SONY DSC

გათითოკაცებული ინდივიდების სიმრავლიდან ერთიანი კრებულისკენ

დამოუკიდებელი, თავისუფალი, თვითკმარი და თვითმართვადი სამოქალაქო სივრცე ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მდგრადი განვითარებისა და კონკრეტული პიროვნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტი და საფუძველია. სწორედ ამ სივრცის სულისკვეთება  განსაზღვრავს სახელმწიფოს რაობას. ერისა და სახელმწიფოს აწმყო და მომავალი, საგარეო ფაქტორებთან ერთად, მის შინაგან სტრუქტურაზეა დამოკიდებული.

ეს გარემოება კარგად არის ცნობილი საქართველოს ეკლესიისთვის, ვინაიდან იგი მუდამ იყო არა მარტო რელიგიურაღმსარებლობითი მიმართულების ინსტიტუტი, არამედ ქართული სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მაორგანიზებელი და სულიერ-ზნეობრივი მასტიმულირებელი. ვრცლად »

besarion

XX ს. ქრიატიან-დემოკრატიული და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობების განმსაზღვრელი პირობები

XX-ე საუკუნეში პროტესტანტული აღმსარებლობის ევროპულ ქვეყნებში, კარლ მარქსის ნაშრომების გავლენით მსოფლიოში გავრცელდა სოციალიზმის იდეები. ძმობა-მეგობრობის იდეოლოგია ითვალისწინებდა სოციალური თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების მშენებლობას, სრულ სახალხო მმართველობას, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ეკონომიკური დიფერენციაცია, გარანტირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება.

ევროპელმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა უარის თქვეს რევოლუციურ სოციალიზმსა და კლასთა ბრძოლის იდეებზე და დაიკავეს უფრო ზომიერი პოზიცია, რაც ითვალისწინებდა სოციალიზმის დამყარებას პოლიტიკური რეფორმების მეშვეობით. ვრცლად »

germanuli_modeli_

რა პრობლემები უჩნდება საქართველოს ეკლესიას უკრაინის ტომოსის აღიარებით

უკრაინის ეკლესიამ, როგორც იქნა, მიიღო ტომოსი მსოფლიო პატრიარქისგან, რითაც ავტოკეფალია მიენიჭა, თუმცა ტომოსის ტექსტი საკმაოდ საინტერესოა, რადგან, ჯერ ერთი, უკრაინის ეკლესიამ უარი თქვა უკრაინის საზღვრებს გარეთ არსებულ ეპარქიებზე (უკრაინის ავტოკეფალურად წოდებული ეკლესია, რომელიც გასული საუკუნის 20-ან წლებში შეიქმნა, საბჭოთა დროს დევნილობას ემსხვერპლა და უცხოეთში მოქმედებდა) და ფაქტობრივად, უკრაინის ეკლესიისთვის უპირველესი სასულიერო იერარქი მსოფლიო პატრიარქია. ცხადია, უკრაინელების გადასაწყვეტია, რას დათანხმდებოდნენ, თუმცა ჩვენთან ისევ არ წყდება პოლარიზაცია: ერთნი ამბობენ, რომ ქართულმა ეკლესიამ ახლავე და უპირობოდ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინის ავტოკეფალიას, მეორენი კი განგაშის ზარებს არისხებენ, რომ, როგორც კი ვაღიარებთ, მოსკოვის საპატრიარქოც მაშინვე აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის ეპარქიებს. მამუკა გიორგაძესთან ერთად ვიმსჯელებთ მოსალოდნელ საფრთხეებსა და მართლმადიდებელ სამყაროში შექმნილ ახლებურ რეალობაზე.
მამუკა გიორგაძე: უპირველესად უნდა აღვნიშნოთ, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის თემა ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ, მაგრამ მაინც დამოუკიდებელ პროცესს მოიცავს. ერთია უშუალოდ უკრაინის ავტოკეფალიის თემა და მისი პოლიტიკური და რელიგიური შემადგენელი და ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, რა მოჰყვება ამას უკრაინისთვის და მეორე თემაა, აი, ამ ტომოსის შემდგომ მართლმადიდებელ სამყაროში წარმოქმნილი ახალი გამოწვევები, რომლებიც ჩვენც გვეხება. ვრცლად »

SONY DSC

პაპზე მეტი კათოლიკობა დამღუპველია

დიდი ვნებათაღელვა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე მსჯელობისას არ  წყდება. საკითხი უკვე გასცდა წმინდა რელიგიურ ჩარჩოებს და პოლიტიკურ პრიზმაში აღიქმება.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალისტურ მოძრაობას სოლიდარობას ვუცხადებდით საბჭოთა ათეისტური სისტემის ზეობის დროს (ზოგიერთმა დღეს გააქტიურებულმა მაშინ ეკლესიისკენ გზაც არ იცოდა, ზოგი სად იყო ღმერთმა უწყის (და ჩვენც!). პირადად მიგვიღია მონაწილეობა აქციებში კიევსა თუ ლვოვში  ამ მოძრაობის ლიდერის მიტროპოლიტ მსტისლავისა (სკრიპნიკი, სხვათა შორის, სიმონ პეტლიურას დის შვილი) და ავტოკეფალური ეკლესიის უფლებების დასაცავად. (ინფორმაციისთვის, მიტროპოლიტი ფილარეტი (დენისენკო) მაშინ რუსეთის საპატრიარქო ტახტისთვის იბრძოდა). ვრცლად »

SONY DSC

სახელმწიფო, ეკლესია და სამოქალაქო საზოგადოება – პრობლემები და პერსპექტივები

თავისუფლება და დამოუკიდებლობა ქართველი ერის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა მისი მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე. დასახული მიზნის პირველი ეტაპი განხორციელდა – საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი გაეროს წევრი ქვეყანა. ამჟამად ქართული საზოგადოების წინაშე მორიგი საპასუხისმგებლო ამოცანა დგას – გამოიჩინოს მტკიცე  ნება პოლიტიკურ პროცესებში – საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე შეიმუშაოს და დანერგოს უსაფრთხოების ქმედითი და ეფექტური  მექანიზმები, დაიცვას და განავითაროს ეროვნულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ვრცლად »

germanuli_modeli_

რა უფლებებს უზღუდავს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უკრაინის ახალ ეკლესიას და რატომ მოუწევთ უკრაინელ სასულიერო პირებს მოსკოვის საპატრიარქოსთან ბრძოლა უკრაინაში არსებული თითოეული ეკლესიისთვის

უკრაინის სასულიერო პირებმა, ანუ უკრაინაში მოქმედმა ორმა არაღიარებულმა ეკლესიამ, 15 დეკემბერს აირჩია წინამძღოლი, რაც იყო მსოფლიო პატრიარქის პირობა, მიტროპოლიტ ფილარეტისთვის ანათემის მოხსნის შემდეგ. ახლა კი უნდა დაიწყოს მსჯელობა უკრაინის ეკლესიის სახელწოდებაზე, შესაბამისად – მისი აღიარების პროცესიც.
სახელწოდება იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინულ ავტონომიურ ეკლესიას უკვე ჰქვია უკრაინის ეკლესია. როგორ განვითარდება შემდგომ პროცესები და როდის უნდა ველოდოთ მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებას – ამ თემაზე მამუკა გიორგაძესთან ერთად ვისაუბრებთ.

– როგორ შეთანხმდნენ, რომელი ეკლესია რომელს გაუერთიანდა და, საერთოდ, რა მოხდა 15 დეკემბერს კიევში? ვრცლად »

germanuli_modeli_

რატომ ამჯობინა რუსეთის საპატრიარქოს უკრაინის ეგზარქოსმა ფილარეტმა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოყოფა უკრაინაში მოქმედ ავტოკეფალიურ ეკლესიასთან შეერთებას

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, მხოლოდ დროის ამბავია, თუმცა მართლმადიდებელ სამყაროში არეულობა უკვე გამოიწვია: მოსკოვის საპატრიარქომ ევქარისტული კავშირი გაწყვიტა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან და რუსი სასულიერო პირები პატრიარქ ბართლომეს ლოცვებში აღარ მოიხსენებენ. თავის მხრივ, იერუსალიმის პატრიარქმაც არ მოუწონა გადაწყვეტილება მსოფლიო პატრიარქს და ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია ექნებათ სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს, ოღონდ ფაქტია, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს სამართლიანობისა და საეკლესიო წესების ფარგლებში.
რეალურად, როგორი ვითარებაა და რა საფრთხედ შეიძლება, შემოუტრიალდეს მართლმადიდებელ სამყაროს აზრთა ასეთი სხვადასხვაობა, გახდება თუ არა ეს ფაქტი პრეცედენტული და რა ბედი ელით ჩვენს სეპარატისტულ ეპარქიებს, რომლებზეც თვალი უჭირავთ რუსეთის საპატრიარქოსაც, ბერძნულ ეკლესიასაც და  მოსკოვის პატრიარქსაც – თემას მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავთ. ვრცლად »

gerbi

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით სახალხო პარტია განცხადებას ავრცელებს

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე „შუაგაკრეფის“ პოლიტიკამ საბოლოო მარცხი განიცადა და ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა: ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმისგან საქართველოს “განთავისუფლების” ექვსი წლის თავზე ნაცების კანდიდატმა უფრო მეტი ხმა აიღო ვიდრე 2012 წელს, როცა თავად იყვნენ ხელისუფლებაში. მთელი პასუხისმგებლობა ამ პოლიტიკურად დისკრედიტირებული ძალის რეანიმაციაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და მის მართვის სტილს ეკისრება. ვრცლად »
mamuka-giorgadze

მიხეილ სააკაშვილი “რუსთავი 2-ის” ხაფანგში

პუტინს აწყობდა ქვეყნებს შორის ომის დროს სააკაშვილის პრეზიდენტობა!

რუსთავი 2 კვლავ გაიხლართა თავისივე დაგებულ კაკანათში. ვინაიდან ხელისუფლებამ „ოპოზიციური აზრის“ მონოპოლიზებაზე ლიცენზია მისცა, მიაჩნიათ, რომ მათგან ტირაჟირებულ ნებისმიერ ფაქტს ყველა უაპელაციოდ და ერთმნიშვნელოვნად მიიღებს. ამჟამად, მორიგი ფარული ჩანაწერის გავრცელების დროს მათი ინტერესი რუსეთის მთავრობისადმი  ვანო ჩხარტიშვილის (ანუ დღევანდელი „ოცნების“) მიერ გაკეთებული შეთავაზების გამო საზოგადოების აღშფოთების გამოწვევა  იყო. ვრცლად »

SONY DSC

რატომ დაუჯდება ძვირად საქართველოს ეკლესიას უკრაინის ერთი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება და როდის იყრიდა კენჭს ფილარეტი რუსეთის პატრიარქად

 უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესია მოქმედებს, მათ შორის, მრევლის რაოდენობით უპირველესი მოსკოვის საპატრიარქოს დამორჩილებული კიევის ეკლესიაა, რომელსაც ავტონომიური სტატუსი აქვს, რიგით მეორე კი მისგან განდგომილი ფილარეტის ეკლესიაა, რომელიც კარგა ხანია, ცდილობს, მიიღოს ავტოკეფალია. როგორც ჩანს, მსოფლიო, ანუ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ეს თხოვნა ისმინა და არ არის გამორიცხული, რომ მეუფე ფილარეტმა თავის მიზანს მიაღწიოს. ამ ფაქტისადმი ჩვენს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრია (არიან ისეთებიც, რომლებიც აგრესიულად მოუწოდებენ საქართველოს საპატრიარქოს, მხარი დაუჭიროს უკრაინელების რელიგიურ დაპირისპირებას რუსეთის ეკლესიასთან), თუმცა უპირველესი (მიუხედავად უკრაინელებისადმი გულწრფელი თანადგომისა) მაინც ჩვენივე პრობლემებია. კერძოდ, ის, რომ, თუკი საეკლესიო სამართლით, მსოფლიო პატრიარქი ვრცლად »

Powered by WordPress