N 23 სახალხო პარტიის მოწოდება

23

       2016 წლის   საპარლამენტო  არჩევნებისათვის

საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთხელ და სამუდამოდ გატარებულია მსოფლიო სახელწიფოთა რეესტრში, როგორც გაეროს წევრი სახელმწიფო. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და  თავის მიერ არჩეული პარლამენტითა და მის მიერვე დამტკიცებული მთავრობის ხელით  მართვის უფლება მოპოვებული აქვს.

სახელმწიფოსა და ხელისუფლების გონივრული ორგანიზაციის უქონლობის გამო, დასასრული არ აქვს ქვეყნის წარუმატებლობასა და მარცხს, ხალხის   სიდუხჭირესა და დამცირებას. ხალხს ვერ უპოვია ღირსეული ადგილი თავის სამშობლოში, ქვეყანას კი – მსოფლიოს ცივილიზებულ საზოგადოებაში.

საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა არ შეესაბამება ხალხისა და ქვეყნის არც დღევანდელსა და არც სტრატეგიულ ინტერესებს და, არც საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციისა და სოციალური პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პარამეტრთა და მოთხოვნათა ჩამონათვალს.

საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს მისი სპეციფიკური გეოგრაფიული, გეოსტრატეგიული და დემოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე,  და ასევე ცივილიზებული კაცობრიობის მიერ დღეს გაზიარებული პოლიტიკური და მორალური პრინციპების სრულყოფილად შესაბამისი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შედგენა, რისი გახორციელებისთვისთვისაც მას პასუხისმგებლიანი და კვალიფიციური პარლამენტი სჭირდება..

საქართველოს  პარლამენტს (მთავრობას და პრეზიდენტს) ჯერ კიდევ შეუძლიათ სწორი პოლიტიკური ნების, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობი სგრძნობის, პოლიტიკური და დარგობრივი კვალიფიკაცირებულობის, პატიოსნების (არაკორუმპირებულობის) შემთხვევაში,  დაძლიონ საქართველოს დღევანდელი კრიზისის მდგომარეობა და საქართველოს წრაფად გადაიყვანონ სტაბილური და ნორმალური განვითარების რელსებზე.

     საქართველოს  „სახალხო  პარტიას“  გააჩნია მტკიცე  პოლიტიკური  ნება, გამოცდილებით გამყარებული  უნარი  და  აუცილებელი  ძალა,  რომ  პარლამენტში   საქმიანობით   საქართველოს  სახელმწიფოს  შეუნარჩუნო და   განუმტკიცოს  სახელმწიფოებრიობის  სამი მთავარი  საყრდენი. სახელდობრ:

1)      სრულჰყოს კანონმდებლობა,  რითაც  ხელისუფლებას  სახელმწიფოს წარმატებული მართვის შესაბამისი ბერკეტი ეძლევა.

2)      დაიცვას ერი და სახელმწიფო კაპიტულაციებისაგან უცხო ძალების წინაშე, ანუ ისეთი დათმობებისაგან,  რომლებიც  ვნებს  საქართველოს სახელმწიფროებრივ სტრატეგიულ ინტერესებს და რომელთა გამოსწორება შემდეგში შეუძლებელი იქნება;

3)      სახელმწიფოს  რესურსის  (ბიუჯეტის)  პრიორიტეტების  განაწილების გზით  სისტემაში  მოიყვანოს  ეკონომიკური  ზრდის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური დაცვის ეფექტური პროცესი.

განათლება –25%; სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა– 25%; ჯანდაცვა და სოციალურისფერო –22%; თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – 15%; კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა –5%;  გარემოს დაცვა – 4%;ადმინისტრაციული ხარჯები – 2 %;სარეზერვო ფონდი –2%.

ჩვენი  მიზანია ქვეყანაში დოვლათის შექმნა. ბიზნესმენთა ყოველმხრივ ხელშეწყობა რათა მათი მოგებიდან მზარდი ბიუჯეტი მიმართულ იქნას საშუალო და ღარიბი ფენის წარმომადგენელთა ხელშესაწყობად,  ახალ – ახალი მდიდარი ადამიანის წარმოსაშობად, რომელთა შორის თითოეული თქვენგანიც შეიძლება აღმოჩნდეს. ამ  მხრივ   გთავაზობთ ომისშემდგომი გერმანიის  გამოცდილებას.

საქართველოს პარლამენტში ქვეყნის ერთგული, მომზადებული და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით აღჭურვილი ადამიანების მოყვანა საქართველოს ეროვნულ ძალთა და მთლიანად ქართული საზოგადოების მთავარი  სახელმწიფოებრივი  ამოცანაა.

ეროვნულ-დემოკრატიული  სულისკვეთების საქართველოს „სახალხო  პარტიას“,  რომლის მიზანია შეასრულოს  ეფექტური  როლი   სახელმწიფოს, საზოგადოებისა  და  ეკლესიის ურთიერთობის  დინამიური პროცესების  სწორად  წარმართვის საქმეში,   გვაქვს საქართველოს  სახელმწიფო მშენებლობისა და პოლიტიკური წინსვლის კონკრეტული პროგრამა, რომელიც ქართველი ერის დიდი უმრავლესობის შინაგან მოთხოვნას, აზრსა  და სულისკვეთებას შეესაბამებ, თუმცა მოკლებული ვართ საარჩევნო ბრძოლის ფინანსურ სახსარს, ადმინისტრაციულ რესურსსა და მედიაზე წვდომას. ამდენად, მივმართავთ ამომრჩეველს გაითვალისწინოს ყოველივე ეს და არჩევანიც ამის მიხედვით გააკეთონ.

საქართველოსთვის სახელმწიფოებრივად სასიცოცხლო ამოცანები   და მათი გადჭრის   პრინციპები, რომელთაც  საერთო  ეროვნული  თანხმობის  საფუძვლად ვრაცხთ,  წარმოდგენილია   „სახალხო პარტიის“ სამოქმედო  პროგრამაში.     მათი რეალიზებისთვის, „სახალხო პარტია“ თანამშრომლობას ქართველ ხალხს სთავაზობს.

მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, რათა საქართველოს პატრიოტული და დემოკრატიული სულისკვეთების ადამიანებმა და ორგანიზაციებმა შეაერთონ თავიანთი ძალისხმევა საქართველოს  გადასარჩენლად.

საქართველო იმსახურებს სრულფასოვან ხელისუფლებას და, ამიტომ, ჩვენთვის თქვენ მიერ დღევანდელ არჩევნებში მოცემული ხმა შრომისმოყვარე, ნიჭიერი და თავისი ქვეყნის დაცვისათვის მზადმყოფი ქართველი ხალხის გარდუვალი გამარჯვების საქმეში დადებული ერთი აგური  იქნება.

წინასწარ  გიხდით  მადლობას  მხარდაჭერისთვის.

სახალხო   პარტია     #23           

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress