მოსაზრება (17.04.2014) პაატა კოღუაშვილი პროფესორი ბადრი რამიშვილი პროფესორი საქართველოში არცთუ იშვიათად ისმის მოსაზრებები სოფლის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ. ზოგიერთები, იშველიებენ რა საკუთარ “კომპეტენტურობას” და “ინფორმირებულობას” ამ საკითხში, ამტკიცებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს სოფლად და საქართველოს სოფლის მეურნეობას უმნიშვნელო რაოდენობის ადამიანური რესურსი სჭირდება და ა.შ. ამგვარი შეხედულებების სასარგებლოდ ე.წ. “ექსპერტებს” რამდენიმე არგუმენტი მოაქვთ: როგორც [...]
Archive for the ‘გამოსვლები – წერილები’ Category
გოგი ლორთქიფანიძის აზრით წინასაარჩევნოდ ბევრი უცნაური მოვლენა ხდება
10 აპრილი 17:48 „სახალხო პარტიის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი ლორთქიფანიძის აზრით, წინასაარჩევნოდ ბევრი ”უცნაური” მოვლენა ხდება და კიდევ უფრო მეტს უნდა ველოდეთ. “იმ დროს, როცა ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობის არსებულმა რეიტინგმა და მისმა აქტუალობამ ქვემოთ იწყო სვლა, მას სასწრაფოდ წამოეხმარა ე.წ. ევრაზიის კავშირში საქართველოს შესვლის მხარდამჭერებისა და მათი ე.წ. მოწინააღმდეგების ჰარმონიული და წინასწარ შეთანხმებულად დაგეგმილი აქცია-სპექტაკლები.
საქართველოში ფედერალური სახელმწიფო მოწყობის საფრთხე მოხსნილი არ არის
15 აპრილი 2014 NEWS.GE „სახალხო პარტიაში“ მიიჩნევენ, რომ საფრთხე, რაც უკრაინაში ქვეყნის ფედერალიზაციასთან დაკავშირებით დგას, შეიძლება, საქართველოსთვისაც დადგეს. „უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტუჩინოვმა განაცხადა, რომ, თუ ,,რადა” შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, შესაძლოა, ქვეყნის ფედერალიზაციის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს. მიუხედავად იმისა, რომ ტუჩინოვი დარწმუნებულია, უკრაინელი ამომრჩეველი დიდი უმრავლესობით დაუჭერს მხარს ერთიანი და უნიტარული უკრაინის სახელმწიფოს არსებობას, საფრთხე [...]
9 აპრილის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის ბრძოლა ისევ გრძელდება
მანანა ნოზაძე 2014-04-10 09:39:42 FOR.GE ეს იყო წამი უდიდებულესი, როცა მერაბ კოსტავას სიტყვებით რომ ვთქვათ, 70 წლის მანძილზე ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე… 9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. სპეცოპერაციას 21 ადამიანი შეეწირა. ეს დღე ამაღლებული უფრო იყო, ვიდრე ტრაგიკული. მომიტინგეთა დაშლა საქართველოს მილიაციასაც არ ანდეს და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი იგორ [...]
მიმდინარე ღალატის ანატომია – 2010
“რეზონანსი” 08.03.2010 როგორც ზ. ნოღაიდელის, ნ. ბურჯანაძისა და ზ. ძიძიგურის ტელეგამოსვლებიდან ჩანს, რუსეთის ქართველი აგენტურის `რევოლუციური~ ნაწილის დღევანდელი პროპაგანდა კონცენტრირებულია სამ დებულებაზე: პირველი: `ჩვენ ძლიერები ვართ~ (იხ. ნოღაიდელის განცხადება `ყველას ხელებს დაგამტვრევთ~. ეს სიცრუეა: მას შემდეგ, რაც `ზაკვო~ საქართველოდან წავიდა, არც გრუ-ს, არც რუსეთის რომელსამე სხვა აგენტურას აღარ აქვს რეალური ძალა, თუ რუსეთის რეგულარული ნაწილები [...]
საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ქ-ნ თეა წულუკიანს საქართველოს მთავარ პროკურორს, ბ-ნ არჩილ კბილაშვილს
ღია წერილი (01.04.2013) 1. ჩვენს უფლებად და მოვალეობად ვრაცხთ, მოგახსენოთ შემდეგი. ამ რამდენიმე თვის წინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბ-ნმა გ. პაპუაშვილმა ინტერნეტში მოათავსა და დასავლეთში გამოაქვეყნა წერილი ინგლისურ ენაზე, სადაც საქართველოს ახალი ისტორიის ფუნქციითაც და ხარისხითაც ღირსშესანიშნავი ერთ-ერთი დოკუმენტის – 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის – ღირსებებზე მსჯელობის კონტექსტში მკითხველს მიეწოდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო [...]
ქარტიის რატიფიკაცია ჯერ არ გვმართებს
“რეზონანსი” 25.03.2013 გვარწმუნებენ, თითქოს დასავლეთი და, კერძოდ, ევროპა გვაშანტაჟებს, “თუ თქვენი ქვეყნის საშინაო კურსში არ გაატარებთ სახელმწიფოებრიობისათვის დამანგრეველ რეფორმებს, დასავლეთში ინტეგრაციას თქვენი ქვეყანა ვერ ეღირსებაო”. ეს სიცრუეა: დასავლეთის მიერ საქართველოს დაცვა რუსული აგრესიის (დღეს _ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციის) წინააღმდეგ ემყარება არა საქართველოს შინაგანი ნგრევის სურვილს (თუმცა მსოფლიოში არსებობს არაერთი სახელმწიფოც და ლობიც, რომელთათვისაც ეს სასურველია), [...]
აჭარაში ოსმალიზაციის ხელშეწყობა ისევ გრძელდება!
არაერთხელ გაგვიცხადებია და დაგვისაბუთებია საჯაროდ იმ ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შესახებ, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება ეწეოდა. ქართული სახელმწიფოს ინტერესების უგულველყოფის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ, საქართველოში მეჩეთების აღდგენა-მშენებლობაზე თურქეთის მხარისთვის თანხმობის მიცემა იყო. თურქეთის მხარესთან სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ლოგიკას მოკლებული და ყოვლად უსამართლო გარიგების მიღმა, ქართულმა საზოგადოებამ კარგად დაინახა სერიოზული [...]
დივერსანტი ხელისუფლება – 2010
ობიექტივი #38 2010 წლის 20 ნოემბერი წამყვანი – ნოდარ ნათაძე: სტუმრები: თამრიკო ჩხეიძე მამუკა გიორგაძე თემა: ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასება მომზადებულია რადიო-ეთერის მიხედვით ნოდარ ნათაძე: – ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვან მოვლენებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომლებიც ძალიან სწრაფად ენაცვლებიან ერთმანეთს. ასეთი მოვ-ლენაა მაგალითად რუსეთის ფაშისტურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ფართო საზოგადოებამ ახლა გაიგო, რომ ალბანელი სეპარატისტები, რომლებ-მაც დამოუკიდებლობა მოიპოვეს, [...]
ოპოზიციის გაერთიანების მითი და საზოგადოების თამონაწილეობა პროცესებში. 2010
ობიექტივი #37 27.11.2010 წამყვანი: _ ლალი აფციაური. სტუმარი: _ მამუკა გიორგაძე. თემა: _ სახალხო კრება და ქართული პოლიტიკური სპექტრი. მომზადებულია რადიოეთერის მიხედვით. ლალი აფციაური: _ რა მოხდა 25 და26 ნოემბერს? ძალიან მაინტერესებს თქვენი ანალიზი. როდესაც მეუბნებიან, რომ რომელიმე პარტია ემზადებოდა აქციისათვის, ან თუნდაც სახალხო კრება ემზადებოდა ამ მოძრაობის დასაწყებად, და მამუკა გიორგაძე კონსულტანტის სტატუსით არ [...]