ჩვენი ძალა სიმართლეშია!!!
საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის და მისი სწორი გზით განვითარებისთვის საჭიროა ყველა ეროვნული, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ჯგუფების გაერთიანება და ჩართვა პოლიტიკურ ცხოვრებაში. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ახალი საზოგადოებრივ – პოლიტიკური გაერთიანება – ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია“, რომელიც ხალხის მხარდაჭერით, საკუთარ ძლიერ გუნდთან ერთად იბრძოლებს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის.
გთავაზობთ იმადასაჭრელი ამოცანებისჩამონათვალს, რომელთა გადაწყვეტაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოსთვის და რომლის გადასაწყვეტადაც ვერთიანდებით ჩვენ და რომლთა ცხოვრებაში გატარებასაც გპირდებით მკაცრად განსაზღვრულ ვადებში:
I. ქვეყნის პოლიტიკური აღმშენებლობა და უსაფრთხოება:
ამოცანა 1. ქვეყნის სათავეში მოვიყვანოთ ხელისუფლება, რომლის მთავრი მახასიათებელი იქნება ეროვნულობა, დემოკრატიულობის მაღალი ხარისხი და პროფესიონალიზმი. ქვეყნისთვის საეტაპო ისტორიულ მომენტში ამ ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის მომავალი განვითარების ბედი. შესრულების ვადები: 2016 წლის 8 ოქტომბერი.
ამოცანა 2. ქვეყნის მთავარი სამართლებრივი და პოლიტიკური დოკუმენტის – კონსტიტუციის სრულყოფა და მისი თანამედროვე მოთხოვნებთან ჰარმონიზაცია. საკონსტიტუციო კომისიის თვისობრივი განახლება, უმოკლეს ვადებში კონსტიტუციის პროექტის სარეფერენდუმოდ მომზადება და რეფერენდუმის ჩატარება. შესრულების ვადები: 2017 წლის მაისი.
ამოცანა 3.სამართლებრივი აუდიტი: ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის რევიზია თემატური ბლოკების მიხედვით და მათი თანამედროვე მოთხოვნებისადმი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით პარლამენტისთვის „ქვეყნის სამართლებრივი სრულყოფის“ აქტის პროექტის წარდგენა დასამტკიცებლად. შესრულების ვადები: 2018 წლის მაისი.
ამოცანა 4.„სამართლიანობის აღდგენის კომისიის” შექმნა: - 1990-2016 წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მოვლენების ანალიზი, შესწავლა და სამართლებრივი შეფასება. შესრულების ვადები: 2018 წლის მაისი.
ამოცანა 5. რეალური თვითთმართველობის ამოქმედება. „თვითმმართველობის კოდექსის რევიზია. ტერიტორიული მოწყობის სრულყოფა და საკუთარი ფული თვითთმართველობას. შესრულების ვადები: 2017 წლის მაისი.
ამოცანა 6.ჩვენ გვაქვს მწყობრი პროგრამა თუ როგორ უნდა მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი წარდგენილი პროგრამა დამტკიცებული აქვს საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ 1997 წელს, მაგრამ სამწუხაროდ დღემდის ის უმოქმედოა. ჩვენ გავააქტიურებთ ამ პროგრამას და ვიქნებით ყველასთან ძლიერები, შეუპოვრები, პრინციპულები და კონსტრუქციულები, მხოლოდ საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ აღვადგენთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შესრულების ვადები: 2016 – 2025 წწ.
ამოცანა 7. საგარეო პოლიტიკში პრიორიტეტული იქნება ინდივიდუალური პარტნიორობის და ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერება, როგორც აშშ – თან, ევროპასთან, ისე რუსეთთან და აზიის ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერ მოთამაშეებთან. მთავარი ვექტორის მიმართულება კი იქნება დემოკრატიულ მსოფლიოსა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ბუნებრივი ინტეგრაციის ხელშეწყობა, აუცილებელი წინაპირობით, რომ საქართველომ შეინაჩუნოს თვითმყოფადობა, ტრადიციული მემკვიდრეობა და არ შეილახოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები.შესრულების ვადები: 2016 წ. ოქტომბერი – 2020 წ. ოქტომბერი
ამოცანა 8. საქართველო გახდება კავკასიის ცენტრი და რეგიონის პოლიტიკური ლიდერი. ჩვენი ვიქნებით რეგიონში პოლიტიკური, საზოგადოებრივ–კულტურული და ბიზნესს შესაძლებლობების რეალიზაციის მთავარი ცენტრი და კავკასია-ევროკავშირის დამაკავშირებელი ხიდი.შესრულების ვადები: 2016 წ. ოქტომბერი – 2018 წ. ოქტომბერი
ამოცანა9. იმიგრაციის შესახებ კანონის მიღება და შესაბამისი რეგულაციების შემოღება. შესრულების ვადები: 2016 წ. ოქტომბერი – 2017 წ. ოქტომბერი
ამოცანა 10.მიწის კოდექსის მიღება და მიწის გასხვისების შესახებ შესაბამისი რეგულაციების შემოღება.შესრულების ვადები: 2016 წ. ოქტომბერი – 2017 წ. ოქტომბერი
ამოცანა11. მიღებული იქნება თავდაცვის ეროვნული დოქტრინა, რომელითაც გათვალისწინებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილიმობილური და მცირერიცხოვანი (15–20 ათასი) პროფესიონალური შეიარაღებული ძალების შექმნა, პარალერულად მოქმედი სავალდებულო გაწვევის და მრავალსაფეხურიანი რეზერვის სისტემით. შესრულების ვადები: 2016 წ. ოქტომბერი – 2018 წ. ოქტომბერი
ამოცანა12. სამხედრო მოსამსახურეებისათვის ანაზღაურებისა და სოციალური უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტების დანერგვა. ქართველ ოფიცერთა ელიტის ჩამოყალიბების პროცესის ხელშეწყობა.შესრულების ვადები: 2016 წ. ოქტომბერი – 2017 წ. ოქტომბერი
II. ბიუჯეტი, ეკონომიკა და ბიზნესი:
ამოცანა13. ჩვენ 4 წლის განმავლობაში გავაორმაგებთ ქვეყნის ბიუჯეტს და გონივრულად გავანაწილებთ მას. ბიუჯეტი უნდა იყოს პროგრამებზე გაწერილი და უნდა შეიცვალოს ამჟამინდელი მანკიერი სტრუტურირება. ბუჯეტის ხარჯვითი ნაწილის სტრუქტურა: ადმინისტრაციული ხარჯები – 2 %; თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – 15%; ჯანდაცვა და სოციალური სფერო –22%; განათლება –25%; სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა– 25%; კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა –5%; გარემოს დაცვა – 4%; საერზერვო ფონდი – 2%. შესრულების ვადები: 2016 წ. ოქტომბერი – 2020 წ. ოქტომბერი
ამოცანა14. მონეტარული პოლიტიკის და ეროვნული ბანკის რეფორმით, ჩვენ განვახორციელებთ ფულის რეფორმას და ბრუნვაში ტრადიციულ ფულის ნიშანთან ერთად არსებული ფინანსური უსამართლობის აღმოსაფხვრელად გამოვუშვებთ ციფრულ ფულს, რომელიც პირველ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესის წახალისების მიზნით იფუნქციონირებს.შესრულების ვადები: 2016 წ. ოქტომბერი – 2020 წ. ოქტომბერი
ამოცანა15. ბიზნესი სახელმწიფო რეგისტრაციის პირველი ორი წლის გამავლობაში გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან. ქვეყანაში შეიქმნება რეალური საბანკო სისტემა და ამ სექტორისთვის დაწესდება გონივრული რეგულაციები; სახელმწიფო შექმნის უფასო სასწავლო ცენტრებს ბიზნესის დაწყების მსურველთათვის. შესრულების ვადები: 2016 წ. ოქტომბერი – 2017 წ. ოქტომბერი
III. ძლიერი საზოგადოება:
ამოცანა 16. განათლება გახდება სახელმწიფოს ზრუნვის უმთავრესი საგანი. განათლების ბიუჯეტი იქნება მუდმივად მზარდი და არანაკლებ ქვეყნის ბიუჯეტის 25%-ისა. უმაღლესი განათლება იქნება უფასო, რაც არ გამორიცხავს კერძო საგამანათლებლო სასწავლებლების არსებობას. 2016 წ. ოქტომბერი – 2020 წ. ოქტომბერი
ამოცანა 17.ეკოლოგიის გაჯანსაღების მიზნით აუცილებელად დავწესებთ მკაცრ რეგულაციებს მშენებლობის სტანდარტებზე, ავტომანქანების ვარგისიანობის წესებზე, საწვავის შესაბამისობაზე, მასშტაბურ ინდუსტრიულ მშენებლობებზე და ა.შ. ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს, რომლის სათაურიც იქნება „მწვანე საქართველო“ და რომელიც კანონით უზრუნველყოფს ჩვენი მომავალი თაობისთვის „სუფთა“ საქართველოს.2016 წ. ოქტომბერი – 2017 წ. ოქტომბერი
ამოცანა 18.სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფს, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის სამოყვარულო სპორტის სახეობებით სარგებლობა იყოს უფასო და ქვეყნის მასშტაბიტ შეიქმნას უფასო სპორტული დარბაზების და მოედნების ქსელი. 2016 წ. ოქტომბერი – 2017 წ. ოქტომბერი
ამოცანა 19. ჩვენ შევცვლით საარსებო მინიმუმის დათვლის სისტემას და ის მოერგება რეალურ ცხოვრებას. შესრულების ვადები: 2016 წ. ოქტომბერი – 2017 წ. ოქტომბერი
ამოცანა 20. პოლიტიკურ და სახელმწოფო თანამდებობებზე მყოფ პირთა ხელფასები პირდაპირპროპორციული იქნება საარსებო მინიმუმისა და მისი ოდენობა იქნება არაუმეტეს 10-ჯერ მეტი დაწესებულ საარსებო მინიმუმზე.შესრულების ვადები: 2016 წ. ოქტომბერი – 2017 წ. ოქტომბერი
ამოცანა 21.კანონით განისაზღვრება დიასახლისის სტატუსი და მათ დაენიშნებათ სოციალური დახმარება.შესრულების ვადები: 2016 წ. ოქტომბერი – 2017 წ. ოქტომბერი
ამოცანა 22.შემოღებული იქნება უმუშევრის სტატუსის სამართლებრივ განსაზღვრა და უმუშევრებს დაუწესდებათ შესაბამისი შემწეობა.შესრულების ვადები: 2016 წ. ოქტომბერი – 2017 წ. ოქტომბერი
ამოცანა 23.საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო დაზღვევის უნივერსალური საბაზისო პაკეტით, რომელის შინაარსის განმსაზღვრელი იქნება საქართველოს კონსტიტუციის 37–ე მუხლი სახელმწიფოს მიერ მისი მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებები. საბაზისო პაკეტის შინაარსი უნდა განისაზღვროს თითოეული მოქალაქის შემოსავლების ოდენობის მიხედვით.შესრულების ვადები: 2016 წ. ოქტომბერი – 2017 წ. ოქტომბერი