დავით კასრაძე “საქართველო”, #60, 16 მარტი, 1917 წ. რუსეთის დღევანდელს რევოლიუციას, ძველი მთავრობის დამხობას, ქართველი ერი აღტაცებით შეეგება. ტანჯვა გულისა შეუმსუბუქა წოდებრიობის გაუქმებამ. ტაში დაუკრა სამართლიანობის აღდგენას. ყველას ერთგვარი ნათელი მოგვფინა მით უფრო, რომ ეს რევოლიუცია არ იყო მხოლოდ პროლეტარული, იგი არ წარმოადგენდა რომელსამე კლასის, წოდებისა, ჯგუფის ანუ კასტის რევოლიუციას. სხვა რევოლიუციებთან შედარებით, დღევანდელი რევოლიუცია [...]
Archive for December 20th, 2014
პოლემიკა პოლიტიკური ცენზურის შემოღების მცდელობის შესახებ 1917 წლის საქართველოში
შენიშვნა: გაზეთი „საქართველო“ საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის, ხოლო „ერთობა“ - რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კავკასიის ბიუროს ქართულენოვანი ბეჭდვითი ორგანო იყო. „საქართველო“, #73, კვირა, 2 აპრილი, 1917 წ. გონიერებასა და სინდისში ჩავარდით ! ჩვენებური სოციალ–დემოკრატია თავის კანში ვერ ეტევა. ამგვარსავე მდგომარეობაში იმყოფებიან მუშათა დეპუტატებიც, რომელნიც ნამდვილ სოციალ–დემოკრატიულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, ვერ ინელებენ სხვების არსებობას, სხვა პარტიათა მოქმედებას; ყველა საშუალებით იბრძვიან მათ წინააღმდეგ; არ ერიდებიან ძალმომრეობას, არ ერიდებიან ცილის წამებას. ორივე იარაღი ნაცადი აქვსთ ჯერ კიდევ ცხრაას ხუთსა [...]
საქართველოს თავად–აზნაურობის დეპეშა. 1917 წ.
საქართველოს თავად–აზნაურობის დეპეშა სტატიები სახელმწიფო სათათბიროს და მის აღმასრულებელ კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ ვლადიმერის ძეს როძიანკოს კოპიოები: მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს თავადს გიორგი ევგენის ძე ლვოვს; სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს ნიკოლოზ ჩხეიძეს; სახელმწიფო საბჭოს წევრს (არჩევით) თბ. თავ.–აზნ. საგუბერნიო მარშალს კონსტანტინე ნიკოლოზისძე აფხაზს. ამ დიდებულ დღეს, ოდეს რუსეთის სახელმწიფოს თავისუფლების ცაზე განთიადი გამობრწყინდა, ქართველი თავად–აზნაურობა, მთელის ქართველ ერის [...]