mamuk

1989 წლის 9 აპრილი და მორაგბეები: გახსენება 29 წლის შემდეგ მამუკა გიორგაძე და გიორგი გეგენავა – ეროვნულ მოძრაობაში მორაგბეთა მონაწილეობის შესახებ

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში არაერთგვაროვანი თარიღია. ესაა უდიდესი ტკივილის დღე, მაგრამ ამავდროულად, 9 აპრილი ჩვენს ცნობიერებაში სიმტკიცის, თავდადების, ერთიანობისა და სიამაყის სიმბოლოდ დამკვიდრდა. დღეს ხშირად მოისმენთ – როგორ გვიყვარდა ერთმანეთი იმ დროს, როგორ ერთად ვიდექით, რა ერთიანნი ვიყავით…

იმ ტრაგიკული და გმირული მოვლენების უშუალო და აქტიური მონაწილე მორაგბეთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი იყო და მრავალი თვითმხილველი ამბობს, რომ სწორედ მორაგბეების დამსახურებაა, რომ 9 აპრილს მთავრობის სახლთან უფრო მეტი ხალხი არ დაიღუპა, ხოლო ტელევიზიის შენობასთან განხორციელებულ დარბევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მორაგბეთა ჯგუფმა სადამსჯელო რაზმების დარტყმა საკუთარ თავზე ვაჟკაცურად მიიღო და ამით უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. Worldrugby.ge-მ იმ დღეების კიდევ ერთხელ გახსენება გადაწყვიტა და რესპონდენტებად იმ მოვლენების ორი მონაწილე აირჩია: მამუკა გიორგაძე და გუგა (გიორგი) გეგენავა. ვრცლად »

gerbi

ქვეყანაში მორიგი პროვოკაციის სუნი ტრიალებს

პანკისის ხეობის ქართველების უახლოესად მონათესავე კავკასიური მოდგმის მოსახლეობისა და ავტოქტონი ქართველების 200-წლიანი თანაცხოვრება იშვიათი მაგალითია ორი ხალხის ინტეგრაციისა ასიმილაციის გარეშე. სახეზე გვაქვს პრაქტიკული ერთობა საკუთარი იდენტობის, საკუთარი ენისა და კულტურის შელახვის გარეშე, საკუთარი ერის, ეროვნული ცნობიერებისა და ცხოვრების საკუთარი წესის დაზარალების გარეშე.  ძნელად საპოვნია სხვა მაგალითი მოსულთა მიერ ადგილობრივი ენის  სრულყოფილი ათვისებისა , ისევე როგორც  ორი სარწმუნოების მოსახლეობის აბსოლუტურად უპრობლემო თანაარსებობისა. უფროს თაობას კარგად ახსოვს  ამ მოსახლეობის ხაზგასმული ერთგულება ქართული სახელმწიფო  ინტერესებისადმი.

ამ ისტორიულად  უნიკალური ფაქტის  ფსიქოლოგიური საფუძველი ალბათ იმ გარემოებაში უნდა ვეძებოთ, რომ ორივე ეთნიკური კუთვნილების მოსახლეობას, პირველი – ერთობლივი სიამაყის  – კავკასიური სიამაყის – განცდა ჰქონდა და, მეორე – საერთო  მტრის – რუსეთისგან – იყვნენ ჩაგრულნი. ცალკე გამოსაყოფია ქისტების განსაკუთრებული როლი  ჩრდილო-კავკასიის სხვა ხალხების ქართველებთან ურთიერთობის საქმეში.

ცოტა ხნის წინ ვრცლად »

გვარამია1

ნიკა გვარამიას თავხედური შანტაჟი პირდაპირი ეთერით!

საქართველოს საპატრიარქომ მიმდინარე წლის 14 მარტს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო: „იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი“.

მეორე დღეს მის უწმინდესობასთან შეხვედრა ითხოვა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, შეთავსებით დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლაგამოჩენილმა „მოხალისე ვექილმა“. ორი დღით ადრე იგი თავისივე ტელეკომპანიის ეთერიდან საზოგადოებას „აღშფოთებული და განცვიფრებული“ ამცნობდა ერთი წლის წინ დაკავებული და უკვე მსჯავრდებული დეკანოზის შესახებ, ვითომდაც, „მის მიერ ახლადაღმოჩენილ“, მაგრამ, სინამდვილეში, ყველასთვის ცნობილ, მრავალგზის საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციას. ვრცლად »

მინდია ლაშაური

ქართველი ერის დიდი გამანათლებელი – ივერია #20 11 1978 პარიზი

ჟურნალ ,,საბჭოთა ხელოვნების” ამა წლის მეექვსე ნომერი თითქმის მთლიანად მიძღვნილია დიდი ქართველი მამულიშვილის საქართველოს ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის მამამთავრის ილია ჭავჭავაძის ხსოვნისადმი.
ჟურნალი იხსნება ენათმეცნიერ არნოლდ ჩიქობავას სტატიით ,,ილია ჭავჭავაძე და სალიტერატურო ქართული ენის ერთიანობის საკითხი.”
აკადემიკოსი ა. ჩიქობავა მოგვითხრობს თუ როგორ და ვისი მეოხებით მოხდა ქართული ენის რეფორმა მეცხრამეტე საუკუნეში და ამბობს, რომ საკითხი გადაწყდა ერთი ენის სასარგებლოდ და ეს ერთი ენა უნდა ყოფილიყო ხალხის ენა; ,,ხალხია ენის კანონის დამდები და არა ანბანთ თეორეტიკოსიო”. ეს იყო ილია ჭავჭავაძის დებულება და ამ დებულებამ გაიმაეჯვა. ამ ხალხური ენით დაიწერა ქართული პროზის შედევრი ,,ოთარაანთ ქვრივი”, იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენა”-ო. ვრცლად »

ნოე ცინცაძე

ნოე ცინცაძე – ივერია #20 11 1978 პარიზი – მიხეილ ქავთარაძე

ოცდაცხრა სექტემბერს ლევილის სასაფლაოზე სასაფლაოზე დაიკრძალა ოთხმოცდაათი წლის ასაკში გარდაცვლილი ნოე ცინცაძე. განსვენებული, განათლებით ფიზიკოს _ მათემატიკოსი იყო. დამოუკიდებლობის ხანაში მას განათლების მინისტრის თანაშემწის თანამდებობა ჰქონდა. ახალგაზრდა სემინარისტობის დროიდან სოციალისტურ მოძრაობაში ჩართულმა, მან თავის თანამოაზრეთა მსგავსი ცხოვრება განვლო. ვრცლად »

ელიზბარ ვაჩნაძე

ელიზბარ ვაჩნაძის მოგონებანი

ივერია #20 11 1978 პარიზი
ქვემოთ მოყვანილ მოგონებას თავისი პატარა ისტორია აქვს, რომელიც საჭიროა მკითხველმა იცოდეს. აქ მოყვანილი ტექსტი ელიზბარს არ დაუწერია, არამედ ჩემს მიერ არის ჩაწერილი მისი ნაამბობის მიხედვით. 1945 წლის აპრილის ბოლო რიცხვებში, ელიზბარ ვაჩნაძე, მიტო სინჯიკაშვილი, ვინმე ქარდავა და მე, რადგან დაბომბვისა გამო მატარებლები არ მოძრაობდნენ, ზალცბურგიდან ფეხით მოკლე გზით გადავედით იტალიაში. უღელტეხილს, რომ უახლოვდებოდით, თომა ბექაური შემოგვხვდა საწინააღმდეგო მიმართულებით მომავალი. თომა, რომ დაგვცილდა, ელიზბარს ვკითხე: ეს თითქმის უწიგნო კაცი როგორ ერკვევა ევროპის გეოგრაფიაში მეთქი. სიცილით მიპასუხა: თომასებრ ბუნების შვილები ალღოს საშუალებით, ორიენტაციას უფრო სწორად იღებენ, ვიდრე ჩვენ ვრცლად »

givi gabliani

წ ა რ ს უ ლ ი ს ს უ რ ა თ ე ბ ი – გივი გაბლიანი

ივერია #20 11 1978 პარიზი
ამერიკელმა მოგზაურმა მაინარდ ოუენ ვილიმსმა 1918 წლის ოქტომბრის ამერიკულ გეოგრაფიულ ჟურნალში ვრცელი ნარკვევი მოათავსა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. ის დასწრებია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის და კათალიკოსის კურთხევის ზეიმს მცხეთაში, 1917 წლის 12 ოქტომბერს. იგი ამ ზეიმის მომხიბლავ სურათებს აღწერს: ქალ-ვაჟთა გუნდს და ჩვენი რელიგიის ,,ჩემპიონებს” _ ჯვაროსან ხევსურებს, რომელნიც ფარ-ხმლით აღჭურვილნი და აბჯარ ასხმულნი მოჰყვებოდენო პროცესიას. ვრცლად »

ოკუპანტი

ოკუპანტის თანამზრახველობა გონივრულ ნაბიჯად ვერ გასაღდება

  სამი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ცხინვალის მარიონეტულმა ხელისუფლებამ დააკავა და შემდეგ ციხეში წამებით მოკლა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი. დღემდე ვერ მოხერხდა მისი ცხედრის გადმოსვენება. მარიონეტულმა რეჟიმმა და მისმა მფარველებმა კიდევ ერთხელ გაამჟღავნეს საკუთარი ნაცისტური ბუნება.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა და მისი ნაწამები გვამის გადამალვა არის პირდაპირი შედეგი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოკუპანტი და აგრესორი ქვეყნის მიმართ ათწლეულობის განმავლობაში გატარებული “პოლიტიკური” რევერანსებისა და მოღალატეობრივი დათმობების დანაშაულებრივი კურსისა. კურსისა, რომელიც არა მარტო აზარალებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არ უწყობს ხელს კონფლიქტის მოგვარებასა და დეოკუპაციას, არამედ, საფრთხესაც უქმნის საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს. როცა ოკუპანტ რუსეთს  ცხინვალზე გზას გაუხსნი, ტატუნაშვილისნაირი ვაჟკაცების  ტრაგედია  გარდაუვალი ხდება.

ცხადია, რომ ზედმეტად ვრცლად »

kalandaZe shalva

მოსკოვის ნაციონალური პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში – ივერია #22 1979 პარიზი

შალვა კალანდაძე ივერია #22 1979 პარიზი

საბჭოთა კავშირში ძალით შეყვანილ ერებსა და კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობას შორის, გარდაუვალი უფსკრული დღითი-დღე იზრდება. ნაციონალური წინააღმდეგობის ზრდის, კომუნისტური ზღუდეები უკვე მოშლილია და ყველა კარგად ხედავს, რომ კომუნიზმისათვის არაა საჭირო რუსიფიკაცია და ასიმილაცია, არამედ, ის საჭიროა ახალი იმპერიის სიდიადისათვის. ვრცლად »

kalandaZe shalva

ეთნიკური კრიზისი საბჭოთა კავშირში – შალვა კალანდაძე

- დღეს არავისთვის სადაო არ არის ის ამბავი, რომ ნაციონალური საკითხების მოუწესრიგებლობა ჩვენი ეპოქის ერთი დიდი სატკივარია. ამ პრობლემამ თანამედროვე ცხოვრებაში ფრიად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. მით უმეტეს მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ქართველებისათვის. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ მრავალ საკითხთა შორის ის ყველაზე მეტად გვაინტერესებდეს, როგორც პრაქტიკულად ისე თეორიულად. მაგრამ ნაციონალური პრობლემით არა მარტო დაჩაგრულ ერთა წარმომადგენლებია დაინტერესებული, არამედ უცხოეთის ინსტიტუტები, პუბლიცისტები და ცნობილი ჟურნალისტები. ვრცლად »

Powered by WordPress