Archive for December, 2014

shushis sasaxle

საყდრისს შუშის სახლიდან ესროლეს, ანუ როგორ ანგრევს საქართველოს ბიზნესმენის ფსიქოლოგია!!!

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე რატომღაც გაკვირვებით კითხულობს: საზოგადოების ერთ ნაწილში ხელისუფლების მიმართ რაღაც უკმაყოფილების მიზეზი რომ გაჩნდება, ეგრევე ბიძინა ივანიშვილს რატომ მიახტებიან ხოლმეო! საგანელიძის ეს განცხადება საყდრისის ვანდალური აფეთქებით გამოწვეულ საზოგადოების ვნებათაღელვას მოჰყვა, რომელმაც თითი სავსებით კანონიერად სწორედ ივანიშვილისკენ გაიშვირა! ღრმადპატივცემულ უმრავლესობის ლიდერს ეტყობა ავიწყდება (ალბათ უფრო ივიწყებს), რომ საყდრისის საბადოს უძრავი ძეგლის (კულტურული მემკვიდრეობის) სტატუსი [...]

gerbebi_Page_6

“სახალხო პარტია”-”კიდევ როგორ ვენდოთ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ ხელისუფლებას! როგორ შევძლოთ მასთან თანამშრომლობა და თანაცხოვრებაც კი!”

საყდრისის ოქროს საბადოს აფეთქების გამო “სახალხო პარტია” განცხადებას ავრცელებს   -”უძველესი ქართული მატერიალური კულტურის  ფასდაუდებელი ძეგლის _   საყდრისის ოქროს საბადოს _ ბარბაროსული ნგრევა,   ქართული და საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ  მიმართული დანაშაულია. წინა და დღევანდელი ხელისუფლებების გააზრებული, თანმიმდევრული და მიზანმიმართული პოლიტიკის  შედეგად, რუსი მფლობელებისა და ქართველი ჩინოვნიკების პირად ინტერესებს შეეწირა ჩვენი ისტორიული სიმდიდრე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში [...]

gerbebi_Page_6

სახალხო პარტია – ხაჯინბას განცხადებასთან დაკავშირებით

ყოვლად მიუღებელია  ექსპლუატაციის  ხარჯებს და  რუსეთში გატანილი დენის ფულს 20 წლის განმავლობაში იხდიდეს ჩვენი მოქალაქეები!  ისტორია ცალსახად მეტყველებს, რომ ოკუპანტებთან და  მათგან მხარდაჭერილ სეპარატისტებთან  გაუაზრებელ დათმობებზე წასვლა და წინასწარვე კაპიტულანტურ პოზიციაზე   ყოფნა, თუ მის სამსახურში არ დგახარ, თავიდანვე წამგებიანია. ,,სახალხო პარტია“ ამ მარტივ ჭეშმარიტებას  შეახსენებდა მაშინდელ ხელისუფლებას და ჯერ კიდევ 1994 წლიდან  მოუწოდებდა  არ  წასულიყო რუსეთთან და  სეპარატისტებთან  უარგუმენტო დათმობაზე და ,, ენგურჰესის“ გამომუშავებული ელექტრო ენერგია არ ექცია [...]

gerbebi_Page_6

“სახალხო პარტია”-”დროა, თაროზე შემოდებულ საქმეებს მიეცეს მსვლელობა”

“სახალხო პარტია” აღნიშნავს, რომ ცნობილი გახდა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კატეგორიული მოთხოვანა შშ მთავრობის მიმართ იმ პირთა დასჯაზე, რომელთა ბრძანებითაც ხდებოდა ადამიანების წამება. -”აღნიშნული განცხადება გამოწვეული იყო აშშ-ს სენატის ანგარიშით, რომელშიც განხილული იყო მსგავსი ფაქტები. ამ მოხსენებას შეშფოთებით შეხვდნენ დიდ ბრიტანეთშიც.

giorgadze_mamuka

“სახალხო პარტია” ფინანსთა სამინისტროსგან ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს

“სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ფინანსთა მინისტრს მიმართავს და მთელ რიგ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. აღნიშნულ განცხადებას “ივერიონი” უცვლელად გთავაზობთ საქართველოს ფინანსთა მინისტრს  ნოდარ ხადურს    სახალხო პარტიის თავჯომარის  მამუკა გიორგაძის                                                       [...]

gerbebi_Page_6

გზატკეცილის “დაღისტანი-კახეთი” აშენება პირდაპირი სახელმწიფო ღალატია

რეზონანსი (03.11.2014) 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ საქართველოში გაბატონებული ორივე გუნდის პოლიტიკა – შევარდნაძისაც და სააკაშვილისაც – ორი მთავარი ელემენტისაგან შედგებოდა. პირველი იყო საქართველოს ყოველმხრივი მიზანმიმართული ნგრევა რუსეთის დავალებით, მაგრამ “დასავლეთის” სახელით, რასაც “თანმხლებ პროდუქტად” დასავლეთისადმი სიძულვილის პროვოცირება ჰქონდა. მეორე იყო გზადაგზა, როგორც საქმე მოიტანდა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს სიმდიდრიდან და მისი სტრატეგიული პოზიციებიდან მსხვილ-მსხვილი ნაჭრების [...]

gerbebi_Page_6

ერთ მაგალითს ხომ არ გვეტყოდით, როცა სახელმწიფოებრივმა ინტერესებმა თქვენი ჯიბის ინტერესები გადასძალა?

,,სახალხო პარტია” ხუდონჰესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.   როგორც ცნობილია, ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის აზრი არაერთგვაროვანია.  საკითხს ამწვავებს ისიც, რომ ამ ჰესის მშენებლობის უფლება ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას  - “ტრანსელექტრიკს” ჰქონდა, რომელმაც ვერა და ვერ განუმარტა ქართულ საზოგადოებასა და ადგილობრივ მოსახლეობა, თუ როგორ იქნებოდა გათვალისწინებული ქვეყნისა და მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნები.

mamuka

ჯაფარიძის პოზიცია კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს წინა ხელისუფლების რუსეთთან ვალდებულებებზე

“სახალხო პარტიის” ლიდერის მამუკა გიორგაძის განცხადებით ,,სახალხო პარტიას” ჰქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ,,ხუდონჰესის” მშენებლობა იყო წინა ხელისუფლების რუსეთთან გარიგება. “აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ მივმართეთ საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს და წარვუდგინეთ ამ ეჭვის დამადასტურებელი არგუმენტები. მალევე ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადებები, ჯერ ინდოელი ინვესტორებისადმი მათი ფირმის და დაინტერესებული პირების სრული მონაცემების მოთხოვნაზე და შემდეგ ,,ხუდონჰესის”საკუთარი ძალებით შენების შესახებ. ამ უკანასკნელს [...]

gerbebi_Page_6

სახალხო პარტიის განცხადება ემზარ კვიციანის განაჩენის გამო

ივერიონი 17.11.2014 სახალხო პარტიის პროტესტი “დღეს, ზუგდიდის სასამართლომ ემზარ კვიციანს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ჩვენი აზრით, ამ მოვლენის განხილვა შეუძლებელია კოდორის ხეობაში და, საერთოდ, ქვეყანაში 2008 წლიდან განვითარებული პროცესებიდან განყენებულად. საზოგადოებისთვის ბევრის მთქმელია, ის, რომ

SONY DSC

ეს პარლამენტი მიჯირყვნილი დაიბადა

  თამარ ნინიძე “ახალი თაობა” 08.12.2014 ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან _ უკრაინის ხელისუფლების საკადრო საკითხებზე და ნაცმოძრაობის ლიდერების დანიშვნებზე გკითხავთ. თქვენი აზრით რა არის ამ გადაწყვეტილების მიზეზი? _ ერთადერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს იმით, რომ შიდა კლანურ ბრძოლებში გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ჩათვალეს, მათი შიდა ბრძოლებისთვის უფრო მისაღებია არა გაცვეთილი ადამიანების დანიშვნები პოსტებზე. _ ხომ [...]

Powered by WordPress