Archive for the ‘განცხადებები – მიმართვები’ Category

gerbebi_Page_6

სახალხო პარტიის განცხადება – 2013. 04. 19

ყოფილი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა, ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები (დათა და როლანდ ახალაიები, მარიკა ვერულაშვილი, ელენე თევდორაძე და ა.შ.). დადასტურებაა იმისა, რასაც სახალხო პარტია წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ ჩვენი პრობლემების სათავე ხელისუფლების არაეროვნული მენტალიტეტი და მმართველობაში დამოუკიდებელი პიროვნებების დეფიციტია. სახელისუფლო კლანები მაქსიმალურად ცდილობდნენ საკუთარი მიზნების მიღწევას, სკამებისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად, საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ აფერხებდნენ [...]

gerbebi_Page_6

სახალხო პარტიის პოზიცია დ. უსუფაშვილისა და გ. ხუხაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით

ქართველმა  ხალხმა 2013 წლის პირველ ოქტომბერს განაჩენი გამოუტანა “ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიან მმართველობას და გასცა მანდატი, რათა შესაბამისად შეფასებულიყო 2003-2012 წლების მოვლენები, მომხდარიყო გადახედვა მიღებული გადაწყვეტილებებისა  და დამდგარიყო დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” ლიდერთა და მათთან გათანაბრებულ პირთა მხრიდან სულ უფროდაუფრო ხშირად ისმის  ფრაზები, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება ოცნების ამომრჩევლებისა და მთლიანად ქართული საზოგადოების [...]

gerbebi_Page_6

ნუ გადააქცევთ “ქართული ოცნების” შიდა პრობლემას – სახელმწიფოს პრობლემად!

2013-04-23  “სახალხო პარტია” მიესალმება ბატონი ბიძინა ივანიშვილის, სახელმწიფოს წინსვლისთვის მეტად სასარგებლო განცხადებას – “ჩვენი გუნდი იჩქარის ევროპისკენ, საკუთარ სახლში”. მაგრამ  ხელისუფლების ქმედებები, სამწუხაროდ, ამ დეკლარირებული პოზიციის   საპირისპიროა. როცა კეთდება საჯარო განცხადებები    როგორ უკარნახა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს ევროპარლამენტის დეპუტატებისადმი საპროტესტო წერილი,  როგორ მიუთითა პარლამენტს კენჭისყრის ამა თუ იმ ფორმით ჩატარება და ა.შ. და, განსაკუთრებით, სტრასბურგიდან ვიგებთ, [...]

gerbebi_Page_6

საქართველოში ფედერალური სახელმწიფო მოწყობის საფრთხე მოხსნილი არ არის

15 აპრილი 2014 NEWS.GE „სახალხო პარტიაში“ მიიჩნევენ, რომ საფრთხე, რაც უკრაინაში ქვეყნის ფედერალიზაციასთან დაკავშირებით დგას, შეიძლება, საქართველოსთვისაც დადგეს. „უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტუჩინოვმა განაცხადა, რომ, თუ ,,რადა” შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, შესაძლოა, ქვეყნის ფედერალიზაციის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს. მიუხედავად იმისა, რომ ტუჩინოვი დარწმუნებულია, უკრაინელი ამომრჩეველი დიდი უმრავლესობით დაუჭერს მხარს ერთიანი და უნიტარული უკრაინის სახელმწიფოს არსებობას, საფრთხე [...]

gerbebi_Page_6

„სახალხო პარტია“ NATO-ს მუშაობის 65-ე წლისთავს ულოცავს

04 აპრილი 2014    NEWS.GE ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის NATO-ს დაფუძნებიდან 65 წლის გასვლას „სახალხო პარტია“ განცხადებით ეხმაურება. „დღეს 65 წელი შესრულდა, რაც ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 1949 წლის 4 აპრილს, დასავლეთ ევროპაზე საბჭოური გავლენის აღმოსაფხვრელად და ევროპის სახელმწიფოების დაცვის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია – NATO.

gerbebi_Page_6

“სახალხო პარტია” მიკროავტობუსებში მხოლოდ ერთი რადიოსადგურის მაუწყებლობას ეწინააღმდეგება

10 აპრილი 15:52 2014   NEWS.GE „სახალხო პარტიის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი ლორთქიფანიძე ეხმიანება, რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ, რადიო „MA“ -ს და კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ შორის გაფორმებული ხელშეკრელებით მიკროავტობუსებში მხოლოდ აღნიშნული რადიოს მაუწყებლობის გაჟღერებულ ფაქტს.

gerbebi_Page_6

საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ქ-ნ თეა წულუკიანს საქართველოს მთავარ პროკურორს, ბ-ნ არჩილ კბილაშვილს

ღია წერილი   (01.04.2013) 1. ჩვენს უფლებად და მოვალეობად ვრაცხთ, მოგახსენოთ შემდეგი. ამ რამდენიმე თვის წინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბ-ნმა გ. პაპუაშვილმა ინტერნეტში მოათავსა და დასავლეთში გამოაქვეყნა წერილი ინგლისურ ენაზე, სადაც საქართველოს ახალი ისტორიის ფუნქციითაც და ხარისხითაც ღირსშესანიშნავი ერთ-ერთი დოკუმენტის – 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის – ღირსებებზე მსჯელობის კონტექსტში მკითხველს მიეწოდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო [...]

gerbebi_Page_6

“სახალხო პარტია” მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას ეხმიანება

24 მარტი 17:07 “სახალხო პარტია” ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე  დაბარებას ეხმიანება და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც News.ge გთავაზობთ უცვლელად: “ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ერთდროულად მრავალი გამოძიების დაწყება, თანაც მაშინ, როცა ის საქართველოში არ იმყოფება და არც არის სამართლებრივი საშუალება მის ჩამოსაყვანად, ერთადერთი გზაა, ერთი მხრივ, ააცილო სააკაშვილს რეალური პასუხისმგებლობა და, მეორე მხრივ ქართული საზოგადოების ემოციური განწყობა სააკაშვილის [...]

gerbebi_Page_6

“სახალხო პარტია” ხელისუფლებას მოუწოდებს მაქსიმალურად გააქტიურდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით

21 მარტი 16:04 NEWS.GE ,,სახალხო პარტიის” განცხადებით, ევროკომისიის ხელმძღვანელის ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადება საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების ხელშეკრულების ივნისში გაფორმებაზე, ახალი რეალობის წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას. “სახალხო პარტია” მიესალმება აღნიშნული პროცესის დაჩქარებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მაქსიმალურად გაააქტიუროს თავისი ქმედებები ამ მიმართულებით.

“სახალხო პარტია” გურამ დოჩანაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

26 მარტი 16:35 NEWS.GE “დღეს ცოცხალი ქართველი კლასიკოსი მწერალის, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედის ბ-ნი გურამ დოჩანაშვილს 75 წელი შეუსრულდა. ბ-ნი გურამის შემოქმედების მთავარი წარმართველი თემები ქრისტიანული ღირებულებები, სამშობლო, სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვაა. პირადი ცხოვრებით ჩვენი თაობისთვის სამშობლოსთვის ბრძოლის, თავდადების, მეგობართა ერთგულების და ტკივილის ღირსეულად ატანის სიმბოლოა.

Powered by WordPress