძებს ადამიანს, ხოლო ეს უკანასკნელი იყენებს მას წარმოებაში – დამუშავებაში მყოფი მიწები, საძოვრები, ხე-ტყე, წყალი, მადნები, წიაღისეული, ნავთობი, ანუ რესურსების აბსოლუტური უმრავლესობა.
რაც უფრო მცირეა რაოდენობრივად რესურსი, ანუ მეტია შეზღუდულობის ხარისხი, მით მეტია მისი ფასი. იგი ძირითადად მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობით ყალიბდება. შეზღუდულობის (დეფიციტის) ზრდას კი უცვლელი მიწოდების პირობებში ფასის ზრდა მოჰყვება (საქონლის დეფიციტი ზრდის ფასს, ფულის დეფიციტი საპროცენტო განაკვეთს, სამუშაო ძალის შეზღუდვა ხელფასს და ა.შ.).
საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია ქართველი ხალხის ორგანული სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული, ეთნო-ფსიქოლოგიური და ეთნო-კულტურული კანონზომიე¬რი განვითარების შედეგია იმ მიწაზე, სადაც სახელმწიფოსთან ერთად შეიქმნა ქართული ეროვნება და ეროვნული ცნობიერება.
ქართველი ერის სიცოცხლე განუყოფელია საქართველოს მიწისგან. ვერც დიასპორის სახით, ვერც საკუთარ ქვეყანაში უმცირესობის სახით ქართველი ერი ვერ იარსებებს. ამას ობიექტური მიზეზები აქვს:
1. ქართველმა ერმა იცის, რომ მთელი თავისი ისტორიის მანძილზე მისი სამოსახლო მიწა-წყალი დედამიწაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, მის მეზობლობაში კი _ ყველაზე საუკეთესო. ეს ქართველს ანიჭებს იმის განცდას (ცნობიერადაც და ქვეცნობიერადაც), რომ მის მიერ გაღებული მსხვერპლი ამ მიწის შესანარჩუნებლად უაზრო არ არის: იგი თავის შთამომავლობას დანარჩენ კაცობრიობასთან შედარებით (ღვთის წყალობით, თითქოსდა) უპირატეს მდგომა- რეობაში აყენებს. ამიტომ ასეთი მოარული ფრაზები როგორიცაა ,,მშვენიერი საქართველო“, ,,ტურფა საქართველო“, ,,ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო“, ,,ქართულზე უკეთეს ხილს ვერსად შეჭამ“, ,,აქაურზე უკეთეს წყალს ვერსად დალევ“, ,,ჩვენზე უკეთესი საღვინე ყურძენი არსად მოდის“ და ა.შ. მხოლოდ ლამაზი სიტყვები არ არის. ქართველმა კაცმა ისტორიულად იცის, რომ საქართველოს მიწის დაკარგვით იგი და მისი შთამომავლობა მომავალს კარგავს.
ისტორიულად, სამშობლოს დაცვით ქართველი გლეხკაცი თავის პირად მამაპაპურსაც, თავის `მამულსაც~ იცავდა. სხვა სიტყვებით: თავის პირად მამულს იგი თავისი დიდი მამუ¬ლის _ თავისი სახელმწიფოს _ დაცვის სახით იცავდა _ და იცავს. ეს ბუნებისა და საზოგადოების ურყევი კანონია. ეს ფსიქოლოგიური კანონზომიერება მარადიულია.
2. ქართველმა კაცმა იცის, რომ საქართველოს _ სამხედრო თვალსაზრისით, კულტურული თვალსაზრისით, მორალური თვალსაზრისით, ზოგადად – მოსახლეობის ხარისხის თვალსაზრისით, აგრეთვე საკუთარი ცხოვრების მოწყობის ნიჭის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი უჭირავს. ამაში მას ეგულება ერთ-ერთი უპირატესობა, რომელსაც იგი თავის შთამომავლობას უტოვებს. ქართველმა იცის (ცნობიერადაც და ქვეცნობიერადაც), რომ მისი ერის მაღალი ხარისხი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია მისი ქვეყნის ბუნებრივი მახასიათებლებით (მაგალითად, ყველას ესმის, რომ ადამიანი, რომელსაც თვეში ერთხელ მაინც მთაზე შედგომა და ქვეყნის გადახედვა უწევს, უფრო მეტად არის აღჭურვილი წარმოსახვითა და აქტიური აზროვნების უნარით, ვიდრე ის ვინც ტრამალში ცხოვრობს).
აზროვნების აქტიურობა, რაც ადამიანს ბავშობიდან უნვითარდება, როგორც ცნობილია, დიდი ფაქტორია მისი შემოქმედებითი აქტიურობისთვის, შრომისა და შემოქმედების ყველა დარგში.
3. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფიის მრავალგვარობა ქართველ კაცს (ცნობიერადაც და ქვეცნობიერადაც) ანიჭებს იმის განცდას, რომ მასაც და მის მოდგმასაც უნარი აქვს სრულფასოვნად იშრომოს და იბრძოლოს ყველანაირ ექსტრემალურ პირობებში, სიცხეშიც და ყინვაშიც, მთაშიც და ბარშიც, წყალშიც და ხმელეთზეც, ამდენად, საქართველოს მიწა-წყალი ქართველს უღირს სხვა ყოველივესთან ერთად, როგორც თაობათა აღზრდის ოპტიმალური ბაზა – საქართველოს ბუნება ადამიანს არც ანაზებს, არც გაუსაძლისი პირობებით ჩაგრავს. იგი მას განვითარების საუკეთესო პირობებს უქმნის.
საქართველოს კანონმდებელს არ აქვს უფლება ქართველი ერის (საქართველოს მოქალაქეთა კრებულის) ამ ბედნიერ მემკვიდრეობას, მის წინაპართა სისხლით დაცულს, თუნდაც ერთი გოჯი მოაკლოს. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, როგორც საცხოვ¬რისის ისტორიულად ჰარმონიზებული ერთიანი სისტემა, ვერ იფუნქციონირებს მისი ნაწილ-ნაწილ ხელყოფის (გასხვისების) შემთხვევაში.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ერისთვის არის არა მხოლოდ ეკონომიკუ¬რი, არამედ სოციალური და კულტურული ფასეულობა. არც სახალხო-სამეურნეო მოსაზ¬რებიდან, არც მისდამი საზოგადოებრივი ინტერესებისა და სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ შეიძლება მიწა გაუთანაბრდეს სხვა ქონებრივ სიკეთეებსა და ღირებუ¬ლებებს, სამართლებრივ ბრუნვაში კი იგი ვერ იქნება მიჩნეული და მიღებული, როგორც უძრავი ქონება.
მიწა არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი და „ამოწურვადი“ (შეზღუდული) რესურსი. მოსახლეობის ზრდასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნის გადიდებასთან ერთად, მცირდება დაუმუშავებელი სოფლის მეურნეობის სავარგულები და აქედან გამო¬მდინარე, იწურება რესურსიც.
დედამიწაზე იაფი საკვების ეპოქა დასრულდა. სწორედ ამი¬ტომ, თანამედროვე მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო განსაკუთრებით ფრთხილად ეკიდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხს და ეს სფერო უმკაცრესი რეგულაციით გამოირჩევა (დაშვებულია მხოლოდ გარკვეული და კონკრეტული წინაპირობებით). სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე განუსაზღვრელი ოდენობით გასხვისება ისტორიას ბარდება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ უმეტეს ქვეყნებში ყველაზე მკაცრი შეზ¬ღუდ¬ვები წესდება იურიდიული პირების მიმართ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვაზე. ეს რომ ასე არ იყოს, მსოფლიოს ნებისმიერი მდიდარი კომპანია რამდენსამე წუთში შეისყიდის გაჭირვებული მცირე ქვეყნის სავარგულებს მთლიანად.
ზოგჯერ არსებობს სახელმწიფო ორგანოების მიერ მიწის გასხვისებაზე სპეციალუ¬რი, დამატებითი ნებართვის მიღების შემაფერხებელი პროცედურა, ხოლო ზოგ შემთხვე¬ვაში, ქონების შესყიდვაზე პირდაპირი აკრძალვებიც.
საქართველოს მოქალაქეების უკიდურე¬სი გაღარიბება იმის რეალურ საფრთხეს ქმნის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა სახელმწიფოების მოქა¬ლაქეთა ხელში აღმოჩნდეს. უკვე ვხედავთ ამ პროცესის შედეგებს. სტატუსდაკარგული ქართული სოფელი კარგავს ისტორიულ, სოციალურ-ეკო¬ნო¬მიკურ და დემოგრაფიულ ფუნქციას. ამიტომაც იზრდება დაძაბულობა ქვეყნის სხვადასხვა მხარეში მცხოვრებ მკვიდრ მოსახლეობასა და ჩამოსახლებულ უცხოელებს შორის.
სოფელი, პირველ ყოვლისა, არის სახლობის ერთეული და არა მეურნეობისა. სოფლის განვითარების პოლიტიკის ერთერთი მთავარი მიზანია სოფლის მოსახლეობის ყოფითი სტატუსის მიახლოებით გათანაბრება ქალაქის მოსახლეობისასთან (ანუ სოფელსა და ქალაქს შორის სოციალურ-კულტურული განსხვავებების შემცირე¬ბა), რასაც სოფლად ადამიანთა რესურსების შენარჩუნებისა და ამგვარად, სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო წარმოების განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ის ფაქტი, რომ ტერიტორიულ სუვერენიტეტს იცავს სახელმწიფო, სულ არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოა მიწის უზენაესი მესაკუთრე. სახელმწიფო ტერიტორია (მიწა) ხალხის (ერის) საკუთრებაა (და არა მისი თვითმართვის აპარატის_სახელმწიფოსი, როგორც ინსტიტუტის). ერი, როგორც აღნიშნული უფლების სამართალმემკვიდრე, არ გულისხმობს მხოლოდ დღევანდელ თაობას. ეროვნული სამართალშეგნება სამართალსუბი¬ექტად მიიჩნევს ასევე წარსულ და მომავალ თაობებსაც. სწორედ ამიტომ, არც ერთ თაო¬ბას (მით უფრო, გარკვეული ვადით მოსულ ხელისუფლებას) არ აქვს არანაირი უფლება, საძვალე მოუშალოს წინაპრებს და მამული გაუყიდოს შთამომავლობას. Eეს არის ერის ზოგადი და მარადიული ფუნქცია, რომლიდანაც მცირეოდენი გადახვევაც კი ერის არც ერთ თაობას არ ეპატიება. არ ეპატიება, ცხადია, არც რომელსამე ხელისუფლებას. რიგითი ადამიანი ყველა ან თითქმის ყველა ეპოქისა გუმანით გრძნობს, რომ მიწა ღვთის ბოძებულია, და მას მიწის წინაშე მიწიწების გრძნობა აქვს. Yყოველი ნაბიჯი, რომელიც მიწის სტატუს მიაახლოვებს ჩვეულებრივი საქონლის სტატუსთან, ჯამში, საზოგადოებრივი მორალის სიღრმისეულ რღვევას უწყობს ხელს.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია საკუთარი მოქალაქის წინაშე, უზრუნველყოს გარანტირებული პირობები იმისა, რომ საქართველოს სასი¬ცოცხლოდ აუცილებელი რესურსები არ შემცირდეს. სწორედ სახელმწიფომ უზრუნველ¬ყოს იმიგრაციის ზომიერი კონტროლი, საქართველოს მოქალაქეთა გამრავლების ტემპების გათვლით, რომ საქართველოს მოქალაქეთა შთამომავლობა განჭვრეტად მომავალში არ დადგეს სასურსათო, ეკოლოგიური, კრაუდინგული, ეკონომიკური, დემოგრაფიული, სოციალური და სხვა სახის მძიმე გამოწვევების წინაშე.
დღეს მთელმა ქართველმა ერმა იცის, რომ მოცემულ პირობებში მიწის უცხოელებზე განუკითხავი გასხვისება ჩვენი ქვეყნისთვის არა თუ მავნე, არამედ-დამღუპველია. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტიდან არ ჩანს გარკვეულობა იმის თაობაზე, თუ რატომ არის საჭირო, რომ მცირემიწიანი საქართველო თავის მიწას უცხოელებზე ყიდდეს. ნათელია, რომ ამისთვის კანონმდებლის ცნობიერებაში ან ქვეცნობიერებაში ერთადერთი მოტივი არსებობს: `ამას მოითხოვს დემოკრატიული ზრდილობა~. უკიდურესად არადემოკრატი კანონმდებელი ამით იმშვიდებს `სინდისს~ და ამავე დროს მომგებიან იმიჯს იქმნის მსოფლიოში, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ უცხოელებზე მიწის განუკითხავი გასხვისება (თუ არ არსებობს ამის საზოგადოებრივი და სოციალური აუცილებლობა) სახელმწიფო ინტერესების თვალსაზრისით მიუღებელია (ამას მეტყველებს მაღალდემოკრატიული დასავლეთის მთელი საკანონმდებლო პრაქტიკა).
Dდასასრულ. მიწა არ არის საჩუქარი. Mმიწა არის უფლის მიერ მობარებული აღუდგენადი, შეუნაცვლებადი და ამდანად, ფასდაუდებელი ღირებულსაგანი, რომელსაც დავალება აქვს დართული. Eეს დავალება იმაში მდგომარეობს, რომ ეს საგანი ადამიანმა სიცოცხლის მანძილზე გამოიყენოსEიმ ფუნქციით, რომელიც თვით ღმერთმა დაუწესა (ეს ფუნქცია, რა თქმა უნდა, სასოფლო-სამეურნეო ფუნქციაა), შეუნარჩუნოს იმათვე, ვინაც ეს ადამიანი თავის წარმომადგენლად ჩათვალა, და შეძლებისდაგვარად ხელი შეუწყოს ამ საგნის მარადიულყოფას ამავე ფუნქციაში და ამათივე სამართლიანი მემკვიდრეების ხელში. ბიბლიური თვალსაზრისი მიწის თემაზე ეს არის. იგი რეალისტურია და განჭვრეტად მომავალში უალტერნატიოა. ის მრავლობითი სუბიექტი რომლის წარმომადგე- ნლადაც ეს ადამიანია ნაგულისხმევი, არის უპირველეს ყოვლისა მისი მოდგმა, მისი ერი.
მიწა უფლის მიერ მობარებული ფასდაუდებელი ღირებულსაგანია
October 9th, 2015 shalva chkhaidze