დ. ვაჩნაძე. სამშობლო #17-18 10 1935 პარიზი
`უძველესი დროიდგან მოყოლებული საქართველოს იმიერ კავკასიაში მცხოვრებ ერებთან ჰქონდა დამოკიდებულება და ხშირად კავშირიც, არა ერთხელ იბერიის მეფეს თავის მოწინააღმდეგეებთან საბრძოლველად ისინი გამოუყვანია და მათთვის მიუსევია. ასე მოიქცა, მაგალითად, ფარსმანი (395-404 წ. ქრ. შ. შ.), რომელსაც ე.წ. `თეთრი ჰუნნები~ (ამ სახელით იმ დროს იყვნენ ცნობილნი ჩრდილო კავ-ლნი) გამოუყვანია და ბიზანტიელებისათვის მიუსევია. ამავე ჰუნნების მეშველ ტომის დახმარებაზე ვახტანგ გურგასალსაც (446-449 წ.) დაუმყარებია იმედი, როდესაც სომხებთან ერთად სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლა დაუწყვია. სპარსელებმა ხანგრძლივი გამოცდილებით იცოდნენ, რომ ქართველებს მთიელებითა ჰქონდათ ზურგი მაგარი; გამოიყვანდნენ პირიქითელ ხაზარებსა და ჰუნნებს და მიუსევდნენ სპარსეთს~. (ივ. ჯავახიშვილი: `ქართველ ერის ისტორია~ წ. I. გვ. 217-251, 1928 წ.). ვრცლად »