“რუსეთს არ უნდა სამხრეთით ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს არსებობა”
მარიამ მჭედლიშვილი ”ახალი თაობა” 19.12.2015
საქართველოში ხმაური მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს მიმართ.
პუტინის თქმით, კონფლიქტები საქართველომ თვითონ უნდა მოაგვაროს თბილისსა და სოხუმს, ასევე თბილისსა და ცხინვალს შორის მოლაპარაკებების გზით. მოსკოვი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გასაუქმებლადაც. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე რუსეთის ამ გზავნილებში განსაკუთრებულს და ახალს ვერაფერს ხედავს. _ რუსეთმა სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი დაიწყო იმ დროს, როცა საქართველოს მოქალაქეებს კარს უხსნის ევროპა. ევროკავშირის სახელმწიფოებთან ვიზალიბერალიზაცია არათუ აზრს უკარგავს სავიზო რეჟიმის რუსეთსა და საქართველოს შორის, არამედ, ეს საზიანო ხდება რუსეთისთვის, _ აღნიშნა ,,ახალ თაობასთან,, ინტერვიუში მამუკა გიორგაძემ. მისივე თქმით, ესაა არა რუსეთის კეთილი ნება, არამედ იძულება. _ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების ხსენება და ვრცლად »
ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს!
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი. სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება [...]
“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ – სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!
ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო [...]
ევროპა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ გვთხოვს
მამუკა გიორგაძე: ‘ახალი თაობა” 07.01.2014 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შეფასებისას ისმის კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. ამის წინააღმდეგ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. თქვენი აზრით, არის დღეს საქართველოში ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ეკლესიას უბიძგებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად 2008
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად I გაურკვეველ აწმყოში ვცხოვრობთ და არარსებული ბედნიერ მომავალს ველით ქართველ ერს თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლო- ბა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ–სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკ- რატიასთან, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა. შ., მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, მით უფრო _ თავისუფალს (1991-2008 წლების დამოუკიდებელი საქართველოს [...]
პუტინმა გაახმიანა საქართველოს კონფედერაციის ძველი იდეა
ჩვენ დასავლეთს და ამერიკას ვუყურებთ არა როგორც პარტნიორს, არამედ, პატრონს!
„არავინ არ მიიყვანს თინა ხიდაშელის განცხდებების გამო საომარ მოქმედებებამდე საქმეს“- აღნიშნული განცხადება, „ივერიონის“პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე, ქვეყნის საშინაო აქტუალური პრობლემების განხილვისას,„სახალხო პარტიის“ ლიდერმა მამუკა გიორგაძემ გააკეთა. 11-12-2015
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ იცავს ქვეყნის ინტერესებს:
„არავინ არ მიიყვანს თინა ხიდაშელის განცხდებების გამო საომარ მოქმედებებამდე საქმეს. ეს უბრალოდ სჭირდებათ პიარისთვის და დაძაბული სივრცის შესაქმნელად. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, თუ როდის და რა უნდა გამოიყენოს. ბუნებრივია, როცა მას დაჭირდება თავისი ინტერესების რეალიზაციისათვის, მაშინ გაახსენდება თუნდაც 20 წლის წინ ნათქვამი მოვლენა და ფაქტი. ვრცლად »
ზაქარეიშვილის მორიგი სიცრუე და იდეოლოგიური დივერსია
თავს ვალდებულად ვთვლით გამოვხატოთ საკუთარი აზრი დღეს მოფუნქციე ერთ-ერთი მინისტრის _ პაატა ზაქარეიშვილის _ ანტისაელმწიფოებრივი გამოსვლის გამო „მაესტროს“ ეთერში.
1. მინისტრი ცრუობს, როცა აცხდებს, რომ ქართველ და აფსუა („აფხაზ“) ხალხს არასოდეს უცხოვრია ერთ საზოგადოებად, გარდა საბჭოთა წლებისა.
ეს ერთობლივი ცხოვრება უფრო ინტენსიური იყო დამოუკიდებელი საქართველოს წლებშიც (1918-1921) და მანამდისაც მრავალი საუკუნის განმავლობაში. ქართველი ერი აფხაზეთის დღევანდელი ტერიტორიის ავტოხთონური მოსახლეობაა, ანუ ის მოსახლეობა, რომელმაც ეს ტერიტორია ხელუხლებელი ბუნების მდგომარეობიდან მიიყვანა განვითარებული ფეოდალური ცივილიზაციის მდგომარეობამდე. რუსეთის მიერ საქართველოს მეორე ანექსიის მომენტისთვის ეს ტერიტორია იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არშედავებადი და არავისგან არშედავებული ნაწილი (რუსეთისგანაც აღიარებული). ვრცლად »
სავიზო ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით სახალხო პარტია ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების ელჩებს წერილით მიმართავს
ევროკავშირის ელჩს საქართველოში
ბ-ნ იანოშ ჰერმანს
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს
საქართველოში ქ-ნ ბეტინა კადენბახს
საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს
საქართველოში ბ-ნ რენო სალენსს
ნიდერლანდების სამეფოს ელჩს
საქართველოში ბ-ნ ჰანს ჰორბახს
საქართველოს სახალხო პარტია გამოხატავს თავის ღრმა პატივისცემას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისადმი და აქვს პატივი მიმართოს შემდეგი განცხადებით. ვრცლად »
ეკლესიას უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი როლი პატიმრების შეწყალების საქმეში მაგრამ, ეს არ ნიშნავს პატრიარქმა პოლიტიკური თანამდებობა შეითავსოს!
„ივერიონს“ პატრიარქის განცხადებაზე პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებთ და საზოგადოებაში გავრცელებულ აზრთასხვადასხვაობაზე, „სახალხო პარტიის“ლიდერი მამუკა გიორგაძე ესაუბრა.
-ბატონო მამუკა, ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაკეთებულ პატრიარქის განცხადებას, რომ მას პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს.
როგორც გუშინ, საპატრიარქომ განაცხადა, მისმა უწმინდესობამ ეს განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა. ეს იყო პატიმრებისადმი სოლიდარობის გამოხატვა და არა მოთხოვნა – საკანონმდებლო დონეზე დაწყებულიყო ამ წინადადების განხილვა… ვრცლად »
სახელმწიფო ფსიქოლოგიურად არ არის მზად ანტიტერორისტული ღონისძიებების განსახორციელებლად!
„ივერიონს“ პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე და შესაძლო გართულებებზე, „სახალხო პარტიის“ ლიდერი, მამუკა გიორგაძე ესაუბრა. 18-11-2015
-ბატონო მამუკა, მსოფლიო შეძრულია საფრანგეთში მომხდარი ტერაქტებით. სპეციალისტები უკვე საუბრობენ, რომ ეს ერთჯერადი აქტი არ არის და სავსებით შესაძლებელია სხვა სახელმწიფოებსაც მოედოს.
საინტერესოა თქვენი აზრი, საიდან მოდის ტერორიზმის ფესვები და როგორ შეიძლება მისი შეჩერება?
-ერთი ადამიანის ძალადობა მეორეზე – ეს სამყაროს წარმოშობიდან მოდის და ბუნებრივია, მისი ფესვები სწორედ საუკუნეთა სიღრმეებში უნდა ვეძებოთ! ვრცლად »
ივანიშვილმა მარგელაშვილი პრეზიდენტად „პლასტელინისგან“ გამოძერწა და ახლა თავს ყველაფრის უფლებას აძლევს!
„ივერიონს“ აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე„სახალხო პარტიის“ ლიდერი, მამუკა გიორგაძე ესაუბრა.
-ბატონო მამუკა, ბიძინა ივანიშვილის ბოლო გამოსვლაში ისევ ამოტივტივდა პრეზიდენტის რეზიდენციის თემა. კატეგორიული იყო ივანიშვილის სიტყვები, „მას სურს თუ არ სურს, ეს ასე უნდა მოხდეს“, ანუ საუბარია მარგველაშვილის ათონელის რეზიდენციაში გადასვლის აუცილებლობაზე.
სხვათაშორის, საზოგადოება კიდევ ერთხელ გააღიზიანა ამ თემის ხელახლა წამოწევამ. ვინაიდან საქმე ეხება პრეზიდენტს და სახელმწიფოს უმაღლეს მთავარსარდალს. როგორია თქვენი კომენტარი? ვრცლად »
პრიმაკოვისეული გეგმის გაცოცხლების მცდელობა
I. ფედერალური სახელმწიფო მოწყობა, ანუ სახელმწიფოს იურიდიულად და პოლიტიკურად დაყოფილობა ორ ან მეტ ტერიტორიულ ერთეულად, რომელთაც საკუთარი პოლიტიკური ნება და შესაბამისი უფლებამოსილებები აქვთ, არის სახელმწიფოს ერთიანობის პარალიზაცია, რომლის ხარისხი პროპორციულია ხსენებულ ფედერალურ ერთეულთა უფლებამოსილებების მოცულობისა. ჯამური ეფექტი ასეთი დაყოფილობის შემთხვევაში შედგება ორი ელემენტისაგან. პირველი: ფედერალური ერთეულის დამოუკიდებელი ნება აფერხებს სახელმწიფოს, როგორც მთელის (`ცენტრის~), ნების ქმედითს რეალიზაციას. მეორე: ვრცლად »
მამუკა გიორგაძე: ვერ ვიტყვი, რომ „რუსთავი 2“ დამოუკიდებელია, მაგრამ ხელისუფლების უკანონო ქმედებები აშკარაა
„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის მამუკა გიორგაძის განცხადებით, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ნაბიჯები შემაშფოთებელია. “INFO 9 “ 14:29 / 06.11.2015
როგორც გიორგაძემ „ინფო 9“-ს განუცხადა, ტელეკომპანია წლებია, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს ემსახურება, თუმცა ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული უკანონობა შეშფოთების საფუძველს იძლევა.
„წლების განმავლობაში, „რუსთავი 2“ ჩამოყალიბდა არა როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება, არამედ როგორც ჩვეულებრივი, ბოლშევიკებისდროინდელი სააგიტაციო, პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ემსახურებოდა გარკევული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს და ძირითადად, მისი მთავარი ამოცანა იყო სწორედ იმ იდეების პოპულარიზაცია, რომელსაც ეს პოლიტიკური ჯგუფები გამოხატავდნენ. ვრცლად »
,,ხელისუფლება თავიანთი არასწორი მოქმედებებითა თუ უმოქმედობით რუსეთის ინტერესებს ატარებს“
,,ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ქვეყანა დაპირისპირებამდე მიჰყავს. თავის მხრივ, ნაცმოძრაობის ლიდერები ირწმუნებიან, რომ დესტაბილიზაცია და ოპოზიციის განადგურება მმართველი კოალიციის ინტერესებშია.
სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე ,,ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გამოთქვამს მოსაზრებას, რომ არეულობისა და ქაოსისკენ ნაბიჯები მიზანმიმართულად იდგმება.
მამუკა გიორგაძე:
- საქართველოს საზოგადოებას აყენებენ არჩევანის წინაშე: ან უნდა აღმოვჩნდეთ ქაოსის მორევში, იმიტომ, რომ ეს მოჰყვება სამართლიანობის აღდგენას, ან სამართლიანობა ვერ იზეიმებს. ყველაფერი იქედან მოდის, რომ ხელისუფლება არ დგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადადგას, არ იღებს საჭირო გადაწყვეტილებებს, ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული. ეს ეხება ყველაფერს, მათ შორის, სამართლიანობის დამყვიდრებას. შედეგად წარმოიშობა ქაოსი, რომელიც ძალიან აწყობს რუსეთს. ვრცლად »