საამაყო წარსულიდან – ღირსეული მომავლისკენ
(სახალხო პარტიის 15 ყრილობის მასალებიდან. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის)
სახელმწიფო კანონებს არ შეუძლიათ უგულვებელყონ ბუნების კანონები
“დროთა ბრუნვამ სხვის მაყურებლად გაგვხადა, სხვაზედ იმედს შეგვაჩვია და ამაებმა სრულიად წარწყმინდეს ჩვენში თვითმოქმედების ძალ-ღონე”
“გვეყო, რაც ჩვენმა წარსულმა ჩვენ მაგალითები გვიჩვენა. ნუთუ აქამომდე გული ვერ დავაჯერეთ, რომ ჩვენს გარეთ ჩვენი ხსნა სიზმარია” წმ. ილია მართალი
პრეამბულა
თავისუფლება და დამოუკიდებლობა ქართველი ერის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა მისი მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე.
დასახული მიზნის პირველი ეტაპი გახორციელდა – საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი ქვეყანა და გაეროს მიერ, გატარებულია მსოფლიო სახელწიფოთა რეესტრში.
საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და საკუთარი თავის თავის მიერ არჩეული პარლამენტის და მის მიერ დამტკიცებული მთავრობის ხელით მართვის უფლება მოპოვებული აქვს.
საქართველოს დღევანდელი ვითარება არ შეესაბამება მისი ერისა და სახელმწიფოს, არც მოკლევადიან და არც გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებს. ეს იმას ნიშნავს, რომ უგულვებელყოფილია ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც სასწრაფო დარეგულირებას მოითხოვს, ასევე ხარვეზები აქვს სოციალური პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პარამეტრთა და მოთხოვნათა ჩამონათვალსაც.
თანამედროვე მდგომარეობის შეფასება უძრაობის პერიოდისეული სტაბილურობის კრიტერიუმებით მიუღებელია. თავისთავად მიუღებელია ქვეყნის საბჭოთა-ბოლშევიკური მეთოდებითა და სტილით მართვა.
ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებლად უნდა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:
ერთიანი ეროვნული ამოცანების განსაზღვრა:
დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში შექმნილი არასასურველი პოლიტიკური ვითარების საფუძვლიანი ანალიზი: “გაყინული არასტაბილურობის”, როგორც დაყოვნებული მოქმედების ნაღმის, პარამეტრების შესწავლა და მისი „მართვადი პოლიტიკური ქაოსისკენ” (ქვეყნის მართვის პარალიზება) წარმართვის მცდელობების გაუვნებელყოფის მექანიზმების შემუშავება;
საზოგადოებრივი ცხოვრების მდგრადობისა და პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის ძირითადი პრინციპების შემუშავება:
ქართველ ერს ახალი საფრთხეებისა და ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, ჩამოსაყალიბებელი და შესათანხმებელი გვაქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მდგრადობის ძირითადი პარამეტრები და ორიენტირები, რას უნდა ეფუძნებოდეს ის და რა ღირებულებები უნდა განსაზღვრავდეს ჩვენი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების წესს: სად გადის მთავარი ბრძოლის ხაზი, რას ითხოვს ღმერთი ჩვენგან, როგორს ვხედავთ საკუთარ თავს, ან როგორი გვინდა, რომ ვიყოთ? ვიქნებით კაცობრიობის პარტნიორი ერი, თუ საბოლოოდ დავკარგავთ ჩვენს თვითმყოფადობას? გავხდებით მსოფლიო პოლიტიკის სუბიექტი, თუ კვლავ დავრჩებით სხვისი ზრუნვის და, შესაბამისად, მის ინტერესების გამტარებლის როლში?
ამჟამად ქართული საზოგადოების წინაშე მორიგი საპასუხისმგებლო ამოცანა დგას – გამოიჩინოს მტკიცე ნება პოლიტიკურ პროცესებში – საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე შეიმუშაოს და დანერგოს უსაფრთხოების ქმედითი და ეფექტური მექანიზმები, დაიცვას და განავითაროს ეროვნულ და დემოკრატიულ ღირებულებეზე დაფუძნებული სახელმწიფო, რისთვისაც აუცილებელია ქვეყნის მართვის სადავეები დამოუკიდებელმა (არამარიონეტულმა), სახელმწიფოსადმი ერთგულმა და კომპეტენტურმა პოლიტიკურმა ჯგუფმა აიღოს ხელში.
განვითარებისა და სტაბილურობისთვის სახელმწიფოს სჭირდება საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოებრივი განვითარების კონცეფცია, ათვლის საერთო სისტემის შექმნა, რომელმაც უნდა მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია და საქართველოს მოსახლეობის და მსოფლიო თანამეგობრობის თვალში სახელმწიფოს ავტორიტეტის ამაღლება. ამ პრინციპების გარეშე შეუძლებელია საზოგადოების განვითარება, რაც თავის მხრივ, გავლენას ახდენს სახელმწიფოს სახის ავ-კარგიანობაზე;
ქრისტიანულმა კულტურამ განუზომელი წვლილი შეიტანა ქართველი ერის ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაში. ეს სისტემა დამყარებულია იმავე აბსოლუტურ, ანუ შეუვალსა და არც ერთ ვითარებაში არ დასათმობ ღირებულებებზე, რომლებზეც დგას თანამედროვე კაცობრიობის მოწინავე ნაწილის იდეოლოგია და მორალი: ადამიანის უფლებების დაცვა, ადამიანთა პრინციპულ თანასწორობა, თავისუფლებაზე, პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, თანაგრძნობა, შემწყნარებლობა და სხვა. ეს ღირებულებები საქართველოში იმპორტირებული არ არის: ის ქართველი ერის მიერ საკუთარი ინტელექტუალური და ზნეობრივი ძალით საკუთარ ქვეყანაში ისტორიულად ჩამოყალიბებული ორგანული სისტემის მონაპოვარია.
სწორედ ამიტომ აქვს საქართველოში დემოკრატიასა და თავისუფლებას მყარი საფუძველი, რასაც სხვა წყაროებთან ერთად, ქვეყნის ტრადიციული სარწმუნოება ასაზრდოებს.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები და სამართლიანობის ზოგად საკაცობრიობო ინტერესი დღეს და მომავალში ერთიმეორეს ემთხვევა.
გეოგრაფიული, გეოსტრატეგიული და დემოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს კაცობრიობის მიერ დღეს გაზიარებული პოლიტიკური და მორალური პრინციპებისა და საქართველოს სპეციფიკური ინტერესებიდმი სრულყოფილად შესატყვისი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შედგენა, რისთვისაც მას ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობით გამსჭვალული და კომპეტენტური პარლამენტი სჭირდება.
საქართველოს პარლამენტს (მთავრობას და პრეზიდენტს) ჯერ კიდევ შეუძლია, პოლიტიკური ნების სწორი მიმართვით, ქვეყნის წინაშე ერთგულებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის, პოლიტიკური და დარგობრივი კვალიფიციულობის, პატიოსნების შემთხვევაში, დაძლიოს საქართველოს დღევანდელი კრიზისული მდგომარეობა და წრაფად გადაიყვანოს ქვეყანა სტაბილური და მდგრადი განვითარების რელსებზე.
საქართველოს „სახალხო პარტიას“ გააჩნია მტკიცე პოლიტიკური ნება, გამოცდილებით გამყარებული უნარი და აუცილებელი ძალა, რომ პარლამენტში საქმიანობით საქართველოს სახელმწიფოს შეუნარჩუნოს და განუმტკიცოს სახელმწიფოებრიობის სამი მთავარი საყრდენი. სახელდობრ:
1) სრულჰყოს კანონმდებლობა, რითაც ხელისუფლებას სახელმწიფოს წარმატებული მართვის შესაბამისი ბერკეტი ეძლევა.
2) დაიცვას ერი და სახელმწიფო კაპიტულაციებისაგან უცხო ძალების წინაშე, ანუ ისეთი დათმობებისაგან, რომლებიც ვნებს საქართველოს სახელმწიფროებრივ სტრატეგიულ ინტერესებს და რომელთა გამოსწორება შემდეგში შეუძლებელი იქნება;
3) სახელმწიფოს რესურსის (ბიუჯეტის) პრიორიტეტების განაწილების გზით სისტემაში მოიყვანოს ეკონომიკური ზრდის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური დაცვის ეფექტური პროცესი.
მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, როცა საქართველოს პატრიოტული და დემოკრატიული სულისკვეთების ადამიანები და ორგანიზაციები უნდა გაერთიანდნენ ქვეყნის გადასარჩენლად.
საქართველოს პარლამენტში ქვეყნის ერთგული, მომზადებული და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით აღჭურვილი ადამიანების მოყვანა საქართველოს ეროვნულ ძალთა და მთლიანად ქართული საზოგადოების მთავარი სახელმწიფოებრივი ამოცანაა.
„სახალხო პარტიის“ ხედვა
”მე მწამს, რომ სწორედ დღეს დადგა ის მომენტი როცა ერმა უნდა სძლიოს ბრბოს, როცა პიროვნებამ უნდა სძლიოს ინდივიდს და როცა საზოგადოებამ უნდა სძლიოს შრომით კოლექტივს, და თუ ეს მოხდა საქართველო გადარჩება და ჩვენ შევძლებთ ამაყად ვთქვათ – მე ქართველი ვარ!” გიორგი ჭანტურია
ეროვნულ-დემოკრატიული სულისკვეთების საქართველოს „სახალხო პარტიას“, რომლის მიზანია შეასრულოს ეფექტური როლი სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ეკლესიის ურთიერთობის დინამიური პროცესების სწორად წარმართვის საქმეში, გვაქვს საქართველოს სახელმწიფო მშენებლობისა და პოლიტიკური წინსვლის კონკრეტული პროგრამა, რომელიც ქართველი ერის დიდი უმრავლესობის შინაგან მოთხოვნას, აზრსა და სულისკვეთებას შეესაბამებ, თუმცა მოკლებული ვართ საარჩევნო ბრძოლის ფინანსურ სახსარს, ადმინისტრაციულ რესურსსა და მედიაზე წვდომას. ამდენად, მივმართავთ ამომრჩეველს გაითვალისწინოს ყოველივე ეს და არჩევანიც ამის მიხედვით გააკეთონ.
“სახალხო პარტია” წარმოგიდგენთ, საქართველოსთვის სასიცოცხლო ამოცანათა და მათი გადაჭრის იმ პრინციპების ძირითად ნაწილს, რაც საერთო ეროვნული თანხმობის საფუძვლად მიგვაჩნია და მათი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ასახვა, ჩვენი აზრით, უმნიშვნელოვანესი საქმეა.
აღნიშნული ამოცანები და მათი გადაჭრის პრინციპები წარმოდგენილია „სახალხო პარტიის“ სამოქმედო პროგრამაში და მათი რეალიზებისთვის, „სახალხო პარტია“ თანამშრომლობას ქართველ ხალხს სთავაზობს.
„სახალხო პარტიის“ პოლიტიკური პროგრამის პრინციპები
მუდმივი ღირებულებები:
- ადამიანი - უმაღლესი ღირებულება:
პიროვნების ღირსება, ადამიანთა თავისუფლება და პასუხისმგებლობა, კანონის წინაშე თანასწორობა, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო, სასამართლო პროცესების გამჭირვალეობა, პლურალიზმი, თვითმმართველობა, ეთნო-რელიგიური შემწყნარებლობა, ოჯახისა დ აჯანსაღი ცხოვრების კულტი, შრომის კულტურა, სოციალურ ფენებს შორის თანამშრომლობა (სოლიდარობა), პარტნიორობა, სამართლებრიობა, ძალაუფლება თადანაწილება, ხელისუფლების წარმომადგენლობითობა, სოციალური თანასწორობა, თანაგრძნობა, თანადგომა-სუბსიდიარობა, უდანაშაულობის პრეზუმცია და სხვაპ რინციპები უნდა იყოს და არ შეიძლება არ იყოს საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების ძირითადი ქვაკუთხედი. როგორც სისტემა ინდივიდისადამი ან ურუფლებათა დაცვისა, ანუ როგორც ინდივიდზე სახელმწიფოს ზემოქმედების შესაძლებლობათა რეგლამენტაციისა;
- ოჯახი - საზოგადოების ქვაკუთხედი:
ოჯახში ხდება ადამიანის პიროვნული ჩამოყალიბება და განვითარება. ის არის პასუხისმგებელი საზოგადოების წინაშე ახალი მოქალაქის ჩამოყალიბებაზე. ოჯახი გახდება სახელმწიფოებრივი ზრუნვის ობიექტი. ყოველ ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს ოჯახი, ყურადღება, ზრუნვა და სიყვარული თავისი მშობლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოსაგან. ხელი უნდა შეეწყოს საქართველოში ოჯახის ტრადიციის განვითარებისათვის შესაბამისი კანონმდებლობის შექმნას.
- სახელმწიფო – საქართველო არის:
დედამიწის ერთ-ერთი გეოგრაფიული ადგილი, ქართველი ერის, როგორც კაცობრიობის ერთ-ერთი ნაწილის სამშობლო, ანუ დედამიწის ის ერდადერთი ნაწილი, სადაც ქართველ ერს შეუძლია და უფლება აქვს თავისი ისტორიული მონაპოვრისა და გამოცდილების შესაბამისად, აშენოს და განავითაროს ქართული სახელმწიფო, როგორც ერ-სახელმწიფოთა მსოფლიო სისტემის ერთ-ერთი პრინციპულად თანასწორი წევრი.
გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში მდებარე ერთიანი და განუყოფელი (უნიტარული) თვითმყოფადი და დემოკრატიული სახელმწიფო, სახელწოდებით “საქართველო”. სახელმწიფო, რომლის ძირითადი მიზანი და მუდმივი ამოცანაა:
ა) ქართველი ერის მიერ მრავალათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში ჩამოყალიბებული ღირებულებათა სისტემის დაცვა-განვითარება და კანონმდებლობაში ასახვა;
საქართველო არის საკაცობრიო სინამდვილეში თანაარსებობის შედეგად ისტორიულად ჩამოყალიბებული და განმტკიცებული კულტურის ერთიანი სივრცე, საკუთარი თვითმყოფადობისა და საკაცობრიო კულტურის სინთეზის მატარებელი ზოგადქართული ყოფა-ცხოვრების ტრადიციად დამკვიდრებული წესით. ისტორიულად და ტერიტორიულად საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში დაბადებული და ჩამოყალიბებული.
დაუშვებელია ქართული კულტურის ერთიანი სხეულის მულტიკულტურებად დაშლა, რითაც დაიკარგება ერის ერთიანი მომავლის მოაზრება.
ბ) უსაფრთხოების ქმედითი მექანიზმების დანერგვის გზით, მსოფლიოს ერთა მდგრადი წონასწორობის სისტემის შექმნაში კუთვნილი ადგილის დაკავება.
გ) სამყაროს გლობალური გადანაწილების დროს საქართველომ უნდა დაიცვას თავისი სტრატეგიული ინტერესები.
რეგიონის ისტორიული განვითარებაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისა და დამსახურებიდან გამომდინარე, ვაღიარებთ საქართველოს უხილავ კულტურულ საზღვარს და, აგრეთვე, დღევანდელი საქართველოს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას მის მიერ შექმნილი მსოფლიო დონის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. კულტურათა დიალოგს მივიჩნევთ ქვეყნებსა და ერებს შორის თანაცხოვრების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად და ევოლუციურად გამართლებულ საშუალებად.
- სახელმწიფო, რომლის მოქალაქენი თანასწორნი არიან. ეს თანასწორობა არის:
- თანასწორობა კანონის წინაშე;
- თანასწორობა იმ უფლებაში, რომ საქართველოს მთელ სიმდიდრეს განიხილავდეს, როგორც მარადიულ საარსებო და თვითრეალიზაციის ბაზას თავისი შთამომავლობისათვის; – თანასწორობა მოვალეობათა შესასრულებლად.
საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, განსაზღვრული ჰქონდეს თავისი (დადაბადებიდან სრულწლოვანებამდე თავისი შთამომავლობის) ეროვნება, ამ ეროვნების რომელობა არ ახდენს გავლენას მის ზემოხსენებულ თანასწორობაზე საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებთან.
საქართველოს ყოველი მოქალაქე თანამოსარგებლეა იმ უპირატესობის, რომ მას, საქართველოს სახით, აქვს სახელმწიფო, რითაც მას თავისი ადგილი ეკუთვნის მსოფლიოს (პოლიტიკურ) საისტემაში და რითაც იგი თანამონაწილეა ამ სისტემის ფუნქციონირებისა და მასში გადაწყვეტილებათა მიღებისა, აგრეთვე ყველა იმ უპირატესობით, რასაც ცივილიზაციის დღევანდელ ეტაპზე ადამიანს აძლევს ცხოვრების სახელმწიფოებრივი ფორმა.
“სახალხო პარტია” აღიარებს, რომ ეროვნების, აღმსარებლობის, კულტურული და ფსიქოლოგიურ-ღირებულებრივი ორიენტაციის საჯაროდ განსაზღვრა ადამიანის კონსტიტუციურად დაცული უფლებაა.
საქართველოს მოქალაქის მოვალეობები საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და პირუკუ, საქართველოს სახელმწიფოს მოვალეობები მოქალაქის მიმართ ძალაშია მანამდე, სანამ არ მომხდარა მოქალაქეობის შეწყვეტის იურდიული აქტი.
- სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ესაუბრება ქართველი ერის ერთობლივი ძალისხმევით საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული სალიტერატურო ქართული ენით.
ქართული ენის სახელმწიფო სტატუსისა და სალიტერატურო ნორმების დაცვა, ენობრივი პოლიტიკა და, შესაბამისად, ადექვატური კანონი ენის შესახებ და მისი აღსრულება საქართველოს სახელმწიფროებრიობის არსებითი ელემენტია. ეს კანონი მოიცავს შემდეგ დებულებებს:
- საქართველოს საჯარო სივრცეში არსებული ყველა შეტყობინება უნდა არსებობდეს ქართულ ენაზე (ყველა არაქართულ ტექსტს ქუჩაში უნდა ახლდეს ქართული პარალელი ამავე ზომის ასოებით).
- დაუშვებელია სახელმწიფო დაწესებულებებში არაქართული ენის ფლობის სავალდებულობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სათანადო დაწესებულება თავისი პროფილით მუდმივ საერთაშორისო კონტაქტს გულისხმობს.
- კანონი უნდა მოიცავდეს ქართულის არმცოდნე მოქალაქეებისათვის ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, სწავლების პროგრამებს,
- სკოლებში იაკობ გოგებაშვილის დედაენით სწავლების აღდგენას.
(აღსანიშნავია, რომ არ შეიქმნა სახელმწიფოენის პალატა, რომელიც 2015 წლის 22 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “სახელმწიფო ენის შესახებ” კანონის მიხედვით 2016 წლის 1 თებრვლამდე უნდა შექმნილიყო)
- “ქმნა მართლისა სამართლისა“. სახელმწიფოში კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის (ანუ რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ) სრულფასოვანი დამკვიდრება; ამ ფუნდამენტზე სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველის – ეროვნული თანხმობის მიღწევა, რაც სახელმწიფოს მდგრადობისა და განვითარების აუცილებელი პირობაა.
„სამართლიანობის დამკვიდრების სახელმწიფო კომისიის” შექმნა: 1990-2016 წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და მოვლენების ანალიზი, შესწავლა და სამართლებრივი შეფასება. სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების გასხვისებისა და გახმაურებული პოლიტიკური მკვლელობების გამოიძიების კანონიერების საქმეები.
- სეკულარული სახელმწიფო სადაც კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის გარანტირებულია საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი და ფუნქცია და, იმავდროულად, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება.
სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი არ ნიშნავს სეკულარულ საზოგადოებას. ეკლესია და საზოგადოება განუყოფელია. ისტორიის მარადიული სუბიექტობა ნიშნავს მარადიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ცხოვრებას.
მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოს სამოციქულო ეკლესიისათვის ფუნქციონირების თავისუფალი (ზეწოლისაგან და აგენტურის პროვოკაციული მოქმედებისაგან დაცული) სივრცის უზრუნველყოფა, რამდენადაც სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესთა გაერთიანება, კონკრეტულ ადამიანში ეკლესიის მრევლისა და ქვეყნის მოქალაქის ჰარმონიული შერწყმა, დღეს არესებული მრავალი პრობლემის მოგვარების საშუალებას იძლევა.
„სახალხო პარტიის“ პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებაა სახელმწიფო მართვის საბჭოთა- ბოლშევიკური სისტემის დემონტაჟი:
- ობიექტური პოლიტიკური, საკანონმდებლო და პრაქტიკული პირობების შექმნა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი, თვითმყოფადი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს მარადიულყოფისათვის;
- ეროვნული თვითმყოფადობისა და ფასეულობებების რეალიზებისთვის თანამედროვე ფორმების მიცემა (შემუშავებული გვაქვს სპეციალური მასტიმულირებელისისტემები და პროგრამები);
- ეროვნული ღირებულებების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა;
- კულტურული მემკვიდრეობის სრულფასოვანი დაცვა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ;
- სამუზეუმო საქმის მოწესრიგება;
- ეროვნული ღირებულებების დაცვისთვის დაღუპულთა ხსოვნის უკვდავეყოფა.
- სახელმწიფოებრიობის ოპტიმალური მოდელის შექმნას და განვითარებას ვხედავთ არა მხოლოდ ზოგად სქემებში (რომლებსაც, მათ შორის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც გვთავაზობენ), არამედ ქვეყნის სპეციფიკური პრობლემების გათვალისწინებით მომზადებულ კონკრეტულ პროგრამებში, რომელიც ოპტიმალური იქნება საქართველოს სადღეისოდ აქტუალურ და ისტორიულ პერსპექტივაზე გამწვდომი ეროვნული ინტერესების რეალიზაციისათვის, ყველა სხვა შესაძლებელზე უკეთესად უზრუნველყოფს, როგორც მოქალაქეთა დღევანდელ კეთილდღეობასა დ აუსაფრთხოებას, ისე გრძელვადიანი (მათ შორის – ისტორიულმასშტაბიანი) ეროვნული ამოცანების გადაჭრას.
საქართველოს მიერ დღეს კონტროლირებად ტერიტორიაზე სრულფასოვანი სახელმწიფოს მშენებლობაში მიღწეული წარმატება, კონფლიქტური (ოკუპირებული) რეგიონებისა და მათი მოსახლეობის წარმატებული რეინტეგრაციის საწინდარია.
- ჯანსაღი კონკურენტული გარემოს დამკვიდრება, ხელისუფლების არჩევითობა და ხელისუფლებაზე ხალხის რეალური კონტროლის გახორციელება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველას ფეროში:
- სახელმწიფოს მართვაში სრულყოფილი წარმომადგენლობითი დემოკრატია (მართული ანუ დემოკრატიული სახელმწიფო, რადგან ეს არის ერთადერთი ფორმა სახელმწიფროებრიობისა, რომელიც შეთავსებადია ადამიანის, როგორც გონიერი და თავისუფალი არსების, რაობასთან);
- ხელისუფლების რეალური დანაწილების თანამედროვე ქმედითი მექანიზმების ამუშავება;
- სახელმწიფო სამსახურის დეპოლიტიზება, საჯარო მოხელეთა უფლებების დაცვა;
- დამოუკიდებელი, სამართლიანიდა ქმედითი საკონსტიტუციო და ყველა დონის სასამართლოების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- ფართო და ქმედითი თვითმმართველობის დამკვიდრება და მართვის დეცენტრალიზაცია;
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა გამჭვირვალე და დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა;
- სახელმწიფო, საზოგადოებრივი და ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროში კონკურენციისა და ანტიმონოპოლიური მექანიზმების დამკვიდრება;
- დემოკრატიის რეალიზება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქის სრულყოფილი დაცულობა ადამიანის უფლებათა დაცვის თეორიასა და პრაქტიკაში დღესდღეობით მიღწეული და პერსპექტივაში მისაღწევი დონის შესაბამისად.
- გამჭვირვალე და ობიექტური საარჩევნო პროცესის, კანონმდებლობისა და ადმინისტრირების სანდო სახელმწიფო ინსტიტუტის შექმნა;
- პარტიული სისტემის დემოკრატიზაცია, პოლიტიკური პარტიების სახელწიფო მხარდაჭერა, პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენციისათვის თანასწორი პირობების უზრუნველყოფა,
- დემოკრატიისთვის ფუძემდებელი ღირებულებებისა და პრაქტიკის დამკვიდრება, რომელშიც განხორციელებულია ფილოსოფიური, პოლიტიკური, საზოგადოებრივი აზრის და მორალური განვითარების ის ფუნდამეტური შედეგები, რომლებიც დღეს ადამიანისა და კაცობრიობის მსოფლმხედველობის საფუძველს შეადგენენ.
საქართველოს დღევანდელსა და განჭვრეტად სიტუაციაში არ არის და არც ჩანს პუნქტი, რომელშიც საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესი კონფლიქტში მოდის ამ რიგის ღირებულებებთან ან არ ემთხვეოდეს მათ. საქართველოს სჭირდება დასავლეთთან კონსულტაციები დემოკრატიის კონკრეტულ იურიდიულ ინსტიტუტთა სრულყოფის მექანიზმებზე, მაგრამ არა ინსტრუქტირება მისი პრინციპების შესახებ.
ფსევდო-დემოკრატიისა და ფსევდო-ლიბერალიზმის დამკვიდრების არსებული მავნე პრაქტიკის დასრულება (რომელიც წარმოადგენს იარაღს გარე თუ შიდა ძალების ხელში ეროვნული, საკაცობრიო და ზნეობრივი ღირებულებების წინააღმდეგ. რამაც დაამახინჯა საქართველოს, როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი ცხოვრება). საზოგადოებისა და, განსაკუთრებით, მისი მოზარდი თაობების ფსიქოლოგიური და მორალური ინტერესების დაცვის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია საზოგადოებას მისცეს მეცნიერულად დაუსაბუთებელი პროპაგანდისაგან თავდაცვის საშუალება, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და ტენდენცია აქვს ამ საზოგადოების გონებრივი და მორალური დონის დაყვანისა მარგინალური ცივილიზაციის დონემდე. ამ უარყოფით ფაქტორთან სახელმწიფოს ბრძოლის ბერკეტებად მიგვაჩნია:
- პროცესის მეცნიერული ანალიტიკური მონიტორინგი
- ანალიტიკური მონაცემების და შესაბამისი სტატისტიკის საჯარო პუბლიკაცია
-სისტემატური ღია დისკუსიის მუდმივი შესაძლებლობის ორგანიზება
„სახალხო პარტიის“ პოლიტიკის გამჭოლი პრინციპებია:
- საქართველოს სრული დეოკუპაცია, ანუ საქართველოს მთელი ტერიტორიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა და სახელმწიფო ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენა;
- სახელმწიფო საზღვრების დადგენა და დაცვა;
- თავდაცვის ეროვნული დოქტრინის მიღება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება
- თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მობილური და მცირერიცხოვანი (15–20 ათასი) პროფესიონალური შეიარაღებული ძალების შექმნა, პარალერულად მოქმედი სავალდებულო გაწვევის და მრავალსაფეხურიანი რეზერვის სისტემით.
- სამხედრო მოსამსახურეებისათვის ანაზღაურებისა და სოციალური უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტების დანერგვა.
- ქართველ ოფიცერთა ელიტის ჩამოყალიბების პროცესის ხელშეწყობა;
სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზება;
სათავდაცვო წარმოების განვითარება;
- პოლიციისა და უშიშროების (სპეციალური სამსახურების) დეპოლიტიზება, მისი საქმიანობის გამჭირველობა, საზოგადოებრივი მონიტორინგი;
- გამოძიების დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების შექმნა;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში, სპეციალური კანონის მიღება, დღეისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სხვა ქვეყნის აგენტურის უვნებელყოფისთვის;
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის (მოწყობის) პოლიტიკის საფუძვლები
- საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის რეალური განხორციელება აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში საქართველოს სახელმწიფოს უპირობო უფლება და მოვალეობაა.
საქართველოს სახელმწიფოს ასევე შეუვალი მიზანია ქართველი, აფხაზი (“აფსუა“) და ოსი მოსახლეობის მშვიდობიანი და მეგობრული თანაცხოვრების უზრუნველყოფა. დასახელებული სახელმწიფო მიზნების მიღწევა დროში ერთმანეთთან არ არის აუცილებლად დაკავშირებული.
- მიგვაჩნია, რომ აფხაზეთი უნდა იყოს ავტონომიური ტერიტორიულ-პოლიტიკური ერთეული საქართველოს შემადგენლობაში. საკანონმდებლო და პრაქტიკული პირობების შექმნა აფხაზი ხალხის, როგორც ეროვნული უმცირესობის, სრული (მათ შორის – ტერიტორიული ავტონომიის სახით) ეროვნული თვითრეალიზაციისათვის;
- უნდა დაისვას ეგრეთ წოდებულ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის „ მარიონეტული და ანტიდემოკრატიული რეჟიმების პასუხისმგებლობის საკითხი.
- აუცილებელია სახელის „სამხრეთ ოსეთი„ ერთხელ და სამუდამოდ ამოღება ოფიციალური სიტყვახმარებიდან; განცხადება და მსოფლიოსთვის განმარტება იმისა, რომ ეს არის რუსი ბოლშევიკი ოკუპანტების მიერ საქართველოს დაუძლურების მიზნით ხელოვნურად შექმნილი ტოპონიმი და ადმინისტრაციული ერთეული, და არაისტორიული, დემოგრაფიული, ეკონომიკური ან სხვა რამ რეალობა. იგი საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აგრეთვე საფრთხეს უქმნის და ყოველთვის შეუქმნის ქართველი და ოსი ხალხის მშვიდობიან თანაცხოვრებას;
- ქართულ-აფხაზურ-ოსური კონფედერაციის ანუ ნებაყოფლობით ხელშეკრულებაზე დამყარებული, სამართლებრივად იოლად დაშლადი (როგორც კი მისი ერთ-ერთი მონაწილე განაცხადებს, რომ კონფედერაციაში ყოფნა აღარ სურს) გაერთიანების შექმნა დაუშვებელია;
- დაუშვებელია საქართველოს სახელმწიფო მოწყობაში ფედერალიზმის შემოღება, თუნდაც სხვა ტერმინის საფარქვეშ, რადგანაც:
- საქართველო არ არის იმ მასშტაბის ქვეყანა, რომ მისი ოპტიმალური მართვის ამოცანა საჭიროებდეს მუნიციპალიტეტსა (რაიონს) და მთლიანად სახელმწიფოს შორის საშუალო ერთეულის – ფედერალური ერთეულის (”მხარის”) – შემოღებას.
- საქართველოს ფედერალიზაცია გარდუვალად გამოიწვევს არა მხოლოდ ერის პრაქტიკულ დანაწევრებას ისტორიულ პროვინციათა მიხედვით, არამედ ეროვნული ცნობიერების დაშლასაც კუთხურ ცნობიერებებად (შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რუსული იმპერიის მმართველებმა არა ერთხელ მისცეს საქართველოს ”რჩევა”, რომ თავის სახელმწიფო მოწყობაში ფედერალიზმის გზას დადგომოდნენ).
„სახალხო პარტიის“ ხედვა ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეების მიმართ
- საქართველოში ერთადერთი ეთნიკური უმცირესობა არის მხოლოდ აფხაზი („აფსუა”) ხალხი, ყველა სხვა ეთნოსი წარმოადგენს დიასპორას.
საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეების მიმართ, საქართველოს მოქალაქეთა ზემოხსენებული თანასწორობის ფონზე და მის კონტექსტში, არის -ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე. არასატიტულო მოსახლეობის საკუთრივ ეროვნული ინტერესები, რომელთა დაცვაც მისი უპირობო უფლებაა, არის ამ მოსახლეობის დაცულობა ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან ეროვნული ნიშნით და ამ მოსახლეობის დაცულობა ნებისმიერი სახის ხელოვნური ასიმილაციისაგან (სავალდებულოსგან, ზეწოლის მომცველისგან და ა.შ. დედაენაზე სწავლა და ზოგადად კულტურული ავტონომია ამ უფლებებში შემავალ ნაწილთა რიცხვში შედის).
ყველა ეთნიკური კუთვნილების მოქალაქითვის სრული ეროვნული თვითრეალიზაციის ინტერესების განხორციელებისათვის ფუნქციური (მაგრამ არატერიტორიული) ავტონომიის წესით;
სხვა ყველა სპეციფიკურად ეროვნული ინტერესებისათვის ზრუნვა და ბრძოლა საქართველოს არაქართველ მოქალაქეებს შეუძლიათ მხოლოდ როგორც მოქალაქეებს სხვა ყველა მოქალაქეთა თანასწორად.
ეს ნიშნავს, რომ ყველა უფლებამოსილება ტერიტორიის მიმართ, რომელზეც ეს მოსახლეობა ცხოვრობს (ტოპონიმიკისცვლა, ავტონომიური უფლებების და ა.შ.) ეკუთვნის მხოლოდ სახელმწიფოს, როგორც მთელს, და არა მუნიციპალიტეტს. მოქალაქე თავის ნებას ამ თემაზე გამოხატავს საპარლამენტო არჩევნებში და არა მუნიციპალურში. მაქსიმალური, და, არსებითად, უპირობო დეცენტრალიზაციის ლოზუნგი, რომელსაც საქართველოში მოსაქმე ზოგი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია აყენებს, ჩვენ მიგვაჩნია ან გონებასუსტობის სიმპტომად ან შეგნებულ დივერსიად საქართველოს სახელმწიფოს წინაათმდეგ.
„სახალხოპარტიის“ უახლოეს პერსპექტივაში მოქმედების ამოცანებია
- სახელმწიფოს ინსტიტუციონალური და სტრუქტურული სისტემების ხელოვნური და მიზანმიმართული ნგრევის (კორუფციისა და კარტელების კულტივაცია, კლანურობის თარეში, ინტერესთა კონფლიქტი, სახელმწიფო ტენდერებისა და შესყიდვების გამჭვირვალობა და ა.შ.) შეჩერება.
- განათლების, მეცნიერების, ხელოვნების რეფორმირება და განვითარება. მოზარდი თაობებისათვის ჯანსაღი პედაგოგიური და მორალური და გარანტირებული ინფორმირებულობის სივრცის შექმნა;
განათლება უნდა იყოს სახელმწიფოს ზრუნვის უმთავრესი საგანი. უმაღლესი განათლება უნდა იყოს უფასო, ხოლო განათლების ბიუჯეტი მუდმივად მზარდი. არანაკლებ ქვეყნის ბიუჯეტის 25%–ისა. უმაღლესი განათლება უნდა იყოს უფასო, რაც არ გამორიცხავს კერძო საგამანათლებლო სასწავლებლების არსებობას. მნიშვნელოვნად უნდა უნდა გაიზარდოს პროფესიული განათლების დაფინანსება. სასკოლო განათლება უნდა გადავიდეს სამსაფეხურიან სისტემაზე: ა) დაწყებითი განათლება (1-6), ბ) ბაზისური განათლება (6-10 კლასი), რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლე მიიღებს შესაბამის დიპლომს და შეძლებს, დაიწყოს მუშაობა ან გააგრძელოს სწავლა პროფესიულ სასწავლებელში; გ) ბოლოსაფეხური(11-12 კლასი) , რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სწავლლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში;
- ეკონომიკა გათავისუფლება პოლიტიკის დიქტატისგან. ეკონომიკური საკითხები გაწდაწყდება ეკონომიური მეთოდებით და არა პოლიტიკური ან ჯგუფური ინტერესებით. ეკონომიკის სტრუქტურული განვითარება დაემყარება იმ მიმართულებების განვითარების უპირატეს ხელშეწყობას სახელმწიფოს მხრიდან, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას, შეიცავენ ეკონომიკური ზრდის, ახალი სამუშაოა დგილების შექმნისა და მოსახლეობის გამდიდრების სტიმულირების პოტენციალს.
სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას და შეიმუშაეებს სპეციალურ დოქტრინას მცირე და საშუალო ბიზნესის და ადგილობრივი წარმოების განვითარების, ახალგაზრდა სპეციალისტების საცხოვრისის და დასაქმების ხელშეწყობისთვის;
მოახდენს საბანკო სისტემისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გონივრულ რეგულაციას.
არაორდინალური ვითარება არაორდინალურ გადაწყვეტილებას მოითხოვს. შემუშავებულია ინოვაციური პროექტი, რომელიც მოსახლეობას შემოსავალს გაუზრდის და გამოყენებული იქნება მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის მასტიმულირებელი სისტემა.
- სახელმწიფო ბიუჯეტის სტრუქტურის გონივრული პრიორიტეტების განსაზღვრა. ბიუჯეტი იქნება პროგრამებზე გაწერილი. შეიცვლება ბუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ამჟამინდელი მანკიერი სტრუქტურა ბიუჯეტში აკუმილირებული თანხების სამართლიანი განაწილება: ადმინისტრაციული ხარჯები – 2 %; თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – 15%; ჯანდაცვა და სოციალურისფერო –22%; განათლება –25%; სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა – 25%; კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა –5%; გარემოს დაცვა – 4%; საერზერვო ფონდი – 2%.
სახელმწიფოს ეყოლება იაფი მთავრობა. სპეციალური კანონით მოხდება პოლიტიკურ და საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის, პრემირების, ავტოპარკის და კომუნიკაციის საშუალებებით სარგებლობის რეგულაციის დაწესება.
ყოველკვარტლურად გამოქვეყნებს სრულ ინფორმაციას ბიუჯეტში (ყველადონის – სახელმწიფო, ქალაქი, რაიონი) შესული თანხების მოცულობის, წყაროებისა და მათი ხარჯვის შესახებ.
- საქართველოდან 1992 წლიდან დღემდე მასობრივად ემიგრირებული საქართველოს მოქალაქეების მასობრივი რეპატრიაცია არის საქართველოს, როგორც ქვეყნისა და სახელმწიფოს, ერთ-ერთი საციცოცხლო ამოცანა. ესრეპატრიაცია არის ერთჯერადი ამოცანა, რომელიც შესაძლებელია მრავალი წლის მანძილზე შრომას მოითხოვდეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ერთჯერადად რჩება.
- აუცილებელია განუკითხავი იმიგრაციის აღკვეთა და გაჭირვებისაგან გამოწვეული მასობრივი ემიგრაციის შეჩერება; დაუშვებელია, რომ საქართველო პასიურად უშვებდეს, ასტიმულირებდეს ან რაგინდა რა მოტივით ურიგდებოდეს საქართველოში უცხოეთიდან იმიგრაციას დასახლების მიზნით კანონით დადგენილი ქვოტის ზემოთ, რომელიც (ეს ქვოტა) უნდა ემყარებოდეს მეცნიერულ დემოგრაფიულ გათვლას და უნდა ხორციელდებოდეს სიობრივი დამტკიცებით პარლამენტის მიერ;
- ამავე წესით აუცილებელია იზღუდებოდეს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების ქვოტა და პროცედურა; (ორმაგი მოქალაქის არსებობა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობისათვის უფლებამოსილი პირი მოვალეობებით დატვირთულია სხვა, უფრო ძლიერი სახელმწიფოს წინაშე).
- მიწა არის შეუცვლელი, გაუმრავლებელიდა „ამოწურვადი“ (შეზღუდული) რესურსი. მიწის განუსაზღვრელი ოდენობით გასხვისება უცხოელებზე ქვეყნის სასიცოცხლო ამოცანებთან და საზოგადოებრივ ინტერესთან შეუთავსებადია. სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ყოველთვის უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი პროცესი. ამისთვის მოწინავე დემოკრატიული ქვეყნები აწესებენ მათთვის მისაღებ რეგულაციებს. აუცილებელია ჩამოყალიბდეს ისეთი საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც უშვებს უცხოელთა მიერ მიწის საკუთრებად ქონას, მაგრამ მკაცრად იქნება დაცული სახელმწიფოებრივი ინტერესები და შეიძლება მოიცავდეს ერთდროულად საქართველოს სავარგულების არაუმეტეს კანონის მიერ(მეცნიერული გათვლით დადგენილი) დასაშვები ქვოტის საზღვრებში. აღდგენილ უნდა იქნას გრძელვადიანი გასხვისების იჯარის პრაქტიკა.
(არ იქნა მიღებული მიწის ერთიანი კოდექსი! უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ორგანიზაციებს არ შეეზღუდა ქართული მიწის შესყიდვა)
- აქტიური პოლიტიკის გატარება დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღებისთვის;
- ეკოლოგიის გაჯანსაღება – აუცილებელად დავაწესებთ მკაცრ რეგულაციებს მშენებლობის სტანდარტებზე, ავტომანქანების ვარგისიანობის წესებზე, საწვავის შესაბამისობაზე, მასშტაბურ ინდუსტრიულ მშენებლობებზე და ა.შ. ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს, რომლის სათაურიც იქნება „მწვანე საქართველო“ და რომელიც კანონით უზრუნველყოფს ჩვენი მომავალი თაობისთვის „სუფთა“ საქართველოს.
- ბუნებრივი რესურსებისა და სიმდიდრის გონივრული ექსპლუატაცია;
- სასურსათო უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავება და რეალურ ცხოვრებაში გატარება. გენმოდიფიცირებული საკვების შემოტანაზე რეგულაციების ამოქმედება.
„სახალხო პარტიის“ სოციალურ პოლიტიკაში მოქმედების მთავარი პრინციპები და ამოცანებია:
ხელისუფლების უპირველესი კონსტიტუციური მოვალეობაა უზრუნველყოს ადამიანისათვის ბუნებით ბოძებული სიცოცხლის უფლება და შეუქმნას მოქალაქეებს ადამიანური არსებობის პირობები.
- სოციალური პოლიტიკის რადიკალური ორიენტირება, მოსახლეობის (განსაკუთრებით მოზარდი თაობების), ჯანსაღი ეკოლოგიური, პედაგოგიური და ფსიქოლოგიური სივრცის შესაქმნელად მისი ცხოვრებისა და მომზადების ხარისხის ზრდის მიზნით.
კანონით განისაზღვრება:
- ახალი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული შრომის კოდექსი და ოპტიმალური მინიმალური ხელფასი;
- საქართველოს ღარიბი მოსახლეობის საკუთრებისა და ფუნქციონირებისთვის საციცოცხლოდ საჭიროაუცილებელი მინიმუმი;
- სააარსებო მინიმუმისა და ლტოლვილთა შემწეობის დათვლის სისტემადა მოერგება რეალურ ცხოვრებას;
- საჯარო სამსახურში და პოლიტიკურ თანამდებობზე დასაქმებულ პირთა ანაზღაურება (მიბმული უნდა იქნეს საარსებო მინიმუმის მაჩვენებელზე და მისი ოდენობა იქნება არა უმეტეს 10-ჯერ მეტი დაანგარიშებულ საარსებო მინიმუმზე);
- დიასახლისის სტატუსი (მათ დაენიშნებათ სოციალური დახმარება);
- პენსიის ქვედა ზღვარი (გაუთანაბრდება საარსებო მინიმუმს);
- უმუშევრის სამართლებრივი სტატუსი (უმუშევრებს დაუწესდებათ შესაბამისი კომპენსაცია);
- საოჯახო,დედათა და ბავშვთა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება;
- საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო დაზღვევის უნივერსალური საბაზისო პაკეტით, რომელის შინაარსის განმსაზღვრელი იქნება საქართველოს კონსტიტუციის 37–ე მუხლით სახელმწიფოს მიერ მისი მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებები. საბაზისო პაკეტის შინაარსი უნდა განისაზღვროს თითოეული მოქალაქის შემოსავლების ოდენობის მიხედვით.
- საკანონმდებლო დონეზე ყველა თვითმმართველ ერთეულს უნდა ქონდეს სოციალური და მუნიციპალური საცხოვრისის მშენებლობის ვალდებულება.
„სახალხო პარტიის“ საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები:
- საქართველოს ხელისუფლებას ჰმართებს საგარეო პოლიტიკის გააქტიურება მსოფლიო და რეგიონალურ პროცესებთან და პრობლემებთან დაკავშირებით.
- საეთაშორისო ურთიერთობების სუბიექტებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა იქნება შესაბამისი მათი მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებული ან მოსალოდნელი ქმედებისა;
- საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დემოკრატიული დასავლეთის სისტემაში ინტეგრირებაზე (საქართველოს კერძო სპეციფიკური ინტერესების სრული დაცვით) და, შესაბამისად, გამორიცხავს რომელიმე მეზობლის უფლებას, რომ ითხოვდეს საქართველოს შინაგან პროცესთა რეგულირებაში მონაწილეობის რაიმე ბერკეტებს;
- რასაკვირველია, ჩვენ ჩვენი ეროვნული თავისებურებებიც გაგვაჩნია და ბრმად არ შეიძლება არც ერთი სხვისი მოდელის გადმოღება. საქართველოსა და დასავლეთს გააჩნიათ საერთო ინტერესები, ასევე განსხვავებები. აუცილებელია დემოკრატიის ქართული მოდელის შექმნა, რომელის საფუძველიც გახდება ქართული ისტორიული გამოცდილება და ტრადიციები . თუმცა ეს უნდა მოხდეს საერთოსაკაცობრიო საბაზო ღირებულებების შენარჩუნებით.
- ევრო-ატლანტიკური ორიენტაცია ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური კაპრიზი ან მხოლოდ ტრადიციულ კულტურულ გარემოში დაბრუნების სურვილი როდია. საქართველოს უმთავრესი პრობლემა _ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კიდევ ერთხელ ნათელყოფს, რომ უშიშროების და სტაბილურობის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაცულია საერთაშორისო ქცევის მაღალი სტანდარტები.
- დასავლეთთან საქართველოს სათავდაცვო კავშირის ფორმებია:
_ წევრობა ნატოში,
_ ხელშეკრულება ნატოსთან, როგორც მთელთან, და
_ ორმხრივი ხელშეკრულება (ხელშეკრულებები) დასავლეთის დიდ სახელმწიფოებთან.
- დასავლეთთან თანამშრომლობის ფონზე, იმის მიღწევა, რომ საქართველო განიხილებოდეს არა როგორც მხოლოდ ტერიტორია, რომლის მოსახლეობის განწყობილებასაც არსებითი მნიშვნელობა არა აქვს პროცესთა წარმართვისათვის, არამედ როგორც პარტნიორი, რომლის ეროვნული ინტერესები (მათ შორის თავდაცვითი) პირველხარისხოვან ანგარიშგაწევას საჭიროებს; საქართველოს თუკი სურს დასავლეთში სრულფასოვნად ინტეგრირება უნდა დაიცვას საკუთარი ინტერესები, მაშინაც თუკი ის დასავლეთისას არ დაემთხვევა.
- საქართველოს მიერ თავისი ტრადიციული როლის – რეგიონის ბუნებრივ-ისტორიული ლიდერის არაოფიციალური სტატუსის – აღდგენა და თანამედროვე რეალიებისთვის მისადაგება. საქართველო გახდება კავკასიის ცენტრი და რეგიონის პოლიტიკური ლიდერი. რეგიონში პოლიტიკური, საზოგადოებრივ–კულტურული და ბიზნესს შესაძლებლობების რეალიზაციის მთავარი ცენტრი და კავკასია-ევროკავშირის დამაკავშირებელი ხიდი.
- საქართველოს დასავლური ორიენტაცია რუსეთის იგნორირებას არ ნიშნავს. ამგვარი იგნორირება გლობალური ტენდენციების უგულებელყოფა იქნებოდა. რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზაცია შესაძლებელია ანექსიის შედეგების ლიკვიდაციის პირობებში. დეოკუპაცია ერთჯერადი აქტია, მისი დასრულების შემდეგ რუსეთთან თანამშრომლობას ფართო პერსპექტივა ეხსნება.
სახალხო პარტიის პრინციპები პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობის შესახებ
- ეროვნული და დემოკრატიული ცნობიერების მატარებელმა დამოუკიდებელმა სუბიექტებმა (ორგანიზაციებმა და პიროვნებებმა) უნდა აიღონ თავის თავზე პასუხისმგებლობა და შესძლონ ერსა და საზოგადოებას წარუდგინონ სახელმწიფოს მოქმედების, ანუ ქვეყნის მართვის კურსის, კონკრეტული პროგრამა: ჩამოაყალიბონ და დაასაბუთონ საერთო ეროვნული ამოცანები, პირველი რიგის და შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც აუცილებელი და საკმარისია საქართველოს გამოსაყვანად დღევანდელი კრიზისიდან და მისი მომავლის უზრუნველსაყოფად.
- ბრძოლის მოტივი და უფლება ქართველ ხალხს აქვს. ეს, რათქმაუნდა, არნიშნავს, რომ ეს უფლება გამოყენებულ იქნას სიბრძნის, მორალის ან სახელმწიფოს ბედზე პასუხისმგებლობის გარეშე, ანუ განუკითხავად.
- მკაცრად უნდა იყოს ჩამოყალიბებული ღირებულებათა სისტემა, რომელთა გაზიარება იქნება სავალდებულო პირობა გაერთიანებაში მონაწილეობისა.
- უნდა მოხდეს სუბიექტების პასუხისმგებლობათა დაკონკრეტება და ჯანსაღი სპექტრის სატელიტი ფსევდოძალებისაგან გამიჯვნა.
მუდამ მზად ვართ ჩვენს პრინციპულ დებულებებში ასახულ ყველა თემაზე დისკუსიისათვის.
ჩვენი ძალა იმ ერთობაშია, რომელიც ღმერთს დაგვაახლოვებს
სახალხო პარტია მამუკა გიორგაძე
5.10.2016