საამაყო წარსულიდან – ღირსეული მომავლისკენ
(სახალხო პარტიის 15 ყრილობის მასალებიდან. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის)
სახელმწიფო კანონებს არ შეუძლიათ უგულვებელყონ ბუნების კანონები
“დროთა ბრუნვამ სხვის მაყურებლად გაგვხადა, სხვაზედ იმედს შეგვაჩვია და ამაებმა სრულიად წარწყმინდეს ჩვენში თვითმოქმედების ძალ-ღონე”
“გვეყო, რაც ჩვენმა წარსულმა ჩვენ მაგალითები გვიჩვენა. ნუთუ აქამომდე გული ვერ დავაჯერეთ, რომ ჩვენს გარეთ ჩვენი ხსნა სიზმარია” წმ. ილია მართალი
პრეამბულა
თავისუფლება და დამოუკიდებლობა ქართველი ერის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა მისი მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე.
დასახული მიზნის პირველი ეტაპი გახორციელდა – საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი ქვეყანა და გაეროს მიერ, გატარებულია მსოფლიო სახელწიფოთა რეესტრში.
საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და საკუთარი თავის თავის მიერ არჩეული პარლამენტის და მის მიერ დამტკიცებული მთავრობის ხელით მართვის უფლება მოპოვებული აქვს. ვრცლად »